ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონი "ზესტაფონია", მაგრამ ამ საქმეს ბოდიში არ უშველის

ჩემპიონი "ზესტაფონია", მაგრამ ამ საქმეს ბოდიში არ უშველის

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ შექმნილ ვითარებაში ბრალი ფეხბურთის ფედერაციას მიუძღვის!
საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფი 20 მაისს დასრულდა, ჩემპიონი კი 21-ში გაირკვა - ასეთი რამ, ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა მომხდარიყო.

20 მაისს ჩემპიონობა "ზესტაფონმაც" იზეიმა და "მეტალურგმაც", ხოლო რომელი მათგანის ზეიმი აღმოჩნდებოდა უსაფუძვლო, ეს მეორე დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის საგანგებო სხდომაზე უნდა გარკვეულიყო.

უმაღლესი ლიგის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე იმედი გამოვთქვით, რომ "ზესტაფონი" და "მეტალურგი" სეზონს ქულათა თანაბარი რაოდენობით არ დაასრულებდნენ. თუმცა სწორედ ასე მოხდა და მეტისმეტად უსიამოვნო სიტუაციას მაინც ვერ ავცდით - საქართველოს ჩემპიონი საფეხბურთო მოედანზე კი არა, არამედ აღმასკომზე გამოვლინდა.

ბოლო დროს ფედერაციის ხელმძღვანელები თუ სხვა პასუხისმგებელი პირები აცხადებდნენ, რომ ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში ჩემპიონი "მეტალურგი" გახდებოდა, სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცხრილშიც პირველ ადგილზე "მეტალურგი" ეწერა, მაგრამ აღმასკომმა ხანგრძლივი თათბირის შემდეგ საქართველოს ჩემპიონად "ზესტაფონი" გამოაცხადა.

ჩემპიონის საკითხი კი სადავო იმიტომ გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის დებულების მიხედვით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელსაც გამარჯვებათა მეტი რაოდენობა აქვს. ზესტაფონელებს მთლიან ჩემპიონატში აღმოაჩნდათ მეტი მოგება, რუსთაველებმა კი კონკურენტს ამ მაჩვენებლით რვა საუკეთესო გუნდში მოპოვებული გამარჯვებათა რაოდენობით აჯობეს.

დებულებაში გარკვევით ვკითხულობთ, რომ უპირატესობა ენიჭება ჩემპიონატში მეტი მოგების მქონე გუნდს და იმავე პუნქტში არსად არის ნახსენები პლეი ოფი ან რვა საუკეთესო გუნდი. სწორედ ამიტომ "ზესტაფონი" ითხოვდა, რომ სფფ-ს ამ ტერმინით ეხელმძღვანელა.

თავის მხრივ, "მეტალურგი" 15 მარტს პლეი ოფის სტარტზე ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტიდან კლუბებში დაგზავნილი განმარტების წერილის გათვალისწინებას ითხოვდა. როგორც გახსოვთ, ამ წერილში ეწერა, რომ მეტი მოგება ზედა რვა გუნდს შორის იგულისხმებოდა. "ზესტაფონის" კონტრარგუმენტი კი ის იყო, რომ აღმასკომის მიერ დამტკიცებული დებულება ამ წერილით ვერ შეიცვლებოდა და აღმასკომზე დამტკიცების გარეშე მას არავითარი იურიდიული ძალა არ ჰქონდა.

აღმასკომის სხდომა დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე დაიწყო და ორ საათზე მეტხანს გასტანა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან ჰქონდა საქმიანი შეხვედრა.

აღმასკომის სხდომა მხოლოდ საწყისი ათი წუთის განმავლობაში იყო ღია, რის შემდეგაც საკითხის განხილვა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ სხდომას კლუბების წარმომადგენლები არ დასწრებიან და, შესაბამისად, ატმოსფერო ნერვული და ემოციური არ ყოფილა.

აღმასკომის სხდომის დასრულებისთანავე მედიას დარბაზში უხმეს და მიღებული გადაწყვეტილებები ზვიად სიჭინავამ გამოაცხადა.

- საქართველოს ჩემპიონად გამოცხადდა "ზესტაფონი", რადგანაც აღმასკომმა დაასკვნა, რომ დებულებაში ნახსენები სიტყვა "ჩემპიონატი" გულისხმობს მთელ ჩემპიონატს და არა მის რომელიმე სტადიას;

- აღმასკომმა მკაცრად გააფრთხილა "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია. სიჭინავას განცხადებით, თუ იგი ფეხბურთის ფედერაციასთან ულტიმატუმის ენით საუბარს განაგრძობს, "ზესტაფონი" ჩემპიონატიდან მოიხსნება;

- აღმასკომის გადაწყვეტილებით, ილია კოკაიამ აღმასკომს ერთი კვირის განმავლობაში უნდა წარუდგინოს ის ფაქტები, რომლებზეც თავად ისაუბრა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგის" მატჩი გარიგებული იყო (იხილეთ ვრცლად). კოკაიამ იქვე თქვა, რომ ამის შესახებ უტყუარი ფაქტები აქვს.

სიჭინავას განცხადებით, აღმასკომმა იურისტებთან კონსულტაციები გაიარა და ზემოთ ნახსენები სამივე საკითხის თაობაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

აღმასკომის სხდომის მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, ჩემპიონის დასახელება იყო, თუმცა აღმასკომის წევრები სხვა საჭირბოროტო საკითხებსაც შეეხნენ. მათ შორის განსაკუთრებულია გარიგებული მატჩები.

კოკაიას მიერ დასახელებული "მერანი"-"მეტალურგის" შეხვედრა უფრო დეტალურად, შესაძლოა, უახლოეს აღმასკომზე ან 5 ივნისს დანიშნულ ყრილობაზეც გაარჩიონ - ეს იმ შემთხვევაში, თუ "ზესტაფონის" პრეზიდენტი დაპირებულ მტკიცებულებებს წარმოადგენს.

თუ ასე მოხდა, საქმეში სამართალდამცავი ორგანოებიც ჩაერთვებიან, ხოლო თუ კოკაიამ ფაქტები ვერ წარმოადგინა, მას, ალბათ, ნახსენები კლუბების მიმართ ბოდიშის მოხდას მოსთხოვენ.

მოკლედ, საინტერესო ამბები გველის და ნუ გამოვრიცხავთ, რომ სულ მალე საჩემპიონო დავაზე უფრო ხმაურიანი თემები ამოტივტივდეს.

ჩემპიონატი კი დასრულდა. დებულების თანახმად, ტიტული "ზესტაფონს" მიეკუთვნა, მაგრამ ამით პრობლემა უმტკივნეულოდ ვერ გადაიჭრა. ვის სასარგებლოდაც უნდა დასრულებულიყო ეს დავა, უსიამოვნო ვითარებას მაინც ვერ გავექცეოდით. "მეტალურგის" ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივრების გულისტკივილის გაზიარებაც აუცილებელია - მათ ხომ ფეხბურთის ფედერაცია ეუბნებოდა, რომ ლიდერები იყვნენ და სწორედ ამიტომ ჩემპიონობაც იზეიმეს...

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ შექმნილ ვითარებაში ბრალი ფეხბურთის ფედერაციას მიუძღვის, რომელმაც დებულების შედგენისა და განსაკუთრებით, მისი განმარტებისას შეცდომა დაუშვა. ეს ისეთი შეცდომაა, რომელსაც უმტკივნეულოდ ვეღარ გამოასწორებ.

ამ საქმეს ბოდიში არ უშველის, მაგრამ მაინც არ იქნებოდა ურიგო, სფფ-მ მომხდარის გამო პასუხისმგებლობა იგრძნოს, საკუთარი შეცდომა აღიაროს და კლუბებსაც და საფეხბურთო სამყაროსაც ამ სრულიად არასაჭირო და არაფრისმომცემი დავიდარაბის წარმოქმნისთვის მოუბოდიშოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის ოქმი N11

ქ. თბილისი

სფფ-ის საკონფერენციო დარბაზი

21 მაისი, 2012 წ.

ესწრებოდნენ

დ. სიჭინავა, ა. ჩივაძე, გ. ფირცხალავა, ვ. ვარძელაშვილი, გ. ასანიძე, მ. ანჯაფარიძე, გ. როსტომაშვილი, გ. ცაავა, ს. კვარაცხელია, გ. რევაზიშვილი, კ. ებრალიძე, გ. მაისურაძე, ს. გაბელაია, ლ. მინდელი.

დღის წესრიგი

1. საქართველოს XXIII ეროვნულ ჩემპიონატში შექმნილი მდგომარეობის შესახებ;

2. სხვადასხვა.

1. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა განიხილა საქართველოს XXIII ეროვნულ ჩემპიონატში შექმნილი სიტუაცია, რომელშიც ს.კ. "ზესტაფონმა" და რუსთავის "მეტალურგმა" დააგროვეს თანაბარი ქულები.

საქართველოს 2011-12 წწ. XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების 3.3 მუხლის თანახმად, პირველ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში 1-8 ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთთან ნათამაშებ მატჩებში დაგროვილი ქულებით (ბურთებით) ორ წრედ გააგრძელებენ ბრძოლას საჩემპიონო პლე-ოფში. ამავე დროს, დებულების 4.4 მუხლის შესაბამისად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

და ა. შ.

ამასთან ერთად, მეორე ეტაპის დაწყების წინ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების მიერ უმაღლესი ლიგის კლუბებისადმი განმარტების სახით გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისად ჩემპიონატის დებულების 4.4.1. და ა. შ. მუხლების მიხედვით. აქედან გამომდინარე, სფფ-ის აღმასკომმა ხმათა უმრავლესობით (13 თანახმა, 1- წინააღმდეგი)

დაადგინა: 1.1. საქართველოს 2011-12 წლების XXIII ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.4.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს 2011-12 წლების ჩემპიონად გამოცხადდეს ზესტაფონის "ზესტაფონი", რადგან ჩემპიონატის განმავლობაში "ზესტაფონმა" მოიგო 24 მატჩი, ხოლო "მეტალურგმა" - 19 მატჩი.

2. ბოლო ხანებში ს.კ. "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ულტიმატუმის ენით საჯარო გამოსვლებს.

ამასთან დაკავშირებით სფფ-ის აღმასკომმა დაადგინა:

2.1. სფფ-ის მიმართ ულტიმატუმების ენით საჯარო გამოსვლებისათვის გაფრთხილებულ იქნეს ს.კ. "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია. მომავალში მსგავსი ულტიმატუმების ენით საჯარო გამოსვლებისათვის ს.კ. "ზესტაფონის" მიმართ სფფ-ის მხრიდან გატარდეს უმკაცრესი ზომები, მათ შორის, ჩემპიონატიდან მოხსნაც.

2.2. ნებისმიერი კლუბის ოფიციალური პირების მხრიდან სფფ-ს მიმართ ულტიმატუმების წაყენების შემთხვევაში სფფ-ის მხრიდან კლუბების მიმართ გატარდეს უმკაცრესი ზომები, მათ შორის, ჩემპიონატიდან მოხსნაც.

3. ს.კ. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ იგი ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ს.კ. მარტვილის "მერანისა" და რუსთავის "მეტალურგის" 2012 წლის 2 მაისის მატჩი ჩაწყობილი იყო. ამასთან დაკავშირებით სფფ-ის აღმასკომმა

დაადგინა: 3.1. დაევალოს ს.კ. "ზესტაფონის" პრეზიდენტს ილია კოკაიას, ერთი კვირის განმავლობაში სფფ-ს აღმასკომს წარუდგინოს ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

სფფ-ის გენერალური სამდივნო

ჩემპიონი ზესტაფონია! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ბუბა ტყავაძე: აღმასკომის გადაწყვეტილება უსამართლოა!

• მტაწმინდა

დომენტის დებულებაში ვერ გაუგია რა წერია და ესენი ევრო 2020-ს ჩაატარებენ? გაუმარჯოს/ ზესტას/

• daviti

ნახეთ დომენტიმ რა იბოდიალა პირველი არხის ეთერში?მარაზმი არაა ახლა ეს სიტუაცია?ლამის კლუბების ხელმძღვანელები ყოფილან დამნაშავე იმაში ფედერაციამ ჩემპიონი რომ ვერ დაადგინა,ან რა "გენიალური"იდეები აქვს ამ კაცსს სულ,თურმე 5-ში ჩასატარებელ ყრილობამდე,უნდა დაჯდნენ საათი-საათნახევარი პირდაპირ ეთერში კლუბების ხელმძღვანელები და იმ ნეხვსზე რაც საქართველოს ჩემპიონატში და ზოგადად ქართულ ფეხბურთში ტრიალებს უნდა იმსჯელონ და გამოსავალი მოძებნონ.იმ ჟურნალისტმაც პირობა რომ მისცა ჩვენ მოგცემთ ამის საშუალებასო?იმ ვითომ ჟურნალისტს მინდა ვკითხო,მართლა სჯერა რომ ასეთი საკითხების განხილვა ასეთ ფორმატში შედეგის მომტანი იქნება?პირველ ან ორ ივნისს,სხვას რომ თავი დავანებოთ,კოკაია და ტყავაძე საათნახევარში ერთმანეთთან "მსჯელობით",რაიმე გადაწყვეტილების მიმღებები არიან? და საერთოდ,როცა ლამის ჩემპიონატის ყველა უბედურება კლუბების პირველი პირების პასიურობას და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას დააბრალა ამ ვითომ ფედერაციის პრეზიდენტმა,თუ ოდნავ მაინც თავმოყვარე ჟურნალისტი ხარ არ უნდა კითხო:-შე კაცო ასე მნიშვნელოვანი თუა კლუბების აზრი რატო არცერთის წარმომადგენელი არ არის აღმასკომის წევრითქო?როცა ჩემპიონატის ჩატარების რეგლამენტს ცვლით წარამარა მაშინ რატომ არ ეკითხებით კლუბებს აზზრს?კიდევ 2 კითხვა დომენტის,"სასტიკი" ბრძოლა რომ აქვს გამოცხადებული ჩაწყობილ თამაშებთან მიმართებაში,რომ იძახის კოკაიამ სერიოზული ბრალდება წამოაყენაო და თუ ვერ დაამტკიცებს ცულს მოვიტანთ ცუნცულასო,რაც დამტკიცდა,აი ფეხბურთელები რომ მოვკვეთეთ და შევიწყალეთ,იმ საქმის გამოძიება დამთავრდა?ის ხუთი ფეხბურთელი იყო მხოლოდ გარეული იმ უმსგავსობაში და სხვა არავინ? არცერთი კლუბის ხელმძღვანელი,ან მწვრთნელი? და თუ ასეა ერთ ტაიმსი რამოდენიმე შეცვლის და ათეულობით აუტის "გაკეთებას"როგორ ახერხებდა მხოლოდ ეს ხუთნი?ზუგდიდში რომ დომენტის აზრით ყველგან რომ ხდება,ისეთი ჩვეულებრივი ამბავი რომ მოხდა,მსაჯები და დამკვირველები რომ გაიგდეს წიხლქვეშ,აფურთხეს და ურტყეს,ამ საქმესთან დაკავშირებით რა ხდება?მახსოვს რუსთავის ფეხბურთელები(ერთ-ერთი ლექსო კვახაძე იყო თუ არ ვცდები)მსაჯის მიმართ სიტყვიერი შეურაცყოფისთვის და გამოხატული აგრესიის გამო,პოლიციასი დაიბარეს და ხულიგნობისთვის ადმინისტაციული კოდექსით ძალით დააჯარიმეს კიდეც მომხდარიდან სულ რარაც 2-3 დღეში.

• jjTi

ერთი ორი სამი

• ggg

დომენტი ბიჯო დუროვებმა შემოგითვალეთ ოქროს მატჩია საჯირო მოკითხვა ოჯახს

• roini

ნამდვილად და არ გაუვიდატ ზველ ბიჭებს დაახურა უეფამ ალბატ დომენტასა და რევაზა მაფიოზას

• arti

დომენტია ხელი მოისვი

• mimino

დომენტი და კომპანია-ბრიყვები რომ არიან ოქმის 2.2.1 პუნქტიდანაც ჩანს-კოკაიამ თუ ცილი დასწამა ფედერაციას-პასუხი მთელმა გუნდმა რატომ უნდა აგოს? "მარსელის" პრეზიდენტი ტაპი რომ დაიჭირეს ,"ოლიმპიკიც"-კი არ დაიჭირეს.ამათ ბოღმა ახრჩობთ-ნომერი რომ ვერ გაუვიდათ-თორემ ალბათ შეთანხმებული იქნებოდა რუსთავის გაჩემპიონება დომენტისთანაც,არველაძესთანაც და სხვებთანაც..

• roini

დომენტა უნდა გადადგეს მისი არველაძის ურთიერთ. ყველა და ყვეკლაფერი იცვლება რეზი არველაზის გარდა :D

• fexu

ამ შემთხვევაში ოქროს მატჩი უნდა ყოფილიყო და ვერავინ პრეტენზიას ვერ წამოაყენებდა. მაგრამ რა ოქრო, ჩვენ ჩემპიონატის მატჩებს სამწუხაროდ ვერ უყურბს ადამიანი, ფეხბურთი ერთხელ მაინც თუ აქვს ნანახი!

• ზურნა

არა ბიჭო შეიძლება დომენტი არ იყოს ცუდი კაცი, მაგრამ ფეღბურთი რომ მისი კომპეტენციის სფერო არაა ეს უკვე აშკარაა.

• ჯინი

კოკაის სხვა პრეტენზიებიც ქონდა ტყავაძესთან დაკავშირებით, იმაზე რატომ ხმას არ იღებენ ფედერაციაში.

• realisti

ზესტაფონს გავაგდებო და უკეთესი ვინ გვყავს ჩენპიონატში ვაი.... ვაი... ვაი....

• უილიამ უოლასი

ვაი ვის ხელშია ფეხბურთი..

• aba ra gegona

საღოლ ძმაო კოკაიას ნამდვილი მამაცი გულია. მის ადგილზე ზოგი ისე დაზადნავდა ფერარი ვერ დაეწეოდა.

• zzzzzzzzzzz

დომენტის რომ სინდისი ჰქონდეს თანამდებობიდან ბოდიშის მოხდით გადადგებოდა.

• zzzzzzzzzzz

დომენტი კაცი მეგონე და ბაცი ყოფილხარ.

• kz

მე მგონი უეფამ

• roini

ვერელი უეფას საიტზე ზესტა იყო პირველზე და ვერ გაბედეს აგენმა ეხლა მეტალურგის გაცჰემპიონება მეტალუირგის პირველობით უნდოდატ ზესტა ფსიქოლოგიურად გაეტხეს მაგრამ კოვზი არ ჩაუვიდათ ნაცარში

• vereli

რაღაც ძალიან მარტივად გადაიჭრა საკითხი... თუ ყველასათვის ყველაფერი გასაგები იყო, რატომ ჩემპიონატის ბოლომდე ცხრილში პირველ ადგილზე "მეტალურგი" იყო? რამდენი ხანი მიდიოდა კოკაიას მხრიდან ამაზე პროტესტი და ყურს არავინ იბერტყავდა და მერე უცებ გონების ჯგუფურ გამონათებას ჰქონდა ადგილი? ან ის წერილი,რა აზრი ჰქონდა მის გაგზავნას გუნდებისათვის? ან ეს "მსუბუქი წყენა", რომელიც ფედერაციას კოკაიას ულტიმატუმმა მიაყენა? კოკაია რაც მახსოვს, სულ ულტიმატუმებით ლაპარაკობს... მოკლედ შეკითხვები გაცილებით მეტია, ვიდრე პასუხები და ეს გარკვეულ ეჭვს ბადებს, რომ გარკვეულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი, და არა სამართლიანობის პრინციპებს.

• roini

დომენტი ვინ ჩაგილბო ":D ვარძეკლაშვილმა ტუ კოკაიამ ? :D

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა