"ალიანს არენაზე" გასამართი ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი 70 ევრო ღირს, ყველაზე ძვირი კი (ლოჟაში) 3500 ევრო
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების მაღალი ფასების გამო უეფა გააკრიტიკა.

"ფასებს ჩვეულებრივი ქომაგის გადასახედიდან რომ შევხედოთ, საშინელება ხდება და ეს შეურაცხყოფაა!" - უთხრა ულიმ "ბილდს".

"ალიანს არენაზე" გასამართი ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი 70 ევრო ღირს, ყველაზე ძვირი კი (ლოჟაში) 3500 ევრო.

უეფამ "ბაიერნსაც" და "ჩელსისაც" 17 500-17 500 ბილეთი გადასცა. მოგეხსენებათ, "ალიანს არენა" ფინალზე 62 500 ფანს დაიტევს.

7 000 ბილეთი თავისუფლად გაიყიდა, დანარჩენი კი სპონსორებს გადაეცათ. "ვიცოდი, რომ ფასები მაღალი იქნებოდა, მაგრამ ამას ნაღდად არ მოველოდი," - აცხადებს ჰიონესი.

70-ევროანი ბილეთები ახლა ინტერნეტში მინიმუმ 370 ევროდ იყიდება, ხოლო 370-ევროანი ბილეთები კი, მინიმუმ, 1000 ევროდ; შავ ბაზარზე VIP-ლოჟის ბილეთები კი (მაქსიმუმ 4000 ევრო) 32 000 ევროდ ფასობს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე