ამერიკულ ლაგრანდში ჩატარებულ "ქერბის თასზე" საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მასპინძელთა გუნდს აჯობა
ამერიკულ ლაგრანდში ჩატარებულ "ქერბის თასზე" საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მასპინძელთა გუნდს 4:3 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ეს ამხანაგური შეხვედრა ამერიკელთა ინიციატივით გაიმართა და ლონდონის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ერთ-ერთი ბოლო სატურნირო ეტაპი იყო.

ანგარიში თავიდანვე ქართველებმა გახსნეს და 2:0 დაწინაურდნენ - ჩვენი ნაკრების ულიცენზიოდ დარჩენილ ერთადერთ წონაში ლაშა გოგიტაძემ (55) სპენსერ მანგო ორ პერიოდში 2:0, 1:0 დაამარცხა, რევაზ ლაშხმა (60) კი ასევე ძირითად დროში ძალიან იოლად დაჯაბნა დმიტრი რიაბჩინსკი - 1:0, 4:0.

ამის შემდეგ უკვე მასპინძლებმა იმარჯვეს ასევე წყვილად და ანგარიში გაათანაბრეს - მანუჩარ ცხადაია (66) მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსან იუსტინ ლესტერთან დამარცხდა (არადა, მას შარშან მსოფლიოს პირველობაზე ნახევარფინალში მოუგო), მანუჩარ კვირკველია კი - ბენ პროვისორთან.

შეხვედრა ამის შემდეგაც ქულა-ქულაში წარიმართა და ყველაფერი მძიმეწონოსანთა შერკინებამ გადაწყვიტა. დარჩენილი შეხვედრებიდან ვლადიმერ გეგეშიძემ (84) ჩაშ ბეტსთან ჩოქბჯენში კარგი ჭიდაობის ხარჯზე 2:0, 1:0 იმარჯვა და კვლავ წინ გაგვიყვანა - 3:2, რითაც სოსო ჯაბიძეს (96) გამარჯვებულის გამოვლენის შანსი მისცა.

მსოფლიოს პრიზიორ იუსტინ რუისთან შერკინებაში ჯაბიძეს ამის რეალური შანსიც ჰქონდა - მას შემდეგ, რაც მეტოქეებმა ჩოქბჯენში ვერ ივარგეს, ანუ ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, შეხვედრა დამატებითში გაგრძელდა. იქ ერთხანს თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ ჯაბიძე კისრულის მცდელობისას შეცდა და რუისმა ბეჭებზე დადო.

ჩვენს ნაკრებს გადამწყვეტი მოგება მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ მოუტანა, რომელმაც მეორე პერიოდში ჯვარიდან ჩინებულ სამქულიანზე გადააგდო მასზე ბევრად მძიმე მსოფლიოს მედალოსანი დრემილ ბიერსი. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკში, სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალშიც ბულგარელი ივან ივანოვი ჯვარიდან ზუსტად ასეთი გდებით გადააგდო სამქულიანზე. გეგეშიძესთან ერთად, მისი პროგრესიც თვალსაჩინოა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა