"ბორჯღალოსნები" ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრებიან, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან
საქართველოს მორაგებთა ნაკრები 9 ივნისს თბილისში წლევანდელი ერთა თასის გათამაშების ბოლო მატჩში უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

მერე კი "ბორჯღალოსნები" ჩრდილოეთ ამერიკაში გაემგზავრებიან, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

"ნეკერჩხლის ფოთლების" მთავარმა მწვრთნელმა კირან კროულიმ უკვე დაასახელა იმ 27 მორაგბეს ვინაობა, რომლებიც ივნისის ტესტებზე იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ კანადელები ჩვენს გუნდთან თამაშამდე იტალიისა და აშშ-ის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

კროულიმ ნაკრებში ჩვიდმეტი ისეთი მორაგბე მიიწვია, რომლებმაც შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში იასპარეზეს.

მათ შორის გამორჩეულები არიან დი თი ეიჩ ფან დერ მერვე, ჯებ სინკლერი და კონორ ტეილორი, ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც მსოფლიოს თასის გათამაშებაში ახალი ზელანდიის ნაკრებს ორი ლელო გაუტანა.

მსოფლიოს თასზე მოასპარეზე გუნდიდან არ არიან ყოფილი კაპიტანი პეტ რიორდანი და რაიან სმიტი, რომლებმაც ბუცები ლურსმანზე დაკიდეს. დანარჩენი მოთამაშეები ან ტრავმირებულნი არიან, ანაც მწვრთნელის ინტერესს აღარ იწვევენ. კროულიმ ვაკანტური ადგილები, ძირითადად, ახალბედა მორაგბეებით შეავსო.

"ნაკრების რამდენიმე მოთამაშე რაგბის გამოეთხოვა, ნაწილი კი ტრავმირებულია. ამიტომ მომავალ ტესტებზე ზოგიერთ ახალგაზრდა მოთამაშეს გამოვცდით საქმეში. ეს შესანიშნავი შანსია მათთვის, რადგან ჩვენს ეროვნულ გუნდს ასეთი მაღალი დონის მეტოქეებთან თამაში ხშირად არ უწევს.

ბრეტ ბიკებუმი, ტეილორ არდრონი და ჯეფ ჰესლერი ის მოთამაშეები არიან, რომლებსაც პრეტენზია აქვთ კარიერაში პირველი კეპი მოიხვეჭონ. ისინი შემთხვევით არ შეგვირჩევია. მათ თავი გამოიჩინეს კანადის ახალგაზრდული და შვიდკაცა რაგბის ნაკრებებში ასპარეზობისას.

ჩვენი მიზანი არამარტო ივნისის ტესტებში გამარჯვება, არამედ გუნდის თამაშის დახვეწა და გაძლიერებაა.

მწვრთნელთა შტაბს იმედი აქვს, რომ მოთამაშეები მაქსიმალურად დაიხარჯებიან და გუნდი სასურველ შედეგს აჩვენებს.

ამ თამაშებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მსოფლიოს თასის შემდეგ კანადის ნაკრები პირველ მატჩებს გამართავს.

საინტერესოა, რა მდგომარეობაშია ამჟამად ჩვენი გუნდი, რაზე გვაქვს სამუშაო და რა არის გასაუმჯობესებელი" - თქვა კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კირან კროულიმ.

კანადის ნაკრები: რაიან ჰემილთონი, მაიკ პლეტჩი, ჰუბერტ ბაიდენსი, დაგ ვოლდრიჯი, ტომ დოლზელი, ენდრიუ ტიდმანი, ჯონ ფელანი, ტაილერ ჰოტსონი, ბრეტ ბოკერბუმი, ჯებ სინკლერი, ჩონსი ოტული, ნანიაკ დალა, აარონ კარპენტერი, ტაილერ არდრონი, შონ ვაითი, ედ ფაირჰურსტ, კონორ ბრედი, მეთ ევანსი, დი თი ეიჩ ფან დერ მერვე, მაიკ შოლცი, კონორ ტრეინორი, შონ დუკი, ჯეფ ჰესლერი, კირან ჰირნი, ფილ მაკენზი, ჯეიმზ პრიტჩარდი, ჯიმი მაკენზი.

9 ივნისი

საქართველო-უკრაინა

16 ივნისი

აშშ-საქართველო

23 ივნისი

კანადა-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა