ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საქართველოს ჩემპიონი: დე ფაქტო, დე იურე?

საქართველოს ჩემპიონი: დე ფაქტო, დე იურე?

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპის ბოლოსწინა ტურის მიმოხილვის ნაცვლად

არ დავმალავთ: მართლაც ერთი სული გვაქვს, ჩემპიონატი, რაც შეიძლება, მალე დამთავრდეს!

ოღონდ იმის იმედიც დავტოვოთ, რომ მომავალში მსგავსი არასდროს გამეორდება და ყველა გუნდსაც ეცოდინება (სეზონის დასაწყისი იქნება, შუაგული თუ მომავალი), რეალურად რომელ ადგილზე იმყოფება.

ჰო, მართლაც უცნაური სეზონი გვქონდა: ხან "უდროო დროს" ნალექი წამოვიდოდა, ხან ესა თუ ის გუნდი საშინაო მატჩებს სხვა ქალაქ(ებ)ში ჩაატარებდა, ხან იყო და, ზოგ შეხვედრას "სამართლიანი თამაშის" პრინციპის არაფერი ეტყობოდა. აღარაფერს ვამბობთ, ერთდროულად ორი სატურნირო ცხრილით რომ უნდა გვეხელმძღვანელა და, რაც მთავარია, ფეხბურთის თამაშთან ერთად, გარკვეული დოზით... მათემატიკური განათლებაც რომ სჭირდებოდა ყველას!

არადა, სეზონი ახალი დაწყებული იყო, ჩემპიონატის ახლებურ სისტემას მოსაწონი ვერაფერი მოვუძებნეთ და ისიც ვივარაუდეთ, რომ გადამწყვეტ ეტაპზე სერიოზული გაუგებრობებიც მოხდებოდა. ასეც არის: ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოქროს მედლების ორ პრეტენდენტს ერთნაირი ქულა აქვს და "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" სეზონი ასეთივე თანაფარდობით რომ დაასრულონ, აქ ამბები ატყდება?!.

ბოლო ტურში "ზესტაფონს" რომ "მერანის" დამარცხება არ გაუჭირდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ბევრად უფრო რთული მატჩი აქვს "მეტალურგს": მეორე ეტაპზე მართლაც ჩინებულად ათამაშებულ "კოლხეთთან" სტუმრად გამარჯვება იოლი საქმე ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ფოთელთა გუნდს არანაირი სატურნირო მოტივაცია არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა "ნიუანსებია" გასათვალისწინებელი (თუნდაც, არაობიექტური, უფრო ზუსტად, ტენდენციური მსაჯობა).

ალბათ, ამიტომაც სთხოვა ქართულ სპორტულ მასმედიას რუსთაველთა კლუბის მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ, რომ 20 მაისს ფოთში ჩასატარებელ "კოლხეთი"-"მეტალურგის" დაპირისპირებას ჟურნალისტების მაქსიმალური დაინტერესება მოჰყოლოდა.

საერთოდაც, ბოლო სამი ტურია, ცოტა არ იყოს, უცნაურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე: კომპეტენტურ და კვალიფიციურ მსაჯებად რომ მივიჩნევთ, იმ არბიტრებს, რატომღაც... მეორეხარისხოვან მატჩებზე ნიშნავენ!

თუმცა, მოდი, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ და ვისურვოთ, ბოლო ტურის ორივე "საჩემპიონო მატჩი" პატიოსან რბოლაში (პლუს, ობიექტური მსაჯობის ფონზე) რომ ჩატარდეს და ორივე ფავორიტმა რომ გაიმარჯვოს. მერე როგორ იქნება, ერთდროულად ორი ჩემპიონი გვეყოლება? ანუ "მეტალურგი" იქნება "დე ფაქტო" ჩემპიონი, ხოლო "ზესტაფონი" - "დე იურე" (ან, პირიქით).

აი, "ოქროს მატჩი" კი მართლაც უნდა გამოვრიცხოთ: ჯერ ერთი, დებულებაშიც მსგავსი არაფერი წერია და მეორეც, როდისღა უნდა ჩატარდეს, სიტყვაზე "მეტალურგი" - "ზესტაფონის" დაპირისპირება? შეგახსენებთ, რომ 26 მაისს თასის ფინალია ("ზესტაფონის" მონაწილეობით), ხოლო 29 ან 30 მაისს... წინა სეზონის (!) სუპერთასის შეხვედრაა (კვლავაც "ზესტაფონის" მონაწილეობით) დაგეგმილი. თუმცა მოვლენების მსგავსი განვითარება აშკარად ნაკლებად სავარაუდოა (უფრო ზუსტად, თითქმის გამორიცხულია) და ისღა დაგვრჩენია, 20 მაისს დაველოდოთ.

"განსაკუთრებული ფაქტები"

ერთი გუნდი ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს ასვენებს; მეორეც არანაკლებ სანახევროდ ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობს; მესამე გუნდის ფეხბურთელს უპრინციპულეს მატჩში გადამწყვეტი გოლი ისე გააქვს, მეტოქეთა მხრიდან წინააღმდეგობის იმიტაციასაც რომ ვერ დაინახავდით; მეოთხე გუნდს, ცოტა არ იყოს, საკამათო ეპიზოდში არ უთვლიან გოლს; მეხუთეგან მატჩის ჩატარების ადგილი იცვლება; მეექვსეგან მთავარი მწვრთნელი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საკუთარი სურვილით ისე მიდის, ამ გადაწყვეტილების მიზეზს არ ახმაურებს; მეშვიდეგან გინება... ვიპ-ლოჟიდან ისმის; იქვე, იმავე სტადიონზე ჩატარებულ მატჩში მსაჯობით უკმაყოფილებას წაგებულიც გამოთქვამს და... მოგებულიც, - აი, ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია ბოლოსწინა ტურთან დაკავშირებულ "განსაკუთრებულ მოვლენებსა თუ ფაქტებზე".

თუმცა ყოველივე ზემოთქმულით არც არაფერი შეიცვლება და ერთადერთი, რითაც შეგვიძლია პროტესტი გამოვხატოთ, აი, ასეთი ფორმის "ტურის სიმბოლური ნაკრებია"!

P.S. ამ ჩემპიონატის მთავარი "საფირმო ნიშანი" ხომ მრავალცხრილიანობა იყო. ჰოდა, აგერ, ბატონო, სამი (!) ცხრილი და დასკვნები თავად გამოიტანეთ...

დღევანდელი მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 27 16 4 7 37-28 52

2. ზესტაფონი 27 15 7 5 49-28 52

3. ტორპედო 27 13 6 8 31-23 45

4. დილა 27 10 7 10 36-29 37

5. დინამო 27 9 10 8 41-34 37

6. კოლხეთი 27 8 8 11 25-37 32

7. ბაია 27 5 8 14 24-43 23

8. მერანი 27 6 3 18 31-53 21

სატურნირო მდგომარეობა პირველი ეტაპის შემდეგ

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ზესტაფონი 22 17 3 2 45-17 54

2. დინამო 22 14 3 5 44-24 45

3. ტორპედო 22 13 4 5 33-19 43

4. მეტალურგი 22 9 6 7 25-26 33

5. მერანი 22 9 3 10 23-26 30

6. ბაია 22 8 4 10 21-26 28

7. დილა 22 7 5 10 29-28 26

8. კოლხეთი 22 6 8 8 19-24 26

9. ვიტ ჯორჯია 22 6 7 9 23-27 25

10. სპარტაკი 22 6 6 10 22-32 24

11. გაგრა 22 6 3 13 21-32 21

12. სიონი 22 2 6 14 13-37 12

სატურნირო ცხრილი პლეი ოფში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 13 9 2 2 19-9 29

2. დილა 13 6 4 3 20-12 22

3. ზესტაფონი 13 6 4 3 25-16 22

4. ტორპედო 13 6 3 4 14-11 21

5. კოლხეთი 13 6 2 5 17-21 20

6. დინამო 13 2 8 3 14-12 14

7. მერანი 13 2 2 9 19-30 8

8. ბაია 13 1 3 9 13-28 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!

• arti

დადეთ ცემი კომენტარებიც თკვე კოკაიას მონებოო

• ვასო

დომენტა ნა ვისილიცუ !

• Archil

მაიცათ კაცო... ეს უეფას საიტი ეს ზესტაფონის ესეც ფედერაციის ხოდა.... ვინც გაარკვევს ვინ არის ცემპიონი ის იქნება ყველაზე მაგარი :)

• giorgi

გიგა საიდან გაქ ეგეთი ინფორმაცია? წინასწარმეტყვლი ხარ?

• giga

აღარ გვინდა ამდენი სკანდალები ტყუილად თავს რას იტანჯავდ ან მკითხველს რას ტანჯავთ ან და კიდე გამბედაობაზე რო საუბტობთ ნამდვილი სახელები თქვენი დაწერეთ რაგაც ინიციალები რო გაქვთ აქ არაფერიც არ მოხდება ზესტაფონი მერანი 2-1 დამთავდება ხოლო კოლხეთი რუსთავი1-1 .ტყუილა ნერვებს ნუ იგლიჯავთ ხალხოო

• mesi

ავტორო იქნებ უეფას ოფიციალური ცხრილი დადო კიდევ მტავარი ორგანო მემგონი ეგ არის ფეხბურთისთვის და სხვა რამისთვის სხვა ორგანო იქნება ობიექტური თუ გინდა იყო ეგეც უნდა მიუთითო

• kz

თქვენ ჟურნალისტები თითქოსდა მიუკეძოებლები ხართ და მაშინ ადექით და ხმამაღლა თქვით სათქმელი __ სიმართლე ზესტაფონის მხარესაა!! მაგრამ ნახევრად სიმართლეს ამბობთ და ამიტომააცაა განუკითხაობა, ვისაც რა უნდა იმას ამბობს არავინ დასჯის და არავინ ამხელს მათ სიცრუეში

• mana

ბატონო სტატიის ავტორო აქ კიდე ერთი ცხრილი არის დასამატებელი, რომელიც სინამდვილეს ასახავს და რომელსაც უეფა აღიარებს..... მაგრამ თქვენ ჯურნალისტებს გამბედაობა არ გყოფნით რომ სიმართლე ბოლომდე თქვათ...... 20 მაისს ზესტაფონი მერანის დამარცხების შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად რა მოხდება ფოთში ჩემპიონობას აღნიშნავს

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა