ყველა ევრო 2012-ისთვის ემზადება, რუნი კი ლას ვეგასში აუზზე მზეს ეფიცხება და კაზინოში ლუდს მიირმევს
გერმანიის ნაკრები ევრო 2012-თვის სარდინიაზე ემზადება და ამ გუნდის ფეხბურთელები ფიზიკური ფორმის ასაკრეფად ნავების ნიჩბებს უსვამენ...

მარია ბალოტელიმ უარი თქვა "მანჩესტერ სიტის" საჩემპიონო აღლუმზე და სასაწრაფოდ გაემგზავრა იტალიის ნაკრების შეკრებაზე...

"ინგლისელი" ჰოლანდიელები უკვე ლოზანაში არიან და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

ესპანელები უკვე ერთი კვირაა ავსტრიაში გადიან შეკრებას...

ამ დროს, ინგლისის ნაკრების ფორვარდი უეინ რუნი მეუღლესთან - კოლინ რუნისთან ერთად ლას ვეგასში ჩავიდა, იქ აუზზე მზეს ეფიცხება და კაზინოში ლუდს მიირმევს.

უეინი და კოლინი მდიდრულ სასტუმრო Wynn Las Vegas-ში დაბანაკდნენ, რომელიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული.

ინგლისის ნაკრები ორშაბათს უნდა გამგზავრებულიყო ესპანეთში შეკრებაზე, მაგრამ ეს მხოლოდ გუშინ გააკეთეს. გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის "ჩელსის" ფეხბურთელები და უეინ რუნი.

არადა, ინგლისელთა ახალ დამრიგებელს როი ჰოჯსონს ნაკრების ფეხბურთელებთან ჯერ არ უმუშავია და მისთვის შეკრების დროულად დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა