დასავლეთის პირველმა გუნდმა "სან ანტონიო სპურსმა" პირველი მატჩი ჩაატარა "კლიპერსთან" სერიაში
დასავლეთის პირველმა გუნდმა "სან ანტონიო სპურსმა" პირველი მატჩი ჩაატარა "კლიპერსთან" სერიაში.

"ლეიკერსისგან" განსხვავებით, რომელიც წინა დღეს "ოკლაჰომასთან" შერცხვა, მეორე კალიფორნიულმა კლუბმა მეტ-ნაკლებად ღირსეულად ითამაშა, მაგრამ მოგების შანსი არც მას ჰქონია.

პირველ მეოთხედში "კლიპერსი" ახერხებდა ბრძოლას. ეს ბლეიკ გრიფინისა და კრის პოლის წყვილისა და რამდენიმე კარგი გარღვევის დამსახურება იყო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული მასპინძლებმა თანდათან დაიწყეს სხვაობის გაზრდა.

ამაში მთავარი წვლილი ტიმ დანკანს მიუძღვის. ისე, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში, ტიმი ამჯერადაც არ იმჩნევდა სამწამიანში მეტოქეების წინააღმდეგობას, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანის შეჩერებას აქტიურად ცდილობდნენ კენიონ მარტინი და გრიფინი. ძალიან დროული იყო გრინის ორი სამქულიანიც - ორივეჯერ სხვაობა რვა ქულამდე გაიზარდა.

შესვენების შემდეგ თამაში იგივე რიტმში მიდიოდა: "კლიპერსი" ძალების მაქსიმალური დაძაბვით თამაშობდა და ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა მეტოქეს, მაგრამ, როგორც კი კალიფორნიელების ტემპი ეცემოდა, ტექსასელები წინ მიიწევდნენ.

შესაძლოა, კრის პოლი ბოლომდე ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, "კლიპერსს" გარკვეული შანსი გასჩენოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გამთამაშებელი ისევ იტანჯება წინა სერიაში მიღებული ტრავმისგან. ამის შედეგი იყო 13-იდან 3 ჩაგდებული ბურთი, ხუთი შეცდომა და თამაშის წარმართვის ნელი ტემპი.

დამაჯერებელი გამარჯვებით "სპურსი" სერიაში წინ გავიდა, "კლიპერსმა" კი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ თავისი ძლიერი მხარეები არა ცალ-ცალკე, არამედ ერთდროულად წარმოაჩინოს. ამ სერიაში ეს კალიფორნიელთა ერთადერთი შანსია.

სან ანტონიო-კლიპერსი 108:92

29:29, 28:20, 30:23, 21:20

ს-ა: დანკანი (26+10 მოხსნა+2 დაფარება), ჯინობილი (22+3 პასი), ლეონარდი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრინი (15+6 მოხსნა+2 დაფარება), დიაო (7+12 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), პარკერი (7+11 პასი), ნილი (5), სპლიტერი (4), ჯექსონი (3+3 პასი), ანდერსონი (3).

კ: ბლედსოუ (23+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), გრიფინი (15+9 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), ბატლერი (15), იანგი (13), ჯორდანი (7+9 მოხსნა), მარტინი (7+2 დაფარება), პოლი (6+10 პასი+5 ჩაჭრა), უილიამსი (3), ფოიე (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (48.8/44.6), სამქულიანები (52/47.4), საჯარიმოები (81/69.2).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე