პირველად, მიმდინარე პლეი ოფში, "ფილადელფია" საკუთარ მოედანზე დამარცხდა
პირველად, მიმდინარე პლეი ოფში, "ფილადელფია" საკუთარ მოედანზე დამარცხდა. დაძაბული მეორე მატჩის შემდეგ, როცა მოედანზე იყო ყველაფერი, შეტევის გარდა, გუნდებმა პირველ მეოთხედში ნამდვილი შოუ მოაწყვეს.

"სიქსერზიც" და "სელტიქსიც" არანორმალური სისწრაფით დარბოდნენ და საერთოდ დაავიწყდათ დაცვა. დაგ კოლინზის ახალგაზრდა გუნდი ამით ძალიან გაერთო და თან თავიდან ყველაფერი კარგად გამოსდიოდა.

ისევე, როგორც მეორე თამაშში, ამჯერადაც ვარდებოდა კალათში საშუალო ტყორცნები. გარდა ამისა, კევინ გარნეტმა მიიღო ორი პერსონალური და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა.

ტადეუშ იანგი, დრიუ ჰოლიდეი და ანდრე იგუოდალა მაქსიმალურად ინდომებდნენ, მაგრამ "სელტიქსი" ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა მეტოქეს. პოლ პირსმა, ტრავმის მიუხედავად, ბურთიც კი ჩატენა; რაჟონ რონდომ კი მეტოქის დაცვაში უყურადღებობა იგრძნო და შორეულ ტყორცნებს მიჰყო ხელი.

მეორე მეოთხედში "კელტები" მიხვდნენ, რომ საჭირო იყო შეტევასა და დაცვაში ბალანსის პოვნა, "სიქსერზმა" კი ამაზე უარი თქვა. ამის გამო მასპინძლები დაისაჯნენ კიდეც.

დოკ რივერსის შეგირდებმა ზედიზედ ორი გაქცევა მოაწყვეს (14:2, 14:4). კევინ გარნეტი მოედანზე დაბრუნდა და ისევ აჩვენა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა, მეორე მატჩში ჩავარდნა კი მხოლოდ გაუგებრობა იყო.

თანაც, გარნეტი, როგორც იქნა, ეღირსა მიკაელ პიეტრუსისგან და ბრენდონ ბასისგან მხარდაჭერას - მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს "ფილადელფიას" განადგურებაში.

დიდი შესვენების შემდეგ სიტუაცია მოედანზე არ შეცვლილა, უფრო სწორად, კიდევ უფრო გაუარესდა "სიქსერზისთვის". "ბოსტონის" უპირატესობა 11 ქულიდან 27-ამდე გაიზარდა. გარნეტი, პირსი და რონდო ისე იოლად ბომბავდნენ მეტოქის ფარს, თითქოს ეს ვარჯიში ან საჩვენებელი თამაში ყოფილიყოს.

იგუოდალამ და კომპანიამ ვერაფერი გააწყვეს ამ სამეულის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, შემდეგ მატჩში "ფილადელფია" უფრო ყურადღებით ითამაშებს და კარგად იგრძნობს მოედანზე რიტმისა და თამაშის ხასიათის შეცვლას.

აღსანიშნავია, რომ "ბოსტონმა" თამაშიდან სროლების რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი (51 პროცენტი) დააფიქსირა. გარდა ამისა, რონდომ და თანაგუნდელებმა 26 შედეგიანი პასი შეასრულეს და ფარქვეშ ბრძოლაში დაჯაბნეს მეტოქე (44:37), რაც დიდი იშვიათობაა "სელტიქსისთვის". სტუმრების დამაჯერებელ გამარჯვებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბურთთან აკურატული მოპყრობა.

"ბოსტონმა" მხოლოდ შვიდი შეცდომა დაუშვა, რაც მხოლოდ შვიდ ქულად აქცია "ფილადელფიამ". ამ გუნდის ცხრა შეცდომით კი "სელტიქსმა" 15 ქულა მოიპოვა. "ბოსტონმა" დაიბრუნა სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა, თან ფსიქოლოგიური უპირატესობაც აშკარად მის მხარეს იქნება.

ფილადელფია-ბოსტონი 91:107

33:28, 16:32, 17:29, 25:18

ფ: იანგი (22+5 მოხსნა), ჰოლიდეი (15+9 პასი+6 მოხსნა), უილიამსი(13+4 პასი), მიქსი (13), იგუოდალა (10), ტერნერი (4+8 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ალენი (4), ჰეიესი (4), ბრენდი (3), საილასი (2), ვუჩევიჩი (1).

ბ: გარნეტი (27+13 მოხსნა+4 პასი), პირსი (24+12 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), რონდო (23+14 პასი+6 მოხსნა), პიეტრუსი (13), ბასი (10+5 მოხსნა), ჰოლინზი (3+3 დაფარება), ალენი (3), დულინგი (2), მური (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.7/51.9), სამქულიანები (53.3/45.5), საჯარიმოები (77.3/78.6).

სერია: 1-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა