"ინდიანამ" დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა კონფერენციის ფინალისკენ
"ინდიანამ" დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა კონფერენციის ფინალისკენ, იმ დროს, როცა "მაიამიმ" სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო გუშინდელი სამარცხვინო დამარცხებისგან.

მთავარი, რაც "პეისერსმა" გააკეთა იყო ის, რომ შეცვალა ტაქტიკა და პრობლემურ ადგილებზე შეუტია ფლორიდელებს.

ფრენკ ფოგელმა თავისი შეგირდების შეტევები მეტოქის სამწამიანისკენ მიმართა, სადაც დევიდ უესტსა და როი ჰიბერტს ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას. შედეგად, "ინდიანამ" ფარქვეშ ტოტალური უპირატესობა მიიღო (მოხსნები: 52-36). მაგრამ მასპინძლების შეტევები ერთფეროვანი არ ყოფილა.

მათ მოიგეს არა მხოლოდ სამწამიანი ზონა, არამედ პერიმეტრი, საიდანაც გრეინჯერი და მისი თანაგუნდელები სტაბილურად აგდებდნენ შორეულ ტყორცნებს. "ინდიანას" სნაიპერებმა 14-დან 8 შორეული სროლა გამოიყენეს, "მაიამის" კი 20-დან ოთხი ზუსტი სამქულიანი ჰქონდა.

"ინდიანასთვის" უსიამოვნო მომენტი იყო მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილი, როცა მარიო ჩელმერსმა (ის საუკეთესო მატჩს ატარებდა პლეი ოფში) კინაღამ გადამრჩენი სპურტი მოაწყო (21-ქულიანი ჩამორჩენა 11-მდე დავიდა), მაგრამ თანაგუნდელთა მხრიდან მხარდაჭერა ვერ იპოვნა და მალე თეთრი დროშა გამოფინა.

მატჩის დანარჩენ დროს კი მოედანზე იყო დამაჯერებელი და სწრაფი "პეისერსი", რომელიც შესანიშნავ გუნდურ კალათბურთს აჩვენებდა (20 პასი "მაიამის" 4 შედეგიანი გადაცემის წინააღმდეგ).

ცალკე აღნიშვნის ღირსია დუეინ უეიდის თამაში, რომელმაც პირველად თავისი სადებიუტო სეზონის შემდეგ უფრო ნაკლები ქულა დააგროვა, ვიდრე შეცდომა დაუშვა. "ფლეშმა" 11 ტყორცნიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. მთავარი პრობლემა კი დუეინის გაღიზიანება იყო. მან არა მარტო მსაჯებთან კამათი, არამედ მთავარ მწვრთნელ ერიკ სპოელსტრასთან წაჩხუბებაც მოასწრო.

"მაიამის" ზედიზედ ორი წაგების მთავარ მიზეზად კი კრის ბოშის. მის გარეშე "ჰიტის" სამწამიანი უბრალოდ დაუცველია და მეტოქეს დომინირების საშუალებას აძლევს.

რეგულარულ ჩემპიონატში ჰიბერტი ბოშთან დაპირისპირებაში საშუალოდ 10.8 ქულას აგროვებდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. ასე რომ, "ინდიანას" უმართლებს, მაგრამ ბოძებულ შანსის გამოყენებასაც ცოდნა უნდა, რასაც მოხერხებულად აკეთებს ფოგელი.

ინდიანა-მაიამი 94:75

17:26, 26:17, 26:12, 25:20

ი: ჰილი (20+5 პასი), ჰიბერტი (19+18 მოხსნა+5 დაფარება), გრეინჯერი (17+7 მოხსნა+4 პასი), უესტი (14+9 მოხსნა), ჯორჯი (9+5 მოხსნა+2 დაფარება), კოლისონი (7), ჯონსი (5), ჰენსბრო (2), ამუნდსონი (1), ბარბოზა (0+3 პასი).

მ: ჩელმერსი (25+6 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (22+7 მოხსნა+3 პასი), ენტონი (10), მილერი (6), უეიდი (5+5 მოხსნა+2 დაფარება), ტურიაფი (5+8 მოხსნა), ჯონსი (2), ბატიე (0+2 დაფარება).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.4/37.2), სამქულიანები (57.1/20), საჯარიმოები (87/72.2).

სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა