მთავარი ინტრიგა, რაღა თქმა უნდა, ფოთსა და ზესტაფონში ჩასატარებელ მატჩებს ახლავს
ცხრათვენახევრიანი მარათონი სრულდება: პლეი ოფის ხვალინდელი ოთხი მატჩი საქართველოს ჩემპიონსაც გამოავლენს და იმ გუნდების ვინაობასაც შევიტყობთ, ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე რომ იასპარეზებენ.

მთავარი ინტრიგა, რაღა თქმა უნდა, ფოთსა და ზესტაფონში ჩასატარებელ მატჩებს ახლავს: "კოლხეთი" - "მეტალურგის" და "ზესტაფონი" - "მერანის" შეხვედრების შემდეგ გაირკვევა, რუსთაველები იზეიმებენ მესამე საჩემპიონო ტრიუმფს თუ ზედიზედ მეორედ ზესტაფონში იქნება ფოიერვერკები და შამპანურის ბათქა-ბუთქი...

..."ლელოს" გუშინდელ ნომერშიც ვწერდით ("ჩემპიონი: დე ფაქტო, დე იურე?") იმ, ცოტა არ იყოს, კურიოზულ სიტუაციაზეც, ბოლო ტურის წინ რომ არის შექმნილი.

ანუ, წინასწარ მართლაც ძნელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" ჩემპიონატი ერთნაირი ქულებით რომ დაამთავრონ. თუმცა, როგორ გგონიათ, ჩემპიონატის ბოლო ტურს მხოლოდ ეგ ინტრიგა შემორჩა?

მოგეხსენებათ, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე ოთხი ქართული გუნდი იასპარეზებს: ერთი - ჩემპიონთა ლიგაზე, სამიც - ევროპის ლიგაზე.

ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდი "ზესტაფონი" იქნება ან "მეტალურგი", შესაბამისად ამ ორიდან ერთ-ერთი (როგორც მეორეადგილოსანი), ქუთაისის "ტორპედოს" (მესამე ადგილს ვერავინ შეეცილება) "შეუამხანაგდება" და ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.

აი, რაც შეეხება მესამე გუნდს, აქაც საინტრიგო "დაგვიტოვეს": "ზესტაფონის" ჩემპიონობის შემთხვევაში ევროპის ლიგის საგზურს ავტომატურად გორის "დილა" ინაღდებს (როგორც თასის ფინალისტი), აი, ჩემპიონი თუ "მეტალურგი" გახდება, მაშინ უკვე სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილს მართლაც "საერთაშორისო ფასი" დაედება! ანუ, ამ შემთხვევაში "დილას" უმოტივაციო "ტორპედოს" დამარცხება მართებს, თორემ დიდი შანსია, რომ "დინამომ" გადაასწროს და ევროტურნირებზეც სწორედ თბილისური გუნდი გავიდეს.

ოღონდ, "დინამოს" მაინც არ ექნება განაღდებული ევროპის ლიგის საგზური: ამისათვის თასის ფინალს უნდა დაელოდონ და "ზესტაფონს" უქომაგონ!

ოღონდ, მოვლენების მსგავსი განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, ჩემპიონი თუ "მეტალურგი" გახდება.

მოკლედ, ამ სეზონს რასაც ვერ "წავართმევთ", ეს - ინტრიგაა. თუმცა XXIII ჩემპიონატს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ გამორჩეულსა და განსაკუთრებულს; ეგ კი არა, ჯერჯერობით არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" ჩემპიონატი ერთნაირი ქულებით რომ დაამთავრონ!

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ეტაპი. ბოლო ტური

პლეი ოფი

20.05. ფოთი. ფაზისი. 17:00

კოლხეთი-მეტალურგი

20.05. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 17:00

ზესტაფონი-მერანი

20.05. ქუთაისი. ტორპედო. 17:00

ტორპედო-დილა

20.05. თბილისი. დინამო არენა. 17:00

დინამო-ბაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
გილოცავთ ჩეპიონი ზესტაფონიააა
tirana
უკვე დავიბენი, ჩემს გულშიც ვერ გამირკვევია ვინ უნდა გახდეს ჩემპიონი, ერთის მხრივ დებულებაში წერია "ჩემპიონატში" მეტი მოგება და ეს აშკარად ზესტაფონის სასარგებლოდაა, მაგრამ მანდვე წერია რომ ანულირდება ზედა 8 გუნდში ვერ მოხვედრილებთან ნათამაშევი შედეგები, ეს მეტალურგის წისქვილზე ასხამს წყალს.... თუმცა დებულება ერთი მთლიანი დოკუმენტია და მისი ყველა დებულების შეჯერებით უფრო(და არა ცალსახად) კანონიერი მეტალურგის ჩემპიონობა იქნება, მიუხედავად იმისა რომ ამას თამაშის მიხედვით ზესტაფონი მეტად იმსახურებს, ე.წ "ოქროს მატჩი" წესით უნდა გამოირიცხოს რადგან დებულება ამას საერთოდ არ ითვალისწინებს!
T
,შუშანიკის დროიდან" ჩვენს ჩემპიონატში ასეთი რამ არ მომხდარა. ვაი ჩვენს პატრონს საცოდავს ეროვნული ჩემპიონატიც ქვეყნის სამასხრო გაგვიხადეს. წარმომიდგენია რას გვაშაყირებენ ჩვენი არაკეთილმოსურნეები!
dato
ჩეპიონი ზესტაფონიაააააააააააააააა
Tornike
ბიჭებო, აღარ დავეძებ ვინ გახდება ჩემპიონი, ოღონდ საქვეყნოდ გამოჭენებას გადავურჩეთ (ქართველებს ვერ გაურკვევიათ ჩემპიონი ვინ ჰყავთო) და მეტი აღარაფერი მინდა
tezu
მოკლედ, ამ სეზონს რასაც ვერ "წავართმევთ", ეს - ინტრიგაა. და ესაა მთავარი - რამდინი ხანია (ალბათ 20 წელია) კლუბების თამაშის ნახვის და მითუმეტეს, წასვლის სურვილი არ მქონია. ამ ჩემპიონატტს კი ბოლო 3 -4 თვეა დიდი ყუადებით (და სიამოვნებითაც) ვადევნებ თვალს. თამაშით ყველაზე კაგად ზესტაფონი თამაშობს, მე დინამოს ვგულშემატკივობ (1975 წლიდან), ჩემპიონობის ისი კი ალბათ ტოპედოა - იმიტომ ომ მის თამაშზე ყველაზე მეტი მაყურებელი დადის.
giorgi
თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი ზესტაფონია, გასაგებად წერია დებულებაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პირველ ადგილზე ისაა "ვინც ჩემპიონატში მეტი მოგება დააგროვა" ფედერაცია ერთს წერდა მეორეს გულისხმობდა ეგრე სადაა, ეს მათ არაპროფესიონალიზმზე უთითებს
irakli
მართალია დებულებაში "ოქროს მატჩის" შესახებ არაფერია არ წერია, მაგრამ რა პრობლემაა, ახლა ჩაამატებენ მაინც ისე ცვლიან როგორც უნდათ:@:@:@:@:@
Tornike
თუ ერთნაირი ქულებით დაამთავრეს ზესტაფონმა და მეტალურგმა სეზონი, და დავა გაგრძელდა, მაშინ არის ერთი შესაძლო გამოსავალი - დამატებითი მატჩი ამ გუნდებს შორის და გამარჯვებული გახდება ჩემპიონი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა