"არისტოკრატთა" ახალწვეული ახალ კლუბს წარმატებას უწინასწარმეტყველებს
"ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელები "ბაიერნის" დაცვას ააფეთქებენ", - განაცხადა ლონდონელთა 23 წლის ახალწვეულმა მარკო მარინმა.

გერმანელი "ვერდერიდან" "ლურჯების" ბანაკს ახალ სეზონში მიაშურებს, იქამდე კი სურს, რომ მისმა ახალმა კლუბმა ლიგის ფინალში იმარჯვოს. ნახევარმცველმა თავისი პირველი ინტერვიუ მისცა ინგლისურ პრესას. რა თემებზე ილაპარაკა მარინმა BBC Sport-თან ქვემოთ გაეცნობით.

- ვუყურე გერმანიის თასის ფინალს, სადაც "ბაიერნის" უკანა ხაზი ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებდა. "ჩელსის" კი საკმაოდ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც მშვენივრად შეუძლიათ შეტევაში თამაში.

ვფიქრობ, რომ ამ უქმეებზე "ჩელსი" მოიგებს. დიახ, "ბაიერნმა" ძლიერად ითამაშა "რეალთან" 1/2-ფინალურ მატჩებში, მაგრამ მოგვიანებით ისინი საშინლად გამოიყურებოდნენ "დორტმუნდთან".

"რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო ფრანკ რიბერია. ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია და სულ იმის ცდაშია, რომ კარებისკენ დარტყმის საშუალება მიეცეს. არანაკლებ სახიფათოა მარიო გომესი. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მეტოქის კარზე ისიც მუდმივად დაგეშილია.

თუკი "ჩელსი" მათ განეიტრალებას შეძლებს, ეს თამაშს ერთიორად გააადვილებს. "ჩელსი" ისეთი გუნდია, რომელიც მუდმივად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაში.

ცოტა გასაკვირი იყო, რატომ ვერ ახერხებდა ის ისე ძლიერად თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში, როგორც ამას ბოლო თვეების განმავლობაში გვთავაზობდა. სწორედ ბოლოდროინდელი პროგრესის დამსახურებაა, რომ ლონდონელებმა ლიგის ფინალს უწიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა