უელსის ნაკრები ივნისის ტესტებზე ავსტრალიაში გაემგზავრება, სადაც "ვოლაბებს" სამჯერ დაუპირისპირდება
უელსის ნაკრები ივნისის ტესტებზე ავსტრალიაში გაემგზავრება, სადაც "ვოლაბებს" სამჯერ დაუპირისპირდება.

მანამდე კი "წითელი ურჩხულები" კარდიფში, "მილენიუმზე", "ბარბაროსებს" ეთამაშება.

უელსელთა მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი უორენ გეთლენდი ოქლენდში შვებულებაში ყოფნისას ავტოკატასტროფაში მოხვდა და ამჟამად მკურნალობას განაგრძობს. მის მოვალეობას ასისტენტი რობ ჰოული ასრულებს. მან "ბარბაროსებთან" და ავსტრალიაში გასამგზავრებელთა 38-კაციანი სია გააცხადა.

გუნდში ოთხი ახალწვეულია. ესენია: "ოსფრიზის" შუამარბი ეშლი ბეკი, "კარდიფის" გარემარბი ჰარი რობინსონი, "ჰლანეჰლის" უკანახაზელები რორი ჯოუნზი და ლიამ ვილიამსი. ჰოულიმ უელსური რაგბის ლეგენდის, შეინ ვილიამსის თხოვნა გაითვალისწინა და გუნდში მესამეხაზელი მარტინ ვილიმსიც იხმო, რომელიც "ბარბაროსებთან" მატჩში მეასე კეპს მოიხვეჭს.

საწვრთნელ შეკრებაზე არ იქნება ლი ბირნი, ვინაიდან "კლერმონს", რომელშიც ის დავით ზირაქაშვილთან ერთად თამაშობს, საფრანგეთის ჩემპიონატში პლეი ოფის მატჩები აქვს გასამართი, თუმცა ბირნი ავსტრალიურ ტურნეში გუნდს მაინც წაყვება.

ჯერჯერობით უელსელთა ბანაკში არ არიან "ოსფრიზის" მორაგბეებიც. ისინი კელტთა ლიგის ფინალის შემდეგ შეუერთდებიან გუნდს. ამ გუნდის მეტოქე აქ ირლანდიური "ლენსტერია".

"ოსფრიზს" ყველანაირად გვერდში უნდა დავუდგეთ. ეს გუნდი წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს და ძალიან კარგი შანსი აქვს, კელტთა ლიგის ფინალი მოიგოს. გუნდის ლიდერები საწვრთნელი შეკრების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე შემოგვიერთდებიან.

ძალიან გვინდა, ივნისის ტესტები "ბარბაროსებთან" გამარჯვებით დავიწყოთ. ეს შესანიშნავ განწყობას შეგვიქმნის." - თქვა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა რობ ჰოულიმ.

უელსის ნაკრები

შერკინება: რაიან ბევინგტონი, ლუკ ჩარტერის, ბრედლი დევისი, იან ევანსი, ტობი ფალეტაუ, რის გილი, რიჩარდ ჰიბარი, პაულ ჯეიმზი, გეტინ ჯენკინსი, ადამ ჯოუნზი, ალუნ ვინ ჯოუნზი, ჰორდი ჯოუნზი, რაიან ჯოუნზი, დენ ლიდიატი, კენ ოუენსი, მეთიუ რისი, აარონ შინგლერი, ჯასტინ ტიპურიჩი, ჯოშ ტურნბული, სემ ვერბარტონი, მარტინ ვილიამსი.

უკანა ხაზი: ეშლი ბეკი, დენ ბიგარი, ენდრიუ ბიშოპი, ალედ ბრევი, ალექს კატბერტი, ჯონათან დევისი, ლეიფ ჰალპფენი, ვილ ჰარისი, ჯეიმზ ჰუკი, ჯორჯ ნორსი, მაიკ ფილიპსი, რის პრესტლენდი, ჰარი რობინსონი, რის ვები, ლოიდ ვილიამსი, სკოტ ვილიამსი, ლიამ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა