<p>მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მისეულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა <br> მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა ივიცა ოლიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მისეულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი ლონდონის "ჩელსისთან" მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში დამარცხდა.</p><p>"ეს, რა თქმა უნდა საშინელი გრძნობაა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შეხვედრის მსვლელობას ჩვენ ვაკონტროლებდით. საკმაო რაოდენობის მომენტი შევქმენით და საქმე პენალტების სერიამდე არ უნდა მიგვეყვანა, მაგრამ ეს ფეხბურთია. კონცენტრაციის შენარჩუნება ვერ შევძელით და შედეგად "ჩელსიმ" გაიმარჯვა. ახლა არ აქვს მნიშვნელობა, დაიმსახურეს ლონდონელებმა ეს გამარჯვება თუ არა. ისინი გამარჯვებულები არიან და უნდა მივულოცოთ.</p><p>მათ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. როდესაც 0:1-ს აგებდნენ მთელი ძალები შეტევისკენ მიმართეს და გოლი კუთხურის შემდეგ გაიტანეს. ძალიან სამწუხაროა. ორი წუთის მოთმენაღა იყო საჭირო, რათა ძირითად დროში გამარჯვება მოგვეპოვებინა, "ჩელსის" კი შეტევაში იქამდე არაფერი შეუქმნია. შემდეგ იყო ის კუთხური და გოლი. დღეს არ გაგვიმართლა, მაგრამ "ჩელსის" უნდა მივულოცოთ", - თქვა ოლიჩმა თამაშის შემდეგ.</p>
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა