ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მესი VS რონალდო - "პორშე" VS "ფერარი"

მესი VS რონალდო - "პორშე" VS "ფერარი"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მეგავარსკვლავმა "CNN უორლდ სპორტს" ვრცელი ინეტრვიუ მისცა
"CNN უორლდ სპორტის" სტუმარი მადრიდის "რეალის" 27 წლის პორტუგალიელი მეგავარსკვლავი კრიშტიანო რონალდო იყო.

ვრცელი ინტერვიუს შემდეგ ცნობილმა გამოცემამ საკმაოდ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა სათაურით

"კრიშტიანო რონალდო: "მესის ვჯობივარ", რომელშიც რონალდოს ფრაზებია ჩართული. თავიდანვე ვიტყვით, რომ სათაური უფრო "მყვირალაა" და მთლად ზუსტად არ ასახავს პორტუგალიელის (რომელიც, მოგეხსენებათ, თავმდაბლობით არ გამოირჩევა) აზრს, თუმცა სტატიას აქვე გთავაზობთ და თავად ნახეთ...

საბრალო რონალდო

"ეს ის ფრაზა არაა, რომელსაც ხშირად მოისმენთ, მაგრამ არ შეიძლება არ შეგეცოდოთ ადამიანურად კრიშტიანო რონალდო - "რეალის" ფეხბურთელმა ახლახან დაასრულა კარიერაში საუკეთესო სეზონი, მოიგო ლა ლიგა, მისმა გუნდმა ჩააჩოჩა ასე საძულველი "ბარსელონა", გაიტანა კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სეზონის განმავლობაში - 60 (აქედან 46 ლა ლიგაში!) და მაინც არის ერთი კაცი, რომელიც კვლავ ყურადღების ცენტრშია და არა ის - ლიონელ მესი.

არგენტინელმა ხომ უფრო მეტი გაიტანა, გერდ მიულერის ცნობილი რეკორდიც მოხსნა და ლა ლიგაში ბომბარდირის ნიშნული საოცარ რიცხვამდე, 50-მდე აიყვანა.

"ზოგი მიიჩნევს, რომ მე ვჯობნი მესის, ზოგი - პირიქით. მიდის გაუთავაბელი დისკუსია, რომელია საუკეთესო", - განუცხადა CNN-ს რონალდომ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ჩავიწერეთ, მიუნხენის "ბაიერნსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის "ალიანს არენაზე".

"ამ წუთისთვის, ვფიქრობ, მე ვარ საუკეთესო", - იცინის პორტუგალიელი.

რონალდო შეაწუხა მუდმივმა შედარებებმა არგენტინელ ფორვარდთან: "ზოგჯერ, ეს კითხვები უკვე ძალიან მღლის. ალბათ, მასაც. რადგან სხვები სულ ამაზე საუბრობენ, სულ ერთმანეთს გვადრიან, ეს ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელიცაა".

"თქვენ ვერ შეადარებთ "ფერარის" და "პორშეს", რადგან ისინი ძალიან განსხვავებულები არიან. მესი ყველაფერ საუკეთესოს აკეთებს "ბარსელონასთვის", - მე - "რეალისთვის".

"ვფიქრობ, ამით ჩვენ დამატებითი მოტივაცია გვიჩნდება, ამიტომაც ჩვენ შორის ასეთი დაძაბული დუელია ბომბარდირობისთვის ბრძოლაში. ამიტომაც "რეალი" და "ბარსელონა" საუკეთესო გუნდებია, მარტო მე და მესი კი არა, აქ ყველა ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია".

კარგი პოლიციელი, ცუდი პოლიციელი

სხვათა შორის, რონალდო მართალია - საზოგადოებას მართლაც უყვარს "კარგი და ცუდი პოლიციელის" თამაში.

შესაძლოა, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ვერც მესიმ და ვერც რონალდომ საერთაშორისო სარბიელზე ჯერ ვერ გაიბრწყინეს სათანადოდ.

მაშინ, როცა მესი ლამის წმინდანად შერაცხონ, რონალდოს იმიჯს მისი თავდაჯერებულობა (ზოგის აზრით, მეტისმეტიც) უშლის ხელს. მისი ქცევა გამოწვევია და მოწინააღმდეგე გუნდების ფანები ღიზიანდებიან.

"ხანდახან საჭიროა ნიღაბი ჩამოიფარო. შეუძლებელია, უცინო ყველას და ყოველთვის. მე ეს არ ძალმიძს. სულ სხვა პიროვნება ვარ და ხალხი არ მიცნობს. და რა საჭიროა? ამისთვის არიან ახლო მეგობრები, თანაგუნდელები. რას ფიქრობს სხვა ხალხი ჩემზე, უნდა ვაღიარო, დიდად არ მაინტერესებს".

რონალდო ამბობს, რომ მისთვის კარიერის მწვერვალი გუნდთან ერთად ტიტულის მოპოვებაა და არა ინდივიდუალური ჯილდო.

"ლა ლიგის მოგება ძალიან გამეხარდა. ეს იყო ჩემთვის პირველი საჩემპიონო ტიტული ესპანეთში. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო. სეზონი ჩემთვის ბრწყინვალე გამოდგა, საკუთარი რეკორდი გავაუმჯობესე. ლა ლიგა 100 ქულით მოვიგეთ, რაც ასევე რეკორდია. ეხუმრებით"?

"ჩემი აზრით, ესპანური პრიმერა მსოფლიოში ყველაზე რთული ლიგაა სათამაშოდ. ყველამ იცის, რა ძნელია კონკურენცია გაუწიო "ბარსელონას". ჩვენ კი ისინი დავამარცხეთ... ასე რომ, საოცარი სეზონი იყო".

ბარსას ჩრდილში?

"ბარსელონა". ეს ის აჩრდილია, რომელიც არა მარტო რონალდოს თან სდევს მუდამ, ასეთ დღეშია ჟოზე მოურინიოც.

"ქულები თავად გასცემენ პასუხს ამ კითხვას", - თქვა რონალდომ, როცა "რეალისა" და "ბარსას" დაპირისპირებაზე ვკითხეთ - "9 ქულით ვაჯობეთ, ეს კი ძალიან ბევრია. ამ სეზონში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ.

ამაში დარწმუნებული ვარ. ერთი თვის წინათ, ჩავედით ბარსელონაში და უშუალო ბრძოლაში 2:1 დავამარცხეთ.

ამის გაკეთება სხვა არავის შეეძლო. ასე რომ, ჩვენ დამსახურებული ჩემპიონები ვართ. ახლა ჩვენ ვჯობნით, მაგრამ ყოველთვის უნდა ვცეთ პატივი მეტოქეს, რადგან "ბარსელონაც" დიდი გუნდია".

ორი მოურინიო

"რეალი" ამაზე კარგ დროს ვერ გამონახავდა "ბარსელონას" ჰეგემონიის დასამხობად. ხოსეპ გვარდიოლა გუნდიდან მიდის, კატალონიელებს შემადგენლობის მხრივაც დაუგროვდათ პრობლემები. რონალდოს მიაჩნია, რომ ამ ჰეგემონიის დამხობას განსაკუთრებული მცდელობა ესაჭიროება, "რეალს" კი მესაჭედ სწორედ "განსაკუთრებული" კაცი ჰყავს.

"როგორც პიროვნება ჟოზე ძალიან უბრალო და გულღია კაცია. ჩვენ ხშირად ვხუმრობთ, ვყვებით სასაცილო ისტორიებს, ვერთობით. როგორც მწვრთნელი კი სულ სხვაა - ის ასეთი სერიოზულია და დიდი პროფესიონალი".

რონალდოსთვის საკითხი საჭოჭმანო არც არის - რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.

"ამიტომაც მოიგო ამდენი ტიტული. ტაქტიკა, დამოკიდებულება ფეხბურთელებთან, მოტივირების უნარი... რაღას ვყვები - ტიტულების რიცხვი თავად მეტყველებს ყველაფერზე. ის ყველა ქვეყანაში გამარჯვებულია, ეს კი დიდებულია. ვფიქრობ, მსოფლიოში ასეთი რამ არავის, ჰა ჰა, 2-3 კაცს შეუძლია".

ყველაზე ცუდი დღე

სეზონი იმედგაცრუების გარეშე არ არსებობს. მაშინაც კი, როცა გამარჯვებული რჩები. რონალდოსთვის ასეთი "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მარცხია. "რეალი" მე-10 ტიტულს მიუახლოვდა, მაგრამ პენალტების სერიაში წააგო. კრიშტიანო რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი.

"სიმართლე გითხრათ, ეს დღე ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო. ყოველთვის მწარეა პენალტების სერიაში წაგება. მაგრამ რა ვქნა, ამაზე დარდით შორს ვერ წავალთ. ბევრი ფეხბურთელი საერთოდ უარზეა, პენალტი დაარტყას. ჩემი კლუბისთვის ცდა არ დამიკლია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებისთვის მიგვეღწია".

ბევრისთვის საოცნებო ფინალი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის არ შედგება. ამის ნაცვლად მიუნხენში "ბაიერნი" "ჩელსის" დაუპირისპირდება. რას ფიქრობს რონალდო, რომელი გუნდი გაიმარჯვებს?

"უმეტესობას მიაჩნია, რომ "ბაიერნი" იოლად მოიგებს ფინალს. მე ასე არ ვფიქრობ".

რონალდო იხსენებს ინგლისურ კარიერას მის დაპირისპირებებს "ჩელსის" წინააღმდეგ, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.

"არ დაგავიწყდეთ, რომ "ჩელსიმ" "ბარსელონა გამოაგდო გათამაშებიდან. ეს კი ძალიან, ძალიან ძნელია.

ფინალი საინტერესო სანახავი იქნება. არ ვიცი ვინ მოიგებს, მაგრამ "ჩელსი" ძალიან ძლიერია და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. ისინი თავს კარგად იცავენ და ძალიან სახიფათო კონტრიერიშებს ახორციელებენ. "ბაიერნიც" ფანტასტიკური გუნდია, ამიტომაც ვამბობ, კარგი თამაში გველის".

12 თვის განმავლობაში ელიან ლიგის ფინალს, რომ ერთი გადამწყვეტი მატჩი მოიგონ. მიუხედავად იმისა, რომ ის საუკეთესო ლიგაში, საუკეთესო მწრთნელის ხელმძღვანელობით საუკეთესოა, 2013 წლის ფინალისთვის უნდა იბრძოლოს.

მაშ უნდა შეგვეცოდოს თუ არა კრიშტიანო რონალდო? ვფიქრობთ, ყველაფერი კარგადაა და ამის საჭიროება არ არის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს