გადამწყვეტი მატჩი 21 მაისისთვის გადმოიტანეს და ის თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება
რომში მამაკაცებს შორის ნახევარფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს შორის გაიმართა.

გრუნტზე ამ ჩოგბურთელთა გზები აქამდე ოთხჯერ გადაიკვეთა, მათ შორის 2009 წელს რომის მასტერსზე, სადაც უფრო ძლიერი სერბი აღმოჩნდა.

ბოლო ხუთ მატჩში ნოვაკზე ერთადერთი გამარჯვება კი შვეიცარიელმა სწორედ ამ საფარზე მოიპოვა - 2011 წლის როლან გაროსზე. საერთო ჯამში კი ფედერერი ურთიერთშეხვედრებში დამაჯერებლად იგებდა - 14:10.

თუმცა ამ ნახევარფინალის დიდ ნაწილში უპირატესობას სწორედ ნოვაკი ფლობდა, რომელიც სოლიდურად გამოიყურებოდა უკანა ხაზზე და შესანიშნავად აწვდიდა. მან უკვე მესამე გეიმში გააკეთა ბრეიკი და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მისცა.

საინტერესო ის არის, რომ ფედერერი აქტიურობით არ ჩამორჩებოდა ჯოკოვიჩს. შვეიცარიელის შეტევები უფრო სახიფათო იყო, მაგრამ როჯერი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა.

მეორე სეტშიც მას ძალიან უჭირდა საკუთარი გეიმების აღება და ბოლოს ისევ თავისი შეცდომების ხარჯზე წააგო საკუთარი მოწოდება 3:3-ზე. თითქოს მატჩი ცოტა ხანში ნოვაკის დამაჯერებელი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოულოდნელად ფედერერმა თავისი თამაში იპოვნა და მატჩბოლის მოგერიების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.

მაგრამ ეს მსოფლიოს მეორე ნომრის ბოლო წარმატება იყო. მან ჯერ კიდევ ერთი ბრეიკის აღების შანსი დაკარგა, შემდეგ საკუთარი მოწოდება წააგო ტაი-ბრეიკზე და სიტუაცია ვეღარ გამოასწორა - 2:6, 6:7(4).

მეორე ნახევარფინალში ძველი მეტოქეები - რაფაელ ნადალი და დავიდ ფერერი ხვდებოდნენ. ბოლოს ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, ბარსელონას ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ ფერერი თითქოს თამაშში არ ჩამორჩებოდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ ფსიქოლოგიურად დათმო შეხვედრა.

დავიდს პირველი პარტიის აღების შანსი ჰქონდა, მეორეში კი დიდი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია რაფას.

დაახლოებით იგივე მოხდა რომში. ფედერერმა უკეთ დაიწყო და აშკარად უგებდა რაფაელს, მაგრამ, როგორც კი ბრეიკი გააკეთა, რატომღაც მაშინვე უკლო თამაშს. ნადალმა კი გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ტაი-ბრეიკის თამაში მაინც მოუწია.

წელს მე-13 გეიმების მოგების უკეთესი პროცენტი ფერერს აქვს, მაგრამ ამჯერადაც დათმო ტაი-ბრეიკი და ამის გამო ისე განაწყენდა, რომ მეორე პარტია 0:6 წააგო.

ასე რომ, რომის მასტერსზე განმეორდა შარშანდელი ფინალი, ოღონდ გუშინ მისი ჩატარება არ მოხერხდა, რისი მიზეზიც წვიმა გახდა. გადამწყვეტი მატჩი დღეისთვის გადმოიტანეს და ის თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.

Internazionali BNL d'Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 168 500 დოლარი

1/2-ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-დავიდ ფერერი (ესპ, 6) 7:6(6), 6:0; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 6:2, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე