ანგარიში ედინსონ კავანიმ თერთმეტმეტრიანით გახსნა, მატჩის საბოლოო შედეგი კი მარეკ ჰამშიკის გასროლით დაფიქსირდა
მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს უკვე გასრულებული სეზონი "იუვენტუსის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო "ნაპოლი" მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა, იტალიის თასის ფინალში უმეტესობა უპირატესობას სწორედ ნეაპოლურ გუნდს ანიჭებდა.

დიახ, ყველა ლოგიკით უფრო სუსტი გუნდი ლამის ფავორიტად იყო შერაცხული და ამას ჰქონდა კიდეც ობიექტური მიზეზები - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნეაპოლელთა ბოლო წლების პროგრესმა ერთი ტიტული ნამდვილად მოამწიფა და ეს ტიტული სწორედ "კოპა იტალია" აღმოჩნდა.

თანაც, "ნაპოლის" სწორედ გადამწყვეტი, დიდი მატჩების თამაში ეხერხება და ფინალში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თამაშის დეტალურ მიმოხილვას მოგვიანებით გაგაცნობთ, ახლა კი მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მომენტები ორივე კართან შეიქმნა. თუმცა უფრო მწვავედ მაინც სამხრეთელები უტევდნენ და შედეგად, ორი გოლიც გაიტანეს - ანგარიში ედინსონ კავანიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, შეხვედრის საბოლოო რეზულტატი კი მარეკ ჰამშიკის გასროლით დაფიქსირდა...

"ნაპოლიზე" იტალიის თასი ნამდვილად ალალია.

იტალიის თასი. ფინალი

იუვენტუსი-ნაპოლი 0:2 (იხილეთ ვიდეო)

იუვენტუსი (4-3-3): სტორარი - ლიხტშტაინერი (68. პეპე), ბონუჩი, ბარცალი, კასერესი - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - ესტიგარიბია, დელ პიერო (68. ვუჩინიჩი), ბორიელო (73. კვალიარელა).

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო, კამპანიარო - მაჯო, ინლერი, ცუნიგა, ჯემაილი - ჰამშიკი (86. დოსენა), ლავეცი (73. პანდევი) - კავანი (90. ბრიტოსი).

გოლები: 0:1 კავანი (63-პენ.), 0:2 ჰამშიკი (83).

გაფრთხილება: სტორარი, მარკიზიო, ბორიელო - დე სანკტისი, კანავარო, ჯემაილი.

გაძევება: კვალიარელა (90. იუვენტუსი).

მაყურებელი: 70 000

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ანტონიო კონტე: არადა შეგვეძლო სეზონი წაგების გარეშე დაგვესრულებინა

ვალტერ მაძარი: ტურინის "იუვენტუსის" დამარცხება წარმოუდგენელი ჩანდა

ედინსონ კავანი: იტალიის თასის მოგება დავიმსახურეთ

ალალია, "ნაპოლი" თასის მფლობელია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა