"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბის აქციონერებთან შეხვედრაზე თავისი გუნდის ბოლოდროინდელ პროგრესზე ისაუბრა...

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბის აქციონერებთან შეხვედრაზე თავისი გუნდის ბოლოდროინდელ პროგრესზე ისაუბრა. კერძოდ, ფრანგი სპეციალისტი ბოლო წელიწადნახევარს შეეხო, ანუ დროის იმ პერიოდს, რომელიც 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ლივერპულისგან" ნაწვნევი მტკივნეული მარცხის შემდეგ გავიდა.

"მაშინ ემანუელ ადებაიორმა გოლი გაიტანა და წესით, ნახევარფინალშიც ჩვენ უნდა გავსულიყავით, - იხსენებს ვენგერი, - თეო უოლკოტი იმხანად მხოლოდ 18 წლის იყო და ბუნებრივიცაა, რომ ჩვენი გოლის გასვლის შემდეგ ყმაწვილკაცი ყურადღებას მოადუნებდა და აბსოლუტურად დაივიწყებდა, რომ "დაჭრილი" "ლივერპული" უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვეულებრივ.

უოლკოტს ასეთი რამ 10 წლის შემდეგ რომ შეემთხვას, ის თავის ძველ შეცდომას გაიხსენებს და გატანილი გოლის შემდეგ დაცვის დასახმარებლად მოედნის საკუთარ ნახევარზე დაიხევს. აი, ესაა გამოცდილება.

დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ წინ წავიწიეთ, თანაც საფუძვლიანად. მაგალითად, იმ საღამოს გატანილი გოლის შემდეგ ჩემს გუნდში ეიფორიამ დაისადგურა, ალექსანდრ ჰლებს ვუყვიროდი, უოლკოტს პოზიცია გაუცვალე-მეთქი, მაგრამ ვის ესმოდა, ან ვინ გისმენდა...

ვიცოდი, რომ "ლივერპული" შეგვიტევდა და გოლის გაქვითვას შეეცდებოდა, მაგრამ ეს მე ვიცოდი, თორემ ჩემი ფეხბურთელები თითქოს სხვა პლანეტაზე აღმოჩნდნენ, მათი მიწაზე დაბრუნება ვერაფრით მოვახერხე.

ახლა ასეთი რამ არც შეიძლება მოხდეს. სხვა თუ არაფერი, ბიჭებს ასაკი მოემატათ, დაღვინდნენ და ემოციების გაკონტროლება ისწავლეს, გზად კი წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც დაიხვეწნენ. მოკლედ, პროგრესი აშკარაა და გუნდის დღევანდელი მდგომარეობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა