15 მაისს ოფიციალურად დადასტურდა ის, რაზეც გერმანულ მედიაში საუბარი ბოლო 2 თვის განმავლობაში არ წყდებოდა
15 მაისს ოფიციალურად დადასტურდა ის, რაზეც გერმანულ მედიაში საუბარი ბოლო 2 თვის განმავლობაში არ წყდებოდა: იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა დორტმუნდის "ბორუსიასთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელს, სავარაუდოდ, ახლავე დატოვებს.

ეს ინფორმაცია "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა დაადასტურა და ისიც თქვა, რომ მზადაა, კაგავას მსურველი კლუბებისგან წინადადებები მიიღოს და განიხილოს.

იაპონელს "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს - შესაბამისად, მისი სასწრაფოდ გაყიდვა ახლა უკვე "ბორუსიას" ინტერესებშიც შედის, რადგან თუ ტრანსფერს ვეტოს დაადებენ, კაგავა BVB-ს გაისად უფასოდ დატოვებს. ყველასათვის ცნობილია, რომ კაგავასთვის ბრძოლაში ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედია".

"კაგავას მრჩეველს ორშაბათს შევხვდი და მან დამიდასტურა, რომ შინჯი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს," - უთხრა ცორკმა 15 მაისს "ბილდს". ამ განცხადებამ "დორტმუნდის" ხელმძღვანელებსა და ფანებს კაგავას შენარჩუნების ბოლო იმედიც გადაუწურა.

შინჯის წასვლა "ბორუსიასთვის" სერიოზული დანაკლისი იქნება, რაზეც იაპონელის ამ სეზონში ნაჩვენები შედეგებიც მეტყველებს: კაგავა "ბორუსიას" ყველა ტურნირზე 17 გოლით და 13 საგოლე პასით შეეწია.

ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ "ბორუსია" კაგავასთვის შეთავაზებებს ამ დღეებში მიიღებს - "მანჩესტერ იუნაიტედისგან", რომლის თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი გერმანიის თასის ფინალს, პირველ რიგში, იაპონელის გამო დაესწრო.

"კიკერის" ინფორმაციით, ორშაბათს საღამოს კაგავა თავის მრჩეველ თომას კროთთან ერთად მანჩესტერში გაფრინდა, სადაც "იუნაიტედის" ბოსებთან პირველ მოლაპარაკებებს გამართავს. გერმანული მედიის ცნობით, კაგავას გადაბირებაზე ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელებიც სერიოზულად ფიქრობენ და "იუნაიტედისთვის" კონკურენციის გაწევას შეეცდებიან.

შინჯი კაგავას გაყიდვით "ბორუსია" ფინანსური კუთხით უდიდეს მოგებას ნახავს, რადგან დორტმუნდელებმა იაპონელში 2010 წელს სულ რაღაც 350 000 ევრო გადაიხადეს, ახლა კი 23 წლის ნახევარმცველის ფასი მინიმუმ 15 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა