ლონდონის "ჩელსიმ" 19 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" 1:1 (პ. 4:3) დაამარცხა
ლონდონის "ჩელსიმ" 19 მაისს მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ძირითადი დრო ფრედ დასრულდა: 82-ე წუთზე "ბაიერნი" თომას მიულერმა დააწინაურა, მეორე ტაიმის დასრულებმადე ერთი წუთით ადრე კი საპასუხო გოლი დიდიე დროგბამ გაიტანა. დამატებით დროში გუნდებს გოლები არ გაუტანიათ, პენალტების სერიაში კი "ჩელსიმ" 4:3 გაიმარჯვა.

სამი დარტყმის შემდეგ "ბაიერნი" 2:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ თერთმეტმეტრიანები ივიცა ოლიჩმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა ვერ გაიტანეს. "ჩელსის" გამარჯვების გოლი დიდიე დროგბამ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "ჩელსიმ" ინგლისის თასი მოიგო, ინგლისის ლიგის თასის გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ინგლისის ჩემპიონატში კი მეექვსე ადგილი დაიკავა.

ინგლისის ოთხგზის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალში აქამდე მხოლოდ ერთხელ - 2008 წელს იყო გასული. მაშინ მოსკოვში რომან აბრამოვიჩის კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ფერნანდო ტორესი: ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ ეს შევძელით

რობერტო დი მატეო: არ ვიცი რა მელის მომავალში, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ

ივიცა ოლიჩი: არ აქვს მნიშვნელობა დაიმსახურა თუ არა ლონდონის "ჩელსიმ" ეს გამარჯვება

ჯონ ტერი: სათვალავიდან ყველამ ნაადრევად ჩამოგვწერა

დიდიე დროგბა: ეს ლონდონის "ჩელსის" სულისკვეთებაა

თომას მიულერი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი საუკეთესო გუნდს არ მოუგია

არიენ რობენი: საშინელი საღამო იყო

ფრენკ ლემპარდი რობერტო დი მატეოს აქებს

ული ჰიონესი: დაუჯერებელია, რომ ვერ მოვიგეთ

ფრანც ბეკენბაუერი: ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის მოგება დაიმსახურა

რაფაელ ბენიტესი: ლონდონის "ჩელსის" "ქურქშიც" ვყოფილვარ და მიუნხენის "ბაიერნისაც"

მატიას ზამერი: თუ ფეხბურთის მომავალი ისე გამოიყურება, როგორც ”ჩელსი”, ეს კატასტროფაა

მანუელ ნოიერი: თამაშის მიხედვით ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ლონდონის "ჩელსი" მოიგებდა

beqa
კარგით ხალხო რადგან ჩელსის არ გულშემატკივრობდით ახლა ნუ გაასწორეთ მიწასთან.როგორ სამივე თამაშში მარტო გაუმართლა და მეტი არაფერი?გუნდს რაც შეუძლია იმას აკეთებს.ზოგი დაცვით ფეხბურთს თამაშობს და ზოგი თავდასხმაზეა ორიენტირებული,ვისცა რა შეუძლია იმის ფარგლებში.ამაში გასაკვირი არაფერია...ჩელსიმ აშკარად დაიმსახურა ეს გამარჯვება,არა იმიტომ რომ ლამაზი ფეხბურთი ითამაშა,არამედ იმიტომ რომ თავისი თამაში იპოვა და მოწინააღმდეგე არ ათამაშა ისე როგორც მათ უნდოდათ.არ გინახავთ ჩელსის თამაში როცა თავდასხმაში იყო და საკმაოდ ლამაზად თამაშობდა?ბარსელონასთან და ბაიერნთან კი ჩელსს თავდასხმაში შანსი არ ჰქონდა.ამიტომ ითამაშა ის რაც შეეძლო. ისე მე ჩელსის გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ ეს გუნდი მაინც იმსახურებს ჩემს სიმპატიებს რამდენიმე მიზეზის გამო და თქვენ ვის გულშემატკივრობდით ბარსას ხომ არა?
GIA
თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ზამერის აზრს. ჩელსი არის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უღირსო და ამავე დროს იღბლიანი ჩემპიონი. ჯერ იყო და ნაპოლის როგორ დაუძვრა კლანჭებიდან, მერე ბარსელონას და ბოლოს ბაიერნს. სამჯერ გაუმართლა ზედიზედ. ასეთი რამე ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. ინგლისის ჩემპიონატში კი იმ ადგილზე გავიდა რაც ეკუთვნის. ფეხბურთი იმ გზით არასდროს არ განვითარდება რასაც ჩელსი თამაშობს!
Giorgipirweli
ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდს რომ პირველიდან ბოლო წუთამდე დრო გაყავს, როგორ შეიძლება ის გუნდი გამარჯვებული გახდეს. არ მიყვარს, როცა ასეთი არაფეხბურთის მოთამაშე გუნდები რამეს იგებენ
zura
ანტიფეხბურთის თამაშითაც შეიძლება თურმე ჩემპიონი გახდე...
DINO_ZAUR
ფუუ, რააა, სპორტსჰიც ყველაფერი გამართლებაზეა...
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის