81-ე ლა ლიგა დასრულდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პროფესიულმა ლიგამ უკვე დაიწყეს მზადება ახალი სეზონისთვის
81-ე ლა ლიგა დასრულდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) და პროფესიულმა ლიგამ (LFP) უკვე დაიწყეს მზადება ახალი სეზონისთვის.

გადაწყდა, რომ პრიმერადივიზიონი სტარტს 18-19 აგვისტოს აიღებს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე შარშან. წესით, გასულ წელსაც ამ დროს (20 აგვისტოს) უნდა დაწყებულიყო სეზონი, მაგრამ გაფიცვის გამო სტარტი გადაიდო.

პირველი ტურის შემდეგ პაუზა იქნება, რადგან ესპანეთის სუპერთასის მატჩი გაიმართება "რეალს", "ბილბაოსა" და "ბარსელონას" თასის ფინალურ მატჩში გამარჯვებულს შორის. სუპერთასის პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს, საპასუხო კი 30 აგვისტოს გაიმართება.

სეზონის ადრიანად დაწყება ესპანეთის ნაკრების თავკაცის, ვისენტე დელ ბოსკეს თხოვნითაა გამოწვეული. მას სურს, რომ ნაკრების წევრები 2014 წლის მუნდიალის პირველივე საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ფორმაში იყვნენ.

და იცით, ვის ხვდება ესპანეთის ნაკრები პირველად? 11 სექტემბერს თბილისში, საქართველოს ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ და ესპანეთი ერთად მუნდიალის I საკვალიფიკაციო ჯგუფში მოვხვდით. თბილისური დაპირისპირება თემურ ქეცბაიას ნაკრებისათვის მეორე ტურის მატჩი იქნება, რადგან მანამდე, 7-ში, ბელარუსს ვმასპინძლობთ.

სეზონი გაისად, 19 მაისს დასრულდება, "კოპა დელ რეის" ფინალი კი 8 მაისისთვისაა ნავარაუდევი. მოკლედ, დელ ბოსკეს სურს, რომ ქართველებთან დაპირისპირებამდე ესპანეთში მოთამაშე "ლა როხას" ფეხბურთელებს ორი ტური მაინც ჰქონდეთ გამართული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ogafa
როგორ შეშინებია ჩვენი დელ ბოსკეს.არადა რომ მოუგოს საქართველოს ნაკრებმა....
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის