ახალმა ჩემპიონებმა 82 ქულა დააგროვეს და "პარი სენ-ჟერმენს" 3-ით გაუსწრეს
კვირას, საღამოს, საფრანგეთის 38-ე ტურის ყველა მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყო და წესით, ყველა დროის მოკლე ინტერვალში უნდა დამთავრებულიყო. თუმცა თამაში (ოსერი-მონპელიე), სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მომხდარიყო (მთელი ქვეყანა ახალი ჩემპიონის დაბადებას ელოდა), მასპინძელ გულშემატკივართა მიერ ტრიბუნებზე მოწყობილი არეულობების გამო სამჯერ შეწყდა.

ისინი მოედანზე ჩოგბურთის ბურთებს, ტუალეტის ქაღალდებს, პომიდვრებსა და პიროტექნიკურ საშუალებებს ისროდნენ.

ამის გამო თამაში მეტისმეტად გაიწელა. ის სხვებზე თითქმის 45 წუთით გვიან დასრულდა.

"ოსერთან" თამაშის დამთავრების შემდეგ ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების წინაშე საჩემპიონო მატჩის შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა: "ჩვენი გამარჯვება ფრანგულ ფეხბურთზე დადებით ზეგავლენას მოახდენს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვინმეს წინაშე შიში უსაფუძვლოა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯებოდე.

ფანტასტიკური სეზონი იყო და ჩემი ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ 100%-ით დავიმსახურეთ ეს ტრიუმფი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან, მათ შეძლეს და ბოლომდე შეინარჩუნეს ცივსისხლიანობა.

ახლა ჩემპიონთა ლიგაში მოგვიწევს თამაში და არათუ შემადგენლობის შენარჩუნება, არამედ ფეხბურთელების გადმობირებაც კი არ გვაწყენდა, რათა ამ ტურნირში თავი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

როცა ტრიბუნებზე სიტუაცია ძალიან იძაბება, ყოველთვის ნერვიულობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს.

თუმცა სჯობს გვიან მაინც ჩაწყნარდეს, ვიდრე ყველაფერი დაუსრულებლად გაიწელოს. რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ ამ ყველაფერს ბოლო არ ექნებოდა და მსაჯს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ყველაფერი დილის 5 საათამდე გაგრძელებულიყო. შესაძლოა, ეს იყო ყველაზე გრძელი მატჩი ჩემს კარიერაში".

მატჩის დასრულების შემდეგ "მონპელიეს" პრეზიდენტმა ლუი ნიკოლენმა გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და "იროკეზის" ვარცხნილობა დაიტოვა და რაც მთავარია, დარჩენილი თმა საკლუბო ფერებში (ნარინჯისფერი და ლურჯი) შეიღება.

რაც მთავარია, ის აცხადებს, რომ თუკი 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგას მისი გუნდი მოიგებს, მზადაა, თმაც კი გადაიპარსოს, - იუწყება "ეკიპი".

ნიკოლენმა "მონპელიე" 1974 წელს შეიძინა. პირველი სერიოზული გამარჯვება, საფრანგეთის თასი, კლუბმა 1990 წელს მოიპოვა, 1992 წელს კი ლიგის თასსაც დაეუფლა.

ახალმა ჩემპიონებმა 82 ქულა დააგროვეს და "პარი სენ-ჟერმენს" 3-ით გაუსწრეს. ლიგა 1-ის ბრინჯაოს პრიზიორი შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული "ლილი" შეიქნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა