ჩემპიონატის მე-7 ტურში თეთრებმა ექვსივე პარტია მოიგეს
საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნულ ჩემპიონატში 19 მაისს დასვენების დღე იყო. ამიტომ ასპარეზობის იმ მონაწილეებს, რომლებსაც მე-7 ტურში თეთრებით უნდა ეთამაშათ, სასურველი დებიუტის შესარჩევად მეტი დრო და საშუალება ჰქონდათ.

მათაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს - ექვსივე პარტია მოიგეს. კვლავ იყოჩაღა ტურნირის რეიტინგფავორიტმა ბაადურ ჯობავამ - საქართველოს ნაკრების წევრ ლევან ფანცულაიას აჯობა და გათამაშების ცხრილში შვიდი შესაძლებლიდან მეექვსე გამარჯვება ჩაიწერა (ერთი ყაიმიც აქვს).

ლიდერს კვლავ კვალში მიჰყვება ახალგაზრდა ოსტატი ლუკა პაიჭაძე, რომელმაც 47-ე სვლაზე ზურაბ ჯავახაძე დაამარცხა.

წარმატებას მიაღწია საქართველოს ჩემპიონმა დავით ზარქუამ - მორიგი ქულის ასაღებად მას დავით ლომსაძესთან 36 სვლა ეყო.

ზედიზედ ექვსი ყაიმის შემდეგ პირველი პარტია წააგო დავით არუთინიანმა - შავებით მერაბ გაგუნაშვილს დანებდა.

გრაფაში ისევ ნული ჩაიწერა ივერი ჭიღლაძემ - ამჯერად ირაკლი ბერაძემ დაჯაბნა. კონსტანტინე შანავამ გიგა ყუფარაძის წინააღმდეგობის დასაძლევად 26 სვლა იკმარა.

შვიდი ტურის შემდეგ: ჯობავა - 6,5, პაიჭაძე - 6, ზარქუა, გაგუნაშვილი -5-5, შანავა - 4,5, ჯავახაძე - 3,5, არუთინიანი, ბერაძე - 3-3, ყუფარაძე, ლომსაძე - 2-2, ფანცულაია - 1,5, ჭიღლაძე - 0 ქულა.

ჩემპიონატის დამთავრებამდე 4 ტური დარჩა.

დასვენებამ თეთრებს არგო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა