ტურნირის საპრიზო ფონდია 100 000 ამერიკული დოლარი და სადაც 15 ჩვენებური იასპარეზებს
"ვარსკვლავთა ტურნირი" - ასე ერქვა რაპიდში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის (პრეზიდენტი - საერთაშორისო დიდოსტატი ემილ სუტოვსკი) ქალთა თასის ფინალურ გათამაშებას, რომელშიც საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის, აშშ-ის, ბულგარეთის, ლიტვის, სლოვენიის, შვედეთისა და უკრაინის თორმეტი საუკეთესო წარმომადგენელი მონაწილეობდა (შეგახსენებთ, რომ ეს შეჯიბრება "შერატონ მეტეხი პალასში" ნანა ძაგნიძემ მოიგო).

სწორედ იმ ტურნირის დღეებში გადაწყდა, რომ საქართველო კიდევ ერთ დიდ ასპარეზობას - ფიდეს ეგიდით ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკსა (რაპიდი) და ბლიცში მსოფლიოს პირველ ჩემპიონატებს უმასპინძლებდა.

მაშინ ასოციაციის პრეზიდენტმა ემილ სუტოვსკიმ გვითხრა: "დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ ჩემპიონატსაც მაღალ დონეზე, ღირსეულად ჩაატარებს. თქვენს ქვეყანას საამისოდ დიდი გამოცდილება აქვს და მაღალი დონის მოჭადრაკე ქალები გყავთ, რომლებიც მსოფლიოზეც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ".

ჩემპიონატი 31 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით ბათუმში გაიმართება. რაპიდში (დროის კონტროლი - 25 წუთს + 10 წამი) შეჯიბრება 11 ტურად მოეწყობა, ბლიცში (4 წუთს + 2 წამი) ჩემპიონსა და პრიზიორებს 15 ტური გამოავლენს.

ტურნირის საპრიზო ფონდია 100 000 ამერიკული დოლარი, საიდანაც რაპიდში პირველ ადგილზე გასული 12 000-ს, ხოლო ბლიცში გამარჯვებული 10 000 დოლარს მიიღებს.

ასპარეზობაში სხვადასხვა ქვეყნის 100-ამდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას (დღეისთვის 49 მოჭადრაკე ქალბატონია რეგისტრირებული), მათ შორის - რუსი დები: ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა და ნადეჟდა კოსინცევა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ინდოელები - ჰამფი კონერუ და ჰარიკა დრონავალი, ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - პია კრამლინგი (შვედეთი) და კატერინა ლაგნო (უკრაინა), ასევე, ანა მუზიჩუკი (სლოვენია), მსოფლიოს ჩემპიონი ჟუ ჩენი (ყატარი).

ქართველთაგან საპრიზო ადგილებისთვის 15 ქალბატონი იბრძოლებს. 12 ადგილი დაბევებული ჰქონდათ ხუთ-ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონებს - ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს, 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულებს - ნანა ძაგნიძეს, ლელა ჯავახიშვილს, სოფიკო ხუხაშვილს, მაია ლომინეიშვილს, სახელოვან დიდოსტატს, საქართველოს ქალთა ნაკრების კაპიტან ნინო გურიელს; ასევე, საქართველოს ჩემპიონებს - ბელა ხოტენაშვილს, ნინო ხურციძეს, სალომე მელიას, თვრამეტწლიანებში მსოფლიოს ჩემპიონსა და წლევანდელი საქართველოს ქალთა პირველობის ვერცხლის პრიზიორ მერი არაბიძეს, ბრინჯაოსმედალოსან ნინო ბაციაშვილს.

დარჩენილი სამი საგზურისთვის თბილისის ჭადრაკის სასახლეში 20 მაძიებელი დაუპირისპირდა ერთმანეთს.

შვიდტურიანი პაექრობების შემდეგ ხუთმა მოჭადრაკემ 5-5 ქულას მოუყარა თავი. უკეთესი კოეფიციენტით მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მაკა ფურცელაძემ, სოფიო გვეტაძემ და მირანდა მიქაძემ მოიპოვეს.

"მსოფლიოსთვის 15 ქართველი იბრძოლებს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა