70-იან წლებში "ქალაქელები" ხშირად ახერხებდნენ ჩემპიონატში მეზობლებთან შედარებით უკეთესი შედეგების ჩვენებას
ნაწილი II

დღეს გთავაზობთ გამოცემა SportsLook-ის ჟურნალისტის, სტივ ჰორტონის სტატიის მეორე ნაწილს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებათა ისტორიაზე მოგვითხრობს. (იხილეთ ნაწილი I)

ლივერპულის ეპოქა

70-იან წლებში "ქალაქელები" ხშირად ახერხებდნენ ჩემპიონატში მეზობლებთან შედარებით უკეთესი შედეგების ჩვენებას. მეტ ბასბი უკვე პენსიაზე იყო გასული, მისი შემცვლელები კი წარუმატებლობას წარუმატებლობაზე განიცდიდნენ.

"ცისფერებმა" 1972-ში ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულეს, 3 წლის შემდეგ კი ლიგის თასი მოიგეს. 1974 წლის 27 აპრილს "ოლდ ტრეფორდზე" "იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა დენის ლოუმ "სიტის" შემადგენლობაში გადამწყვეტი გოლი გაუტანა "ეშმაკებს". ეს ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო ამ კლუბის ისტორიაში.

70-იანების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისში მანჩესტერელებისთვის არცთუ საუკეთესო პერიოდი დადგა. ეს იყო "ლივერპულის" დომინირების ეპოქა. "იუნაიტედმა" 1977 წელს მოიგო ინგლისის თასი, იმავე წელს დაეუფლა სუპერთასსაც. "სიტის" კიდევ უფრო ნაკლებად გაუმართლა. 1981 წელს მან თასის ფინალი წააგო, 1983-ში კი ელიტური ლიგიდან გავარდა.

შურისძიება დამცირების გამო

თუკი "იუნაიტედის" ფანები მხოლოდ დროდადრო ხარობდნენ წარმატებებით, მაგალითად, 1985 წლის ასოციაციის თასის მოგებით, "სიტის" გულშემატკივრობა კიდევ უფრო დაუფასებელი საქმე იყო. ის პირველ და მეორე ლიგებს შორის მიდი-მოდიოდა.

თუმცა იყო გამონათებებიც, როცა 1989 წელს "იუნაიტედი" "მეინ როუდზე" 5:1 დაამარცხეს. თამაშის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ მისთვის ეს იყო ყველაზე სამარცხვინო მარცხი კარიერაში.

90-იანებიდან მოყოლებული ინგლისში "იუნაიტედის" მეფობის ხანა დადგა. "ქალაქელებს" მხოლოდ შურით შეეძლოთ ედევნებინათ თვალი იმისთვის, როგორ მოიგო 1990 წელს მისმა მეზობელმა ინგლისის თასი, 1991 წელს თასების მფლობელთა თასი და როგორ გახდა 1993 და 1994 წლებში ინგლისის ჩემპიონი. 1994 წელს "იუნაიტედმა" თანაქალაქელს სრულფასოვანი რევანში აუღო 5 წლისწინანდელი დამამცირებელი მარცხისთვის - 5:0.

ამის შემდეგ ორი კლუბის ისტორია დიდი ხნით დაშორდა ერთმანეთს. 1996 წელს "სიტი" პრემიერლიგიდან გავარდა, "იუნაიტედმა" კი "ოქროს დუბლი" შეასრულა.

3 წლის მერე, 1999 წელს, "ქალაქელები" ინგლისის მესამე დივიზიონიდან მეორეში გადასვლას ზეიმობდნენ, "იუნაიტედი" კი ამ დროს ყველა იმ ტურნირს იგებდა, სადაც მონაწილეობდა. პრემიერლიგის ჩემპიონისა (1997, 1999, 2000) და თასის მფლობელის (1999) ტიტულებს გუნდმა "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუვიწყარი გამარჯვებაც (1999) მიაყოლა.

ფულის დინება

ყველაფერი 2008 წლის აგვისტოში შეიცვალა. სწორედ ამ წელს იყიდა "მანჩესტერ სიტი" ყატარელმა შეიხმა მანსურმა, ვისაც ახალი ფეხბურთელების შესაძენად ფული დღემდე არ ენანება. "სიტიში" ამოჰყო თავი ბრაზილიელმა რობინიომ, ვისშიც "რეალმა" 32 მილიონი ფუნტი მიიღო.

არადა, გაზეთები სამხრეთამერიკელის "ჩელსიში" გადასვლას ვარაუდობდნენ, მაგრამ მან ტრანსფერების ბოლო დღეს თავი მანჩესტერში ამოჰყო. როდესაც ფეხბურთელს ცისფერი მაისურა ეჭირა ხელთ და ფოტოებისთვის პოზიორობდა, ცოტა შეცბუნებული ჩანდა.

როგორც ჩანს, აგენტმა მას განუცხადა, რომ მისით მანჩესტერელები იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ რომელი კლუბი, არ დაუკონკრეტებია.

მიუხედავად დიდი დანახარჯებისა, "სიტის" საპრიზო ადგილებამდე ბევრი აკლდებოდა. 2009 წელს გუნდმა მეათე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი; 2010-ში - მეხუთეზე, დაუთმო რა ჩემპიონთა ლიგის საგზური "ტოტენჰემს"; ერთი წლის შემდეგ "ქალაქელებმა" 1975 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგეს - იმარჯვეს ინგლისის თასზე, თუმცა მათი გამარჯვება ისევ და ისევ "იუნაიტედის" გამარჯვების ჩრდილში მოექცა, რადგან უკანასკნელმა სარეკორდო, მე-19 ჩემპიონობა მოიგო.

ფინანსები და ფეარ პლეი

ახლა "ქალაქელები" ათწლეულების წარუმატებლობების შემდეგ დამსახურებული ტრიუმფით ტკბებიან. ჩემპიონის ტიტული მოპოვებულია, მაგრამ მისი შენარჩუნება უფრო ძნელი იქნება. სერ ალექსს ბრძოლაში იწვევდნენ "ნიუკასლი", "არსენალი", "ჩელსი" და "ლივერპული", მაგრამ საბოლოოდ ყველა მათგანი დამარცხდა.

მაშინ, როცა "სიტი" ისტორიული გამარჯვებების გზაზე დგას, შეუძლებელია, კლუბის ხელმძღვანელობას არ აშფოთებდეს ფინანსური ფეარ პლეი, რომლის შემოღებას უეფა 2015 წლიდან გეგმავს.

ანგარიში, რომელიც წინა კვირაში "დეილი ტელეგრაფმა" გამოაქვეყნა, ნათლად მეტყველებს, რომ "სიტიმ" 4 წლის განმავლობაში 930 მილიონი ფუნტი (1,157 მილიარდი ევრო) დახარჯა ტრანსფერებსა და ხელფასებში, მაშინ, როცა კლუბის შემოსავალმა სულ 365 მილიონი ფუნტი (454 მილიონი ევრო) შეადგინა.

სერიოზულ ეჭვს იწვევს "სიტის" მიერ გაფორმებული სპონსორული ხელშეკრულებაც "ეტიჰად ეარვეიზთან", რადგან ეს ფირმა აბუ დაბის მთავრობას ეკუთვნის და შესაბამისად, მისი კავშირის დადგენა კლუბის მესაკუთრეებთან ძალიან იოლია.

ძალიან იოლი წარმოსადგენია, რომ კლუბის უახლესი ისტორია, რომელიც თითქოს გაფურჩქვნის პერიოდში შედის და შთამბეჭდავი დანახარჯებით ხასიათდება, იმავდროულად, შეიძლება მისი მომავალი დიდი დაცემის წინაპირობადაც გადაიქცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს