პაპარაცებმა ფეხბურთელი ლას ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში ლამაზმანების გარემოცვაში დააფიქსირეს
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების 26 წლის ვარსკვლავმა უეინ რუნიმ საკლუბო სეზონის დასრულებისთანავე ლას ვეგასს მიაშურა და რამდენიმე დღე იქ აქტიურად "დაისვენა".

პაპარაცებმა ის აზარტული თამაშების მსოფლიო დედაქალაქის ერთ-ერთ ღამის კლუბში ლამაზმანების გარემოცვაში დააფიქსირეს.

ვარსკვლავი ამერიკას მეუღლე კოლინსა და ვაჟ კაემთან ერთად ესტუმრა, მაგრამ ღამის თავგადასავლების საძებნელად მათ გარეშე გაეშურა.

როგორც "სანის" ჟურნალისტები ირწმუნებიან, რუნიმ რამდენიმე საათი ჯერ ერთ-ერთ კაზინოში გაატარა, ღამის კლუბში კი მხოლოდ ამის შემდეგ გაეშურა, სადაც შუაღამემდე დარჩა. ფეხბურთელი იქ ქალბატონების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა რამე "საეჭვო" ჟურნალისტებს არ დაუფიქსირებიათ.

რუნიმ ძალიან ბევრი იცეკვა. უარი არ უთქვამს არც ალკოჰოლურ სასმელებზე. ფეხბურთელის ყოველ ნაბიჯს მისი პირადი მცველები აკონტროლებდნენ და იქ დამსწრე საზოგადოებისგან ვარსკვლავთან მიახლოების საშუალებას ყველას არ აძლევდნენ.

ფეხბურთელის ვიზიტის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი.

მისი თქმით: "მძიმე სეზონის შემდეგ ფეხბურთელებს განტვირთვისთვის ხანდახან დათრობაც სჭირდებათ".

ასე რომ, რუნის შეუძლია მშვიდად იყოს, მისი დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი არ დაისმება.

როგორც ცნობილია, ევრო 2012-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში ჩერნოგორიის წინააღმდეგ ფეხბურთელს უხეში თამაშისთვის 3-თამაშიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი.

აპელაციის შემდეგ ეს ვადა 2 მატჩამდე შეამცირეს. ასე რომ, ფეხბურთელს პირველად მოედანზე გასვლის უფლება მხოლოდ მესამე ტურში, უკრაინის ნაკრებთან მიეცემა.

"ახლა ირკვევა, რომ "იუნაიტედის" შემადგენლობაში უეინ რუნიმ ბოლო 3-4 თამაში ტრავმირებულმა ჩაატარა. იმისთვის, რომ სიტუაცია სრულად მოწესრიგდეს, მას რამდენიმე კვირა დასჭირდება. სეზონის დასრულებამდე კი ამაზე კლუბში დუმდნენ," - აღშფოთებულია ჰოჯსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა