ქუთაისის "აიას" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე საკლუბო კარიერაზე კარიერაზე საუბრობს
სეზონის წინ გადახალისებულმა "აიამ" საგაზაფხულო ეტაპი კარგად დაიწყო. ქუთათურებმა გაზაფხულის ტურნირში ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

"აიას" ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც უმოკლეს დროში შეძლეს გუნდთან ადაპტაცია და მის წამყვან მოთამაშეებად ჩამოყალიბება.

ქუთაისელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ზურაბ ძნელაძე, რომელიც "აიას" ძირითადში გასულ სეზონში გამოჩნდა და მალე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.

"ტურბოს", როგორაც მას რაგბის სამყაროში მოიხსენიებენ, საკლუბო კარიერაზე ვესაუბრეთ.

- წლევანდელი სეზონი გუნდისთვის და პირადად თქვენთვისაც კარგად დაიწყო. დიდ რაგბის ორი წელია, რაც თამაშობთ და პროგრესი აშკარად გეტყობათ...

- საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ და დაუზარებლად ვვარჯიშობ. წლევანდელი სეზონი ჩემთვის წარმატებით დაიწყო.

მართალია, გაზაფხულის ტურნირის პირველი თამაში გამოვტოვე, მაგრამ მომდევნო ორი შეხვედრა "ყოჩებთან" და "ჯიქებთან" კარგად ჩავატარე და ლელოებიც გავიტანე.

პარალელურად საქართველოს 20-ლამდელთა ნაკრებში ვარ გამოძახებული, ვემზადებით მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისთვის, რომელიც ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

რაც შეეხება "აიას", საგაზაფხულო ეტაპი კარგად დავიწყეთ, ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოვიგეთ და ნახევარფინალში გავედით.

- დიდი ხანი არაა, რაც "აიას" მთავარ გუნდში ირიცხებით და უკვე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდით. არ გაგიჭირდათ გუნდში ადგილის დამკვიდრება?

- "აიას" ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი და სტილს თავიდანვე შეჩვეული ვიყავი, ამიტომ ძირითად გუნდში ინტეგრაცია არ გამჭირვებია.

მართალია, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად ვითამაშო და "აიას" გამარჯვებებში წვლილი შევიტანო. ტრავმის გამო ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა "ლოკომოტივთან" გამოვტოვე. ფეხზე ნერვის ანთება მქონდა, სერიოზული არაფერია და იმედი მაქვს მომდევნო შეხვედრები აღარ გამიცდება.

- თქვენს დადებით მხარეებზე რას გვეტყვით, რით ახერხებთ სხვებთან უპირატესობის მოპოვებას?

- უკანა ხაზის მოთამაშე ვარ და ისეთ კონდიციებში ვიმყოფები, როგორიც ამ პოზიციის მორაგბესთვისაა საჭირო. საქართველოს ჩემპიონატში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშე ვარ, მაგრამ მინდა, რომ ამ მხრივაც გავაუმჯობესო შედეგები.

- თქვენი ზედმეტსახელი, "ტურბოც", ალბათ, აქედან მოდის...

- "ტურბო" პირველმა მწვრთნელმა დავით გორდულაძემ დამარქვა და მას შემდეგ ასე მეძახიან.

- "აიადან" რამდენიმე წამყვანი მორაგბე წავიდა, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდი არ დასუსტებულა. როგორ ახერხებთ სტაბილურობის შენარჩუნებას?

- გუნდიდან დაახლოებით შვიდი ძირითადი მოთამაშე წავიდა, სამაგიეროდ, ახალი თაობა (1993 წელს დაბადებული მორაგბეები) დაწინაურდა. კარგად თამაშობენ და იმედებსაც ამართლებენ.

მაგალითად, ამ თაობის წარმომადგენელია გიორგი ფრუიძე, რომელმაც "ლოკომოტივს ორი ლელო გაუტანა და ამ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. სხვა პერსპექტიული ბიჭებიც არიან, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს გუნდს კარგი მომავალი აქვს. წლეულს ისევ მაღალი მიზნებისთვის გვინდა ბრძოლა.

ჩემპიონატსა და თასზე წარმატებისთვის ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავიღებთ, რომ რაიმე ტიტული მოვიგოთ და იმედია, გაგვიმართლებს.

- რამდენ ხანს აპირებ "აიაში" დარჩენას?

- წლეულს "აიაში" ვითამაშებ, გუნდს გაზაფხულის ტურნირსა და ჩემპიონატში დავეხმარები. შემდეგ კი, მინდა, საკუთარი ძალები საფრანგეთშიც მოვსინჯო და ამისთვის აქედანვე ვემზადები.

"ტურბო ჩართულია" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

papuna
მიდი ტურბო მიაწექი,შენ გვერდით ვართ....წარმატებები
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა