"რეალი" მზადაა, "ტოტენჰემს" მოდრიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს

მადრიდის "რეალს" ახალი სეზონისთვის ჯერჯერობით არცერთი ტრანსფერი არ განუხორციელებია, გარკვეული ძვრები კი უკვე შეინიშნება.

ინგლისური და ესპანური მედიის ცნობით, "სამეფო გუნდის" თავკაც ჟოზე მოურინიოს სასურველი ფეხბურთელების სიაში "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე წერია.

პორტუგალიელ სპეციალისტს 26 წლის ხორვატი ძალიან მოსწონს და მისი მადრიდში გადაბირება უნდა. ჩვენი ინგლისელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ "რეალი" მზადაა, "ტოტენჰემს" მოდრიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.

მოდრიჩი (46 მატჩი ხორვატიის ნაკრებში) "ტოტენჰემში" 2008 წლიდან თამაშობს - თავის დროზე "სპურზმა" ზაგრების "დინამოს" მის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო გადაუხადა. ლუკას "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

ესპანური პრესა კი იუწყება, რომ მოდრიჩის გადაბირების შემთხვევაში მოურინიო მზადაა, კაკა და ლასანა დიარა გაუშვას.

მეტიც: "მარკას" ცნობით, "რეალს" ეს ფეხბურთელები აღარ სჭირდება და შეფები მზად არიან, ნებისმიერი შეთავაზება მოისმინონ.

ბრაზილიელით პსჟ დაინტერესდა; დიარამ კი, შესაძლოა, "ტოტენჰემში" ამოყოს თავი და მოდრიჩის გარიგების მონაწილე გახდეს. თავად ლუკა მოდრიჩი კი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას, სურს თუ არა "ტოტენჰემიდან" აბარგება, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა