გიორგი შაშიაშვილი: "ბოლო ექვსი თვეა, "ერგოტელისში" ხელფასი არ ამიღია და კონტრაქტი გავწყვიტე"
გიორგი შაშიაშვილი ბერძნულ "ერგოტელისში" 2009 წლიდან თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, 32 წლის უნივერსალმა მცველმა ახლა გუნდის შეცვლა გადაწყვიტა და ბერძნულ კლუბს დაემშვიდობა.

"ეკონომიკურმა კრიზისმა ბერძნულ ფეხბურთზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მაგალითად, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრამდე ათენის აეკ-ის ფეხბურთელებს 5 თვის ხელფასი არ აეღოთ.

ასე იყო სხვაგანაც. მხოლოდ "ოლიმპიაკოსს" არ უჭირს, სადაც აქციათა დიდი ნაწილი არაბმა შეიხმა იყიდა, მაგრამ ეს პრეცედენტი სხვებისთვისაც გადამდები ვერ აღმოჩნდა და საბერძნეთის საკლუბო ფეხბურთი მძიმე კრიზისშია. ხელფასების გადაუხდელობის გამო ბევრ კლუბში მოთამაშეები ვარჯიშებს ბოიკოტს უცხადებენ. ქვეყანა ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.

იმასაც ამბობენ, რომ მომდევნო სეზონში კლუბების უმრავლესობა საკადრო პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის, ლეგიონერების 95 პროცენტს შეელევა და უმთავრესად, საკუთარ გაზრდილებს დაეყრდნობა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს პროცესი ბერძნულ კლუბებს ძალიან დაასუსტებს და ევროთასებზე პოზიციას დაკარგავენ.

პირადად რაც შემეხება, "ერგოტელისთან" შარშან მაისში ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე და 2013 წლამდე უნდა დავრჩენილიყავი. "ერგოტელისი" კუნძულ კრეტას გუნდია, საკურორტო ზონაში კი კრიზისი ნაკლებად იგრძნობოდა. ამიტომ თავიდან საბერძნეთში არსებული ფინანსური კრიზისი "ერგოტელისს" არ შეხებია.

გუნდს არ უჭირდა და ახალ კონტრაქტზე უარის თქმა არც მიფიქრია. ავსტრიაში, უკრაინასა და რუსეთში მითამაშია და არცერთზე ნაკლები დონე არ არის, მაგრამ ახლა დარჩენასაც აღარ ჰქონდა აზრი.

ბოლო ექვსი თვეა, "ერგოტელისსაც" ძალიან გაუჭირდა, ხელფასი აღარ ამიღია და კონტრაქტი გავწყვიტე", - გვითხრა შაშიაშვილმა.

გიორგიმ დაგვიდასტურა, რომ ზამთარში თბილისის "დინამოში" იწვევდნენ, მოლაპარაკება ჰქონდა და ყოფილ კლუბში დაბრუნებას არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც "ერგოტელისში" დარჩენა ამჯობინა.

ახლა კი, დიდი შანსია, "დილაში" ითამაშოს, სადაც გადასვლას იანვარშიც სთავაზობდნენ.

სხვათა შორის, შაშიაშვილის გარდა, გორელებს გოგიტა გოგუასა და დავით კვირკველიას დამატებაც სურთ. გიორგიმ ეს ამბავი დაგვიდასტურა:

"შემოთავაზება მართლაც მივიღე და დასამალი არაა, რომ ძალიანაც დავინტერესდი. გორში ამბიციური გუნდი ყალიბდება და თუ კვირკველიასა და გოგუას დაიმატებენ, სალუქვაძეც დარჩება, უმაღლეს ლიგაში ჩვენნაირი გუნდი რომელი იქნება? ძალიან დიდი სტიმულია ისიც, რომ "დილას" ევროპის ლიგაზე თამაში სურს".

როგორც ჩანს, "დილას" მესვეურებს მხოლოდ ერთწლიანი გუნდის ჩამოყალიბება არ სდომებიათ და სერიოზული გეგმები გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედს ბოლო დროს გაჟღერებული და დადასტურებული სხვა ინფორმაციებიც გვაძლევს: მომავალ სეზონში გორელთა რიგებში "ზესტაფონის" ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი და ფოთის "კოლხეთის" პლეიმეიკერი ლაშა გვალია ითამაშებენ.

შაშიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაწყებული პროცესი აიმედებს:

"უცხოეთიდან მოთამაშეთა ჩამოსვლა და მათი სხვადასხვა გუნდში გადანაწილება მახარებს. "დინამომ", "ზესტაფონმა" და "დილამ" ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, შეუძლებელია, ამან ჩემპიონატის დონეზე გავლენა არ მოახდინოს.

მიმაჩნია, რომ შემდგომშიც თუ ასე გაგრძელდება, ტურნირის დონეც გაიზრდება, თავად გუნდებისაც და მაყურებლისთვის უფრო საინტერესო გახდება", - ამბობს შაშიაშვილი.

შაშიაშვილი: ერგოტელისიდან დილაში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kosta
ტკვე მარტლა ა.....ბო, რა ამბავი აუტეხეტ ამ კაცს, რა თქვა ისეტი რაც არ შეიდზლება მოხდეს, აკ რო გაკვტ ენები გადმოგდებული ინტერნეტსჰი, ქუჩაში მანახა რა რომელიმე ტკვენნაირი მარა იკ ვიგაცეების ტ..კს იკნებიტ ამოპარებული, შენ ბიჭო საერტოდ იცი სადაა პანკისი გაგიგია ორი სიტკვა ორი მოკლესჰარვლიანი პიონერისგან და ტავი კაცი გგონია
dudu
არა, ისე მართალია ეს მიმინო: გამორიცხავთ, რო ვანო მინისტრი აღარ იყოს ოქტომბრიდან? ბოღმა და ღვარძლი სწორედ თქვენს კომენტარებში ჩანს (მიმინოს გარდა). კაცმა კითხვა დასვა სავსებით ლოგიკური:)
ra zri aqvs
mimino ხარ თუ ბეღურა. ძაან გაგეხარდება ვანოს გადაგდება არა? აი შენისთანა ..... უნდა მოეტაცნატ და მერე პანკისის ხეობაში გიპოვიდნენ სადმე ხეზე ჩამოკიდებულს და მაშინ იქნებოდა კარგი. იმდენად ხარ ღვარძლით დაბრმავებული რო ვერანაირ სიკეთეს ვერ ხედავ. შენ თუ მართლა გიყვარს ფეხბურთი, როგორ შეიძლება ეგეთი კომენტარი გააკეთო. ხო არ მოკვდა გუნდი. პირიქით გაძლიერდა და ეს უნდა გიხაროდეს
gagizianebuli
ისე, კახა თარგამაძე ხომ არ დაგვებრუნებინა მინისტრად ახვარო mimino?, მოგენატრა? ვერ ეღირსები შენ და შენი მოდგმა ამას.
qartleli
mimino, იმის მაგივრად, რომ მიესალმოს ამ ინფორმაციას ბოღმით მოკვდა. შენ რა გეშველება შე მართლა ახ..............როოოო, თუ არა გორის დილას უკვე ნაშველი აქვს. ყველაფერში პოლიტიკააააააააააააააა, გაგიჟდება კაცი ასეთ ახვრულ კომენტარს რომ წაიკითხავს
mimino
შემოდგომაზე ვანო თუ გადადგეს -მაშინ "დილა"-ს რა ეშველება?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე