ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მარკო ვერატი ახდენილ და ასახდენ ოცნებებზე

მარკო ვერატი ახდენილ და ასახდენ ოცნებებზე

მას შემდეგ, რაც ჩეზარე პრანდელიმ მარკო ვერატი ნაკრებში გამოიძახა, ამ მოთამაშის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა
მას შემდეგ, რაც ჩეზარე პრანდელიმ მარკო ვერატი იტალიის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, ამ მოთამაშის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა.

მარკო მხოლოდ 19 წლისაა, "პესკარაში" ასპარეზობს და უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ აღნიშნული გუნდი სერია B-ში შესანიშნავად ასპარეზობს და ელიტაში გადასასვლელად იბრძვის.

მარკო ახალგაზრდულ გუნდებში გამთამაშებლის პოზიციაზე ასპარეზობდა, თუმცა "პესკარას" მთავარმა მწვრთნელმა, ზდენეკ ზემანმა მას პოზიცია შეუცვალა და უკან დახია.

დღეს ვერატი უფრო საყრდენი, ან გნებავთ, კლასიკური ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ მეტწილად საკუთარი გუნდის იერიშების ორგანიზებით არის დაკავებული. ბევრი მას ანდრეა პირლოს ამსგავსებს, რომელმაც ასევე გამთამაშებლობიდან დაიწყო და კარლო ანჩელოტის ინიციატივით, საყრდენზე დაიწია. პირლო ვერატის კუმირია და ამის შესახებ თავად ისაუბრებს:

"პირლოს თამაშს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდები, რადგან მსურს, მისგან რაც შეიძლება, მეტი ვისწავლო.

ბოლო პერიოდში აქტიურად მუსირებს აზრი ჩემი "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მსიამოვნებს, რადგან ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, იქ ჩემი კუმირი ასპარეზობს.

თუმცა ტურინში გადაბარგებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა - მსურს, "პესკარასთან" ერთად სერია A-ში ვიასპარეზო და იქამდე სულაც ევროპის ჩემპიონატზე მოვსინჯო ძალები".

ევროპის ჩემპიონატი ცალკე სალაპარაკო თემაა და ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი ამ თემაზე განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს: "როდესაც მაცნობეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული, შოკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და კარგახანს გონს ვერ მოვდიოდი.

"სკუადრა აძურაში" ასპარეზობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა და თუ ეს ოცნება ამისრულდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ იქნება.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩეზარე პრანდელის, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა და ეს, მიუხედავად იმისა, მოვხვდები თუ არა 23-კაციან განაცხადში. ნებისმიერ შემთხვევაში, პრანდელის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის".

მარკო ვერატიმ დაახლოებით 3 წლისწინანდელი ისტორიაც გაიხსენა, როდესაც მისით "მილანის" სკაუტები დაინტერესდნენ და ხელშეკრულების გასაფორმებლად ლომბარდიის დედაქალაქში ჩაიყვანეს - მოვუსმინოთ მარკოს: "პესკარას" იუნიორთა გუნდში ვთამაშობდი, როდესაც ჩემით "მილანის" მესვეურები დაინტერესდნენ და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს.

ამ საქმისთვის ლომბარდიის დედაქალაქში ვიყავი ჩასული და უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო, როდესაც ფეხი დავკარი და "პესკარაში" დავბრუნდი. მახსოვს, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, მშობლიურ ქალაქში მინდოდა დაბრუნება ჩემს თანაგუნდელებთან, რომლებსაც დღემდე ძმებად მივიჩნევ.

რა დასამალია და იმ ღამეს ვიტირე კიდეც, დილას კი ჩემოდანი ჩავალაგე და სახლში დავბრუნდი. არ ვიცი, ოდესმე კიდევ მომეცემა თუ არა ევროპულ გრანდში გადაბარგების შანსი, მაგრამ ის გადაწყვეტილება ერთი წუთითაც არ მინანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა