"ზესტაფონის" ამბიციები ყველასთვის ცნობილია, თუმცა არც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "კოლხეთია" ჯაბანი და მათ შორის საინტერესო ორთაბრძოლა იყო მოსალოდნელი...

"ზესტაფონის" ამბიციები ყველასთვის ცნობილია, თუმცა არც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "კოლხეთია" ჯაბანი და მათ შორის საინტერესო ორთაბრძოლა იყო მოსალოდნელი. ფოთელები პირველ ტაიმში საკმაოდ გაუძალიანდნენ ქართული საზომებით მრისხანე მეტოქეს, მაგრამ ზემოიმერლებმა როგორც ბოლო დროს სჩვევიათ, მეორე ტაიმში აიწყვიტეს და მორიგი საშინაო გამარჯვება იზეიმეს...

"ზესტაფონს" ეროვნულში ყველაზე გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, რაც გია გეგუჩაძეს როტაციის საშუალებას აძლევს და ფეროელთა მწვრთნელიც მეტოქეებს ხშირად უწყობს სიურპრიზებს. გამარჯვებულ შემადგენლობას იშვიათად ცვლიან, მაგრამ "ტორპედოსთან" მოგების შემდეგ თვით ამ მატჩის მთავარი გმირი, მურთაზ დაუშვილი აღმოჩნდა სათადარიგოთა სკამზე. როგორც გაირკვა, მას მცირე ტრავმა ჰქონდა და მწვრთნელმა მისი დასვენება ამჯობინა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით ზესტაფონელთა რიგებში კიდევ რამდენიმე ცვლილება იყო. რეზერვში გადაინაცვლეს დვალმა, გორგიაშვილმა და წინამძღვრიშვილმა, სამაგიეროდ, ძირითადს დაუბრუნდნენ აფციაური, ბაბუნაშვილი, ალადაშვილი და გელაშვილი. გეგუჩაძემ სათამაშო სქემაც შეცვალა და ამჯერად 4-4-1-1 განლაგება აირჩია. 38-წუთზე კი ალადაშვილის ნაცვლად მოედანზე დვალი გამოჩნდა და ზესტაფონი კლასიკურ 4-4-2 სათამაშო სქემაზე გადაერთო.

რაც შეეხებათ კოლხებს, თედიაშვილის ნაცვლად ძირითადში ჯოჯუა გამოჩნდა. სხვა ნოვაცია კი ფოთელთა რიგებში არ ყოფილა. როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრები დაცვაში გამაგრდნენ და კონტრშეტევებით ცდილობდნენ ზესტაფონელთა დამწუხრებას, თუმცა, თუ მატჩის დებიუტში მომხდარ საკამათო სიტუაციას არ ჩავთვლით, განსაკუთრებული ხიფათი მასპინძელთა კართან მხოლოდ ერთხელ, მე-15 წუთზე შეიქმნა, როცა გვალიამ დაახლოებით 30 მეტრიდან ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას გაარტყა. რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ საკამათო ეპიზოდს, ის მე-7 წუთზე მოხდა - სიჭინავას ჯარიმას ინწკირველის საგოლე დარტყმა მოჰყვა, მაგრამ არბიტრმა ამ მომენტში თამაშგარე დაააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. ამას ფოთელთა მხრიდან მცირე პროტესტი მოჰყვა, თუმცა სტუმრები მალევე დაწყნარდნენ.

მე-9 წუთზე საპირისპირო კართან შეიქმნა არეულობა, გელაშვილმა ორჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ პირველად მეკარემ მოიგერია, მეორედ კი მცველმა გამოიტანა ბურთი, დამატებაზე ძარია ურტყამდა, მაგრამ ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს აფციაურს ჰქონდა გოლის გატანის ჩინებული შანსი, გრიგალაშვილის კუთხურის შემდეგ ის შეუჩერებლივ ურტყამდა, მაგრამ ოდნავ ააცილა.

თუ მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ფოთელებს მწვავედ შეუტიეს. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გრძელ სათადარიგოთა სკამს და კარგ ფიზიკურ მომზადებას. გეგუჩაძეს შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაუმართლეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად მათ გადაწყვიტეს.

57-ე წუთზე მინდორზე სამიოდე წუთის გამოსულმა წინამძღვრიშვილმა თავისი გოლეადორული ნიჭი კიდევ ერთხელ გამოავლინა. მან დვალთან ორჯერ გაითამაშა "კედელი", რის შემდეგაც შენგელიასთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:0. რატის დუბლის შესრულებაც შეეძლო, ელიავას ჩაწოდების შემდეგ იგი თავით ურტყამდა და სტუმრები ძელმა იხსნა. 77-ე წუთზე "კოლხეთის" კართან კიდევ ერთხელ შეიქმნა არეულობა, თუმცა შექმნილი ვითარებით აფციაურმა და წინამძღვრიშვილმა ვერ ისარგებლეს.

ზესტაფონელთა კოლოსალურ უპირატესობას 83-წუთზე მეორე გატანილი გოლი მოჰყვა, მარჯვენა ფრთიდან აფციაურმა ჯარიმა ჩამოაწოდა და დვალმა გამოზომილი თავური დარტყმით ანგარიშს სოლიდური სახე მისცა - 2:0. დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

მატჩის შემდეგ

ბესიკ შეროზია (კოლხეთი): "დაძაბული მატჩი იყო. ვცდილობდით მეტოქისთვის სივრცეები შეგვეზღუდა, პირველ ტაიმში ეს კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ მეორე ნახევარში პოზიციები დავთმეთ და გოლები გავუშვით. რაც შეეხება ინწკირველის გოლს, რომლის დროსაც მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, ვიდეოჩანაწერის ნახვის გარეშე რაიმეს თქმა გამიჭირდება, ფირს ვნახავ და ამ ეპიზოდზე კომენტარს შემდეგ გავაკეთებ"...

გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "კოლხეთი" კარგი, მებრძოლი გუნდია, იოლი თამაში არ იყო. უპირატესობას კი ვფლობდით, მაგრამ მოგება საკმაოდ გაგვიძნელდა".

19.09. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 000 მაყურებელი

ზესტაფონი 2

კოლხეთი 0

1:0 წინამძღვრიშვილი (58. დვალის პასით), 2:0 დვალი (83. აფციაურის პასით)

ზესტაფონი კოლხეთი

4-4-1-1 4-4-1-1

რ. კვასხვაძე შენგელია

ბენაშვილი ჭითანავა

ონიანი მახვილაძე

კობახიძე ინწკირველი

ელიავა გველესიანი

ალადაშვილი ჯოჯუა

აფციაური სიჭინავა

ძარია სილაგავა

ბაბუნაშვილი გვალია

გრიგალაშვილი რ. ჯიქია

გელაშვილი ციცხვაია

ზესტაფონი

38. ალადაშვილი - დვალი

54. გელაშვილი - წინამძრვრიშვილი

69. ძარია - ფიფია

სათადარიგოები: მამალაძე, დაუშვილი, გორგიაშვილი, ხიდეშელი

ბაია

67. ჭითანავა - ცხვიტარია

78. სიჭინავა - გულუა

80. ციცხვაია - თედიაშვილი

სათადარიგოები: სტურუა, ბუკია, წიქარიშვილი, გოგონაია

გაფრთხილება: აფციაური (61), დვალი (70), გულუა (83)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა