ჩვენმა კონკურენტმა, ესპანეთის ნაკრებმა, 19 მაისს მოსკოვში რუსეთის ეროვნულ გუნდთან 37:41 წააგო
ერთა თასის წლევანდელი გათამაშება დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ნაკრებს ერთი შეხვედრაღა დარჩა გასამართი შინ უკრაინის ეროვნულ გუნდთან, რომელიც უიმედო აუტსაიდერია და მომავალი წლიდან ერთა თასზე ადგილს ბელგიის ნაკრებს დაუთმობს.

მანამდე კი ერთა თასის გათამაშების მოსაგებად "ბორჯღალოსნებს" უკრაინასთან ნებისმიერი ანგარიშით მოგება სჭირდება, ვინაიდან ჩვენმა კონკურენტმა, ესპანეთის ნაკრებმა, შაბათს მოსკოვში რუსეთის ეროვნულ გუნდთან 37:41 წააგო.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასეთი მცირე სხვაობის მიუხედავად, უპირატესობას მატჩის უმეტეს დროს რუსები ფლობდნენ. პირველი ტაიმი მათ 15 ქულის სხვაობით, 21:5 მოიგეს. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო უმატეს თამაშის ტემპს და 58-ე წუთისთვის სხვაობა 22 ქულამდე გაზარდეს - 38:16.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში მასპინძლებმა მხოლოდ სამი ქულა შემატეს მონაგარს, მაშინ, როცა ესპანელებმა სამი ლელოს გატანა მოახერხეს. შედეგად, მარცხის მიუხედავად, "ლომებმა" ორი პრემიალური ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში დღესდღეობით პირველ ადგილზე არიან.

ცხადია, საქართველოს ნაკრებს უკრაინელთა ძლევა არ გაუჭირდება, რაც პირინეელებს მეორე საფეხურზე დააქვეითებს. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელების მიერ ნაჩვენები ეს შედეგი "ლომებისთვის" უდავოდ დიდი წარმატებაა, რადგან ბოლო წლებში ისინი ოთხეულშიც ვერ ხვდებოდნენ.

ამრიგად, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, ინგლისში გასამგზავრებელი საგზურის მოპოვების ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება.

რუსებთან მატჩში ესპანელთა რიგებში ითამაშა ქართული წარმოშობის შერკინების ბურჯმა დავით გურგენიძემ.

მასპინძელთა გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე არ გამოჩენილა ვალერი ცნობილაძე.

შეგახსენებთ, რომ ერთა თასის გათამაშების ბოლო მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის 9 ივნისს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გაიმართება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.

რუსეთი-ესპანეთი 41:37

რუსეთი (15-9) კლუჩნიკოვი, არტემევი, ტრიშინი, მაკოვეცკი, ოსტროუშკო, კუშნარიოვი, შაკიროვი (რიაბოვი 76). (1-8) ვოლკოვი (პოპოვი 69), კორშუნოვი, იგრეცოვი, ანტონოვი (ვოიტოვი 60), კულემინი, ტემნოვი (გარბუზოვი 62), ფატახოვი, გრესევი.

სინბინი: ოსტროუშკო

4ლ: არტემევი (2), ანტონოვი, ოსტროუშკო. 5ს,3გ: კუშნარიოვი.

ესპანეთი (15-9) პელუკონი, ასკარატი, გარსია (ნავა 50), ბლანკო, ლაბადია, მალი (სანჩესი 47) აისტერანი. (1-8) ლაბე (ფიპსი 54), როფე, გურგენიძე, პარკერი (ხატჩისონი 60), ლაიონი, გერერო, ბარერა. როხა.

4ლ: ასკარატი (2), ლაბადია, ბლანკო. 4გ,3ს: პელუკონი.

მსაჯი: ენდრიუ მოლი (ინგლისი).

2012 წელი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 3 0 2 +33 16

2. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16

3. საქართველო 4 3 0 1 +70 15

4. რუსეთი 5 3 0 2 -47 14

5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7

6. უკრაინა 4 1 0 3 -123 5

ორი წლის ჯამი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 9 8 0 1 +203 37

2. რუმინეთი 10 6 0 4 +194 32

3. ესპანეთი 10 5 0 5 -50 26

4. რუსეთი 10 5 0 5 -45 25

5. პორტუგალია 10 4 0 6 -15 21

6. უკრაინა 9 1 0 8 -287 5

ერთა თასი. 9 ივნისი

საქართველო-უკრაინა

უკრაინას ნებისმიერი ანგარიშით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Shota
წელს ხომ ოთხი თამაში აქვს სულ და აქედან თუ სამი მოიგო ორს როგორ წააგებდა?
tolo
ხო შეცდომაა თორემ ორი წლის ჯამში თუ ერთი წაგება აქვს წელს ორი როგორ ექნება.....
uCa
ჩვენ ნაკრების წაგებების რაოდენობა ერთია და ცხრილში შეცდომით წერია ორი ხო ალბათ?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა