კასერტაში ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია
იტალიის ქალაქ კასერტაში ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია.

ძირითად ბადეში ორი ჩვენებურია: მე-6 ნომრად განთესილი მაკა ჩახნაშვილი (201) პირველ წრეში კანადელ შერონ ფიჩმენს (205) ხვდება, ხოლო ოქსანა კალაშნიკოვა (522) ხორვატ ანა ვრლიჩს (280) ეთამაშება.

კალაშნიკოვამ საკვალიფიკაციო ბატალიები გამოიარა: მოუგო მასპინძელ ალესია კამპლონეს - 6:0, 6:2 და ვენესუელელ ადრიანა პერესს (297) - 6:4, 7:5. ოქსანა შერონ ფიჩმენთან ერთად წყვილთა ბადეში მე-2 ნომრად არის განთესილი.

ფრანგულ სენ გოდენსში 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა სოფიო შაფათავა (276).

ჩვენებურმა პირველ საკვალიფიკაციო წრეში "მშრალზე" დატოვა არგენტინელი ვერონიკა საუსედო (1193) - 6:0, 6:0. მეორეში სოფიო ვერას გახდა ბოსნიელ მერვანა იუგიჩ-სალკიჩთან (343) - 6:3, 5:7, 0:6.

ამერიკულ ლენდსვილში 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის მაგდა ოქრუაშვილი. მან პირველ წრეში უკრაინელი მარია სლუპსკა დაამარცხა - 7:5, 6:4. ქართველის მომდევნო მეტოქე ამერიკელი ლუსია ჩირიკოა. სტამბულის საერთაშორისო ტურნირის (10 ათასი დოლარი) პირველ საკვალიფიკაციო წრეში დამარცხდა თამარ ჭალაგანიძე. მან რუმინელ სიმონა იონესკუსთან წააგო - 0:6, 2:6. ფერგანაში (უზბეკეთი, 25 ათასი დოლარი) ძირითადი ბადის პირველ წრეში სოფიო ქვაცაბაია (405) მე-2 ნომრად განთესილ უკრაინელ ირინა ბურიაჩოკს (243) ხვდება.

"ორნი იტალიაში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა