75,19 მილიონი ევრო - ზუსტად ეს თანხა დაიმსახურა "სიტიმ" პრემიერლიგის მატჩების ტელეტრანსლაციების წყალობით
75,19 მილიონი ევრო (60,6 მილიონი ფუნტი) - ზუსტად ეს თანხა დაიმსახურა "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის მატჩების ტელეტრანსლაციების წყალობით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისის ჩემპიონატისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. პრემიერლიგა ტრანსლაციების შემოსავლებით მიღებული თანხების ნახევარს 20 კლუბს შორის თანაბრად ანაწილებს, რაც დაბალშემოსავლიანი ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ეს წესი განსხვავდება ევროპის სხვა ელიტურ ლიგებში არსებული წესისგან, სადაც შემოსავლების დიდ ნაწილს წამყვანი კლუბები ინაწილებენ.

აი, რას ამბობს პრემიერლიგის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ სკუდემორი: "ჩვენ გვჯერა, რომ შემოსავლების განაწილების ჩვენებური კანონი პრემიერლიგელებს მაღალ დონეზე გამოსვლაში სერიოზულად ეხმარება.

წელს, მაგალითად, ყოველ კლუბს 13,7 მილიონი ფუნტი შეხვდა ნაციონალური ტელეკომპანიებისგან და 18,7 მილიონი უცხოური მაუწყებლებისგან. ამას გარდა, ყოველი საფეხურისთვის კლუბებს 755 ათასი ფუნტი გადაეცათ, 570 ათასი ერგოთ მათი მონაწილეობით გადაცემული ყოველი ტელერეპორტაჟისთვის.

სწორედ ამის წყალობით მოხდა, რომ მეოთხეადგილოსანმა "ტოტენჰემმა" (57,4 მილიონი) მასზე ერთი ადგილით წინ მდგომ "არსენალს" (56,2 მილიონი) სატელევიზიო რეპორტაჟებისგან მიღებული შემოსავლებით აჯობა, რადგან მიმდინარე სეზონში "დეზების" 23 მატჩი გადაიცა პირდაპირ ეთერში, მაშინ, როცა გულშემატკივარმა "მეთოფეების" მხოლოდ 19 მატჩი იხილა ცოცხლად. ყველაზე მცირე თანხა, ამ მხრივ, "ვულვერჰემპტონს" ერგო (39,1 მილიონი)".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა