ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება და "ბაიერნში" ტემპერატურა მატულობს
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება და "ბაიერნში" ტემპერატურა მატულობს. მიუნხენურმა გრანდმა ევროპის ელიტური საკლუბო ლიგა ბოლოს 2001 წელს მოიგო და მაშინ გუნდის ლიდერი და კაპიტანი შტეფან ეფენბერგი გახლდათ.

"ვალენსიასთან" ტრიუმფიდან 11 წლის შემდეგ 43 წლის ეფემ ჩვენს გერმანელ კოლეგებთან "ჩელსისთან" მატჩზე მისთვის ჩვეულ სტილში, ძალიან მკაცრად ისაუბრა.

ეფენბერგის მოსაზრებებიდან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შტეფანის აზრით, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას, მიუნხენურ გრანდს მომავალი სეზონისთვის აუცილებლად სჭირდება გაძლიერება.

"ჩელსის" დამარცხებით და ჩემპიონთა ლიგის მოგებით "ბაიერნს" ამ სეზონის გადარჩენა შეუძლია და წარმატება საკმაოდ რეალურია, მაგრამ არ მინდა, რომ შესაძლო ტრიუმფმა ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და ფანები ეიფორიაში ჩააგდოს, რაც დამაბრმავებელი იქნებოდა.

ბუნდესლიგამ ცხადად დაგვანახვა, რომ "ბაიერნში" რაღაც-რაღაცები შესაცვლელია, გუნდის გასაძლიერებლად გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი," - უთხრა ეფემ საინფორმაციო სააგენტო SID-ს.

შტეფანმა "ბაიერნის" ხელმძღვანელების ბოლოდროინდელი სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა: "იმ მოთამაშეებს, რომლებიც რეკორდმაისტერმა ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე შეიძინა, არაფერი დაეწუნებათ, მაგრამ ძალიან არ მომწონს ის, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები თავს ძალიან მშვიდად გრძნობენ, რაც გუნდზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

კონკურენცია ნებისმიერი ამბიციური გუნდისთვის აუცილებელია. ასე რომ, ჩემი აზრით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს ზაფხულში ბევრი საქმე ექნებათ. ძალიან მაინტერესებს, რა ნაბიჯებს გადადგამს რეკორდმაისტერი იმისათვის, რომ მომავალ სეზონში დორტმუნდის "ბორუსიას" ორწლიანი ჰეგემონია დაამხოს".

ამბიციური გრანდი მუდმივად ერთი ტაქტიკით არ უნდა თამაშობდეს

ეფეს არც ის მოსწონს, რომ "ბაიერნი" მუდმივად ერთი ტაქტიკური სქემით თამაშობს: "ისეთ ამბიციურ გუნდს, როგორიც ბავარიული გრანდია, რამდენიმე ტაქტიკა უნდა ჰქონდეს დამუშავებული და სქემის შეცვლა არა მარტო თამაშიდან თამაშამდე, არამედ უშუალოდ ერთ კონკრეტულ შეხვედრაშიც უნდა შეეძლოს.

დღევანდელი "ბაიერნი" თავისი უცვლელი 4-2-3-1-ით ყველასათვის გასაგებ ფეხბურთს თამაშობს და მოულოდნელობის ეფექტის შექმნა არ შეუძლია.

დაუშვებელია ის, რომ "ბაიერნის" მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ყველა მატჩში იმის იმედი აქვს, რომ მეტოქე გუნდის ფლანგის მცველები რობენს და რიბერის ვერ შეაჩერებენ. ტაქტიკა და სტრატეგია მოქნილი უნდა იყოს".

"ბაიერნის" ძველი "შეფი" "ჩელსისთან" ფინალისთვის ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას, როგორც მოსალოდნელი იყო, ბასტიან შვაინშტაიგერს აკისრებს - ეფენბერგს მიაჩნია, რომ რეკორდმაისტერის სული და გული სწორედ შვაინია, რომელსაც გამოცოცხლება მართებს.

კითხვაზე, არის თუ არა შაბათს გასამართი ფინალი შვაინშტაიგერის სიმწიფის უმთავრესი ტესტი, ეფემ ასე უპასუხა: "დიახ! ოდესმე ხომ უნდა მოგვევლინოს ნამდვილ ლიდერად? ფანებს, პირველ რიგში, არა რობენის ან რიბერის, არამედ სწორედ შვაინშტაიგერის იმედი აქვთ! ბასტიანი უკვე ისეთ ასაკშია, რომ დრო აღარ აქვს - სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ ლიდერია.

საინტერესოა, რამდენად მოახერხებს მოედნის ცენტრში ტემპის დარეგულირებას. შვაინშტაიგერმა "ჩელსისთან" ინტელიგენტურად და ჭკვიანურად უნდა ითამაშოს!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა