"სან ანტონიო" და "კლიპერსი" პლეი ოფის მეორე რაუნდის სერიას კი არ თამაშობენ, არამედ საჩვენებელ მატჩში იღებენ მონაწილეობას.
ტექსასში კი ყველაფერი უცვლელია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ "სან ანტონიო" და "კლიპერსი" პლეი ოფის მეორე რაუნდის სერიას კი არ თამაშობენ, არამედ საჩვენებელ მატჩში იღებენ მონაწილეობას. და ამ დაპირისპირებაში გრეგ პოპოვიჩი იდეალურ გუნდს ქმნის, "კლიპერსი" კი უბრალოდ სპარინგად ჰყავს არჩეული.

მიუხედავად ამისა, ამჯერად, პირველი მატჩისგან განსხვავებით, "სან ანტონიომ" თამაში არა პირველ, არამედ მეორე ნახევარში მოიგო.

"სპურსი", რა თქმა უნდა, თავიდანვე გაიქცა წინ, მაგრამ გარკვეული ხანი "კლიპერსის" ფარი ბურთს ჯიუტად არ იღებდა, თავის მხრივ, კი კალიფორნიელებს სამქულიანები კარგად გამოსდიოდათ (13-დან ცხრა). კრის პოლმა და კომპანიამ ერთხელ წინ გასვლაც კი მოახერხა, ოღონდ ერთი ქულით. ტექსასელებმა მალე გამოასწორეს სიტუაცია და ამის შემდეგ უკან აღარ მოუხედავთ.

როგორ არ ეცადნენ კალიფორნიელები სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ გრეგ პოპოვიჩის შეგირდები გეგმაზომიერად ზრდიდნენ უპირატესობას.

კრის პოლმა ზედიზედ მეორე უფერული მატჩი ჩაატარა. მართალია, ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა გაზარდა შედეგიანობა, მაგრამ რვა შეცდომა ასეთი დონის ოსტატისთვის მეტისმეტია. ვერ ამართლებს "კლიპერსიც" წინა ხაზი. გრიფინმა 20 ქულა დააგროვა, მაგრამ ერთი (!!!) მოხსნა მისთვის სრულ კრახს ნიშნავს.

"სან ანტონიომ" ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო. სერია ლოს ანჯელესში გადადის და შესაძლოა, იქვე დასრულდეს, რადგან "კლიპერსი" სრულიად უსუსური ჩანს ამ ბრძოლაში.

სან ანტონიო-კლიპერსი 105:88

29:21, 17:21, 32:25, 27:21

ს-ა: პარკერი (22+5 პასი+5 მოდსნა+3 ჩაჭრა), დანკანი (18+5 მოხსნა+3 პასი), დიაო (16+4 პასი), გრინი (13), ჯინობილი (10+5 პასი), სპლიტერი (9), ნილი (7), ლეონარდი (5+6 მოხსნა), მილსი (3), ბონერი (2), ჯექსონი (0+3 პასი).

კ: გრიფინი (20), ფოიე (11), პოლი (10+5 პასი), ბატლერი (9+5 მოხსნა), უილიამსი (9+2 დაფარება), იანგი (9), მარტინი (7+3 დაფარება), ევანსი (5), ჯორდანი (4+7 მოხსნა), ბლედსოუ (4).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (53.2/49.2), სამქულიანები (40/69.2), საჯარიმოები (64.7/73.9).

სერია: 2-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა