ვადა: 2015 წლამდე! ხელფასი: 3 მილიონი წელიწადში!

ცხადი იყო, რომ იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ "იუვენტუსის" ხელმძღვანელები მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ახალ კონტრაქტს გაუფორმებდნენ და ასეც მოხდა: 42 წლის სპეციალისტმა ტურინულ გრანდთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელსაც ვადა 2015 წლამდე ექნება.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ბოსმა ანდრეა ანიელიმ კონტეს ხელფასი გაუორმაგა - ამიერიდან ანტონიო წელიწადში მილიონნახევრის ნაცვლად, სამ მილიონ ევროს მიიღებს.

გარდა აბსოლუტური ნდობის გამოცხადებისა, "იუვეს" ხელმძღვანელების ეს ჟესტი იმასაც ნიშნავს, რომ "ბებერი ქალბატონი" კონტეს, რომელიც აქტიური სპორტული კარიერის დროს, 1992-დან 2004 წლამდე სწორედ "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა, ასი პროცენტით მხარში უდგას.

შეგახსენებთ, რომ კონტე ტურინულ გრანდამდე "სიენას" წვრთნიდა, ეს კლუბი კი მანიპულირებული მატჩების სკანდალშია გახვეული და ამას წინათ "სიენას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილიპო კარობიომ ერთ-ერთ ჩვენებაში კონტეც დაადანაშაულა.

ამ უკანასკნელის თქმით, კონტე აქტიურად მონაწილეობდა "სიენას" შემდეგი მატჩების ჩაწყობაში: "ნოვარასთან" 2:2 და "ალბინოლეფესთან" 0:1. თავად ანტონიომ ბრალდებები, რა თქმა უნდა, უარყო.

კონტესთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯია, რადგან "იუვე" ხანგრძლივი შესვენების შემდეგ იტალიის ჩემპიონი სწორედ ანტონიოს ხელმძღვანელობით გახდა.

ტურინელებმა სერია A-ში წაუგებლად იასპარეზეს და ზოგადად, მთელ სეზონში მხოლოდ ერთი თამაში წააგეს - იტალიის თასის ფინალი "ნაპოლისთან" (0:2).

იუვემ ვან პერსიზე ხელი ჩაიქნია

ამასობაში ინგლისური გაზეთი "დეილი მეილი" წერს, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელებმა "არსენალის" გოლეადორ რობინ ვან პერსიზე ხელი ჩაიქნიეს, რადგან ფიქრობენ, რომ ჰოლანდიელის ბედი უკვე გადაწყვეტილია.

შესაბამისად, ინგლისური და იტალიური პრესის მტკიცებით, "იუვემ" მიზანი სხვა თავდამსხმელებისკენ მიმართა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტურინელთა სასურველი ცენტრფორვარდები ედინსონ კავანი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (რეალი) და ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი) არიან. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, კონტეს ამ სამეულიდან ყველაზე მეტად კავანი მოსწონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა