ფინალურ მატჩზე პროგნოზები ალექსანდრე ჩივაძემ, თენგიზ სულაქველიძემ და ოთარ გაბელიამ გააკეთეს
19 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და წარსულში ცნობილ ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ აზრის გამოთქმა.

ასეთი რანგის მატჩის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა არის არგუმენტები, რითაც შესაძლებელია კამათი და მსჯელობა...

ალექსანდრე ჩივაძე

- ლონდონის "ჩელსის" დისკვალიფიკაციის გამო აკლია წამყვანი ფეხბურთელები, ამავე მიზეზით დანაკარგი მიუნხენის "ბაიერნსაც" აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ "ჩელსის" დანაკარგი უფრო დიდია.

გარდა ამისა, "ბაიერნი" შინ თამაშობს და ალბათ ფინალსაც მოიგებს. ზოგადად, ფინალის შედეგის წინასწარმეტყველება საკმაოდ ძნელია.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, თუ ფსიქოლოგიურად უფრო რომელი გუნდი იქნება მზად გამარჯვებისთვის.

ასეთ თამაშებს უმაღლესი დონის შემსრულებლები იგებენ და ბევრს გადაწყვეტს ის, თუ როგორ წაუვათ თამაში არიენ რობენს, ფრენკ რიბერისა და დიდიე დროგბას.

ფეხბურთი ისე ვითარდება, არ არის გამორიცხული, რომ ამ ფინალში თამაში საკუთარ თავზე ისეთმა ფეხბურთელებმაც აიღონ, ლიდერებად რომ არ ითვლებიან.

თენგიზ სულაქველიძე

- შედეგის გამოცნობა ძნელი კი არის, მაგრამ მე უფრო "ჩელსის" ვანიჭებ უპირატესობას. დროგბას თამადობით ლონდონელებს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, რომ "ბაიერნის" დამარცხება მათთვის შეუძლებელი არ უნდა იყოს.

ისიც გასათვალისწინებელია, თუ როგორი მეტოქეები ჩამოიცილა "ჩელსიმ" ფინალამდე. კარგ სანახაობას ველი მიუხედავად იმისა, რომ ეს ფინალია.

ჩემი ვარაუდით, ორივე გუნდი აქტიური იქნება შეტევაში, "ჩამჯდარ" ფეხბურთს არც ერთი არ ითამაშებს.

ოთარ გაბელია

- ბავარიელები შინ თამაშობენ და ვფიქრობ, შანსები 60/40-ზეა მათ სასარგებლოდ. გამოცდილებას რაც შეეხება, აქაც მცირე უპირატესობა ალბათ "ბაიერნის" მხარეზეა.

გერმანული ხასიათიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა, "ჩელსიც" ძალიან მონდომებული იქნება, მაგრამ გერმანული შეუპოვრობა მაინც სულ სხვა არის.

"ბაიერნი თუ ჩელსი?" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Giorgipirweli
არა მგონია ჩელსის ბაიერნთან თამაშის მოკვლა გამოუვიდეს. ბაიერნმა, ბარსელობასგან განსხვავებით, ბურთის გორების გარდა სხვანაირი თამაშიც იცის და დაცვაში ჩამჯდარ ჩელსის გოლებს გაუტანს. ამიტომ, არა მგონია, ჩელსი მთლად დაცვაში ჩაჯდეს.
ბაიერნის გულშემატკივარი
ჩელს გულშემატკივრობს და კარგ თამაშს ელის:)) ჩელსმა შეილება გაიმარჯვოს მხოლოდ იმიტომ რომ ეს ბოლო შანსია ასაკოვანი ,,დიდი" ფეხბურთელებისათვის. მაგრამ ეს შანსია საკმაოდ მცირეა დღეს ჩელსი ისევ მოკლავს ფეხბურთს თუ ბაიერნმა ხელი არ შეუშალა. შანსები 60/25/15-ზეა გერმანელების სასარგებლოდ. ბარსასთანაც მასე იყო, მაგრამ დღეს ფინალს ჩელსი თამაშობს. ტაბლოზე ანგარიში რჩება:) თამაშის შემდეგ. კარგი ფინალი იქნებოდა ბაიერნი ბარსელონა და ბაიერნი გაიმარჯვებდა ეს იქნებოდა გირსეული ფინალი და დიდი გამარჯვება.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა