კანადის ნაკრებმა ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო მეოთხედფინალზე შორს გასვლა. არადა, მისი მეტოქე - სლოვაკეთი ამ წყვილში აშკარა აუთსაიდერად მიიჩნეოდა
მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი უდიდესი სენსაციით გაიხსნა. კანადის ნაკრებმა ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო მეოთხედფინალზე შორს გასვლა. არადა, მისი მეტოქე - სლოვაკეთი ამ წყვილში აშკარა აუთსაიდერად მიიჩნეოდა.

ჯგუფურ ტურნირზე ვლადიმერ ვუიტეკის შეგირდებმა გვარიანად ანერვიულეს ფავორიტი და დაძაბულ ბრძოლაში წააგეს - 2:3. გამონაკლისი არც 17 მაისის შეხვედრა ყოფილა.

საკმაოდ მოსაწყენი დასაწყისის შემდეგ სლოვაკებმა ანგარიშის გახსნის შანსი მიიღეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა. სამაგიეროდ, თანაბარი შემადგენლობებისას გაიტანეს - რადივოიევიჩის დარტყმა მიზანს სცდებოდა, მაგრამ ტომაშ კოპეცკიმ საჭირო მიმართულება მისცა შაიბას - 1:0.

შოკირებული კანადა კარგახანს ვერ მოვიდა გონს და მეტოქეს უპირატესობის გაზრდის საშუალება მისცა. 37 წლის ვეტერანი მიროსლავ შატანი აბსოლუტურად დაუცველი დარჩა კარის სიახლოვეს და ერთი შეხებით დაარტყა რომელიღაც მცველისგან ასხლეტილი შაიბა - 2:0.

პერიოდის ბოლომდე სლოვაკეთს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ერთი-ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, კანადამ მოასწრო ერთხელ თავის გამოჩენა - კარის სიახლოვეს არეულობაში ყველაზე კარგად ევანდერ კეინი გაერკვა - 2:1.

პირველი შესვენების შემდეგ კანადის უპირატესობა აშკარა გახდა. ებერლე, კეინი, გეტცლაფი, სკინერი ზედიზედ უტევდნენ, მაგრამ კარგი იყო სლოვაკების მეკარე ლაცო, თუმცა ერთხელ ის უძლური აღმოჩნდა, როცა მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ებერლემ ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, პასი გამოუვიდა, რომელიც სკინერმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ ფავორიტმა მცირე პაუზა აიღო და პერიოდის ბოლოსკენ ისევ გააძლიერა ზეწოლა. ჯერ ნიუჯენტ-ჰოპკინსმა ძელს გაარტყა შაიბა, შემდეგი შეტევა კი ბაროუსმა დაასრულა ზუსტი დარტყმით - 3:2!

დაწინაურების შემდეგ კანადა დამშვიდდა და მესამე პერიოდში წინ დიდი ძალებით აღარ მიდიოდა. თუმცა პერიოდის დასაწყისში კორი პერის შეეძლო ყველაფერი მოემთავრებინა, მაგრამ ზედ კარის წინ ყვანჯი შაიბას ვერ მოარტყა.

კანადელებმა თამაშის “მოკვლა” დაიწყეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე ათი წუთი რჩებოდა და ფავორიტებს ნაადრევად მოუწიათ ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი, რისთვისაც დაისაჯნენ. ერთ-ერთი კანადელი გადაცემის დროს შეცდა. ამას მოჰყვა კონტრშეტევა და ბარტოვიჩმა ტატარის პასი გამოიყენა - 3:3.

იქვე შატანმა გაარტყა შაიბა ძელს, შემდეგ კი კანადის კარის დარაჯმა უორდმა “მკვდარი” შაიბა მოიგერია იმავე ტატარის დარტყმის შემდეგ.

კანადელები ანერვიულდნენ - ნიუჯენტ-ჰოპკინსმა ორწუთიანი ჯარიმა მიიღო. შემდეგ კი გუნდი დააღალატა კაპიტანმა რაიან გეტცლაფმა - მიკუშს მუხლში ჩაარტყა და მატჩის ბოლომდე გაძევებული იქნა მოედნიდან. კანადამ ხუთი საჯარიმო წუთი მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საფინალო სირენამდე გუნდს რიცხობრივ უმცირესობაში უნდა ეთამაშა.

და სულ მალე სლოვაკეთმა მეოთხე შაიბა გაიტანა - სეკერამ დაარტყა, შაიბას კი მიმართულება ჰანძუშმა შეუცვალა - 4:3!

კანადელთა დამრიგებელი სატერი ვა-ბანკზე წავიდა, მაგრამ ხუთი-ხუთზე თამაშში მის გუნდს ძალა არ ეყო საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად.

1/4-ფინალი

კანადა-სლოვაკეთი 3:4

1:2, 2:0, 0:2

გოლები: 0:1 კოპეცკი-5 (რადივოიევიჩი-4, ჰანძუში-4), 0:2 შატანი-2 (ჰუდაჩეკი-3, სუროვი-1), 1:2 ე. კეინი-4 (გეტცლაფი-7), 2:2 სკინერი-3 (ებერლე-4, შარპი-7), 3:2 ბაროუზი-3 (რასელი-3, ლედი-4), 3:3 ბარტოვიჩი-3 (ტატარი-3), 3:4 ჰანძუში-2 (სეკერა-6).

რუსეთი-ნორვეგია 5:2

2:1, 0:1, 3:0

გოლები: 1:0 ოვეჩკინი-1 (სიომინი-1), 1:1 სკროდერი-5 (ჰანსენი-7, ტორესენი-11), 2:1 პოპოვი-4 (იემელინი-2, რიასენსკი-1), 2:2 ტორესენი-7 (ასკი-8, ჰოლოში-5), 3:2 იემელინი-2 (დაციუკი-2, სიომინი-2), 4:2 ჟერდიოვი-2 (ბირიუკოვი-2, ტერეშჩენკო-1), 5:2 ნიკულინი-2 (მალკინი-8).

აშშ-ფინეთი 2:3

0:0, 1:1, 1:2

გოლები: 0:1 იოენსუუ-1 (პილსტრიომი-1, კუკონენი-1), 1:1 პალმიერი-2 (პეტრი-3, კრები-3), 2:1 რაიანი-5 (ფოლკი-4, სმიტი-2), 2:2 მ. კოივუ-3 (ი. იოკინენი-4, ფილპულა-6), 2:3 იოენსუუ-2 (კონტიოლა-1).

შვედეთი-ჩეხეთი 3:4

1:2, 1:1, 1:1

გოლები: 1:0 ლ. ერიქსონი-5 (ზეტერბერგი-12, ფრანცენი-5), 1:1 ნედვედი-3 (ნაკლადალი-4, ნემეცი-2), 1:2 ნოვოტნი-3 (მ. მიხალეკი-2), 1:3 ერატი-3 (კრეისი-4), 2:3 ზეტერბერგი-3, 3:3 ჯ. ერიქსონი-1 (ლ. ერიქსონი-8, ლანდესკოგი-4), 3:4 მ. მიხალეკი-2.

1/2-ფინალი

19 მაისი

რუსეთი-ფინეთი

სლოვაკეთი-ჩეხეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის