ამერიკული პრესის ინფორმაციით, ვან განდის განთავისუფლების მთავარი მიზეზი გახდა მისი კონფლიქტი გუნდის ლიდერ დუაიტ ჰოვარდთან
"ორლანდო მეჯიქის" დამრიგებელი სტენ ვან განდი თანამდებობიდან დაითხოვეს. ასევე, მიდის კლუბიდან "ორლანდოს" გენერალური მენეჯერი ოტის სმიტი.

სტენ ვან განდიმ, რომელიც 2012 წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე არაპოპულარულ მწვრთნელად დაასახელეს, "ორლანდო" 2007 წლის ზაფხულში ჩაიბარა.

კლუბის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ვან განდის გაწეული სამუშაოსთვის და დაამატა, რომ "მეჯიქს" სამწვრთნელო შტაბში გარდაქმნები ესაჭიროებოდა. მწვრთნელის წასვლის ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, ვან განდის განთავისუფლების მთავარი მიზეზი გახდა მისი კონფლიქტი გუნდის ლიდერ დუაიტ ჰოვარდთან.

"ორლანდოს" ცენტრმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება მწვრთნელის მუშაობის გამო და "მეჯიქის" ხელმძღვანელობას ვან განდის გაშვება მოსთხოვა. ჰოვარდი უარს ამბობდა მწვრთნელთან ურთიერთობაზე და სანამ ტრავმას მკურნალობდა, გუნდის თამაშებს არ ესწრებოდა.

ვან განდის წასვლის შემდეგ "ორლანდოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი ძირითადი კანდიდატი განიხილება: შონ ბრაუნი, რომელიც "ინდიანა პეისერსში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და მაიკლ მელოუნი, რომელსაც იგივე თანამდებობა აქვს "გოლდენ სტეიტში". იმავე პრესის ცნობით, ამ ორიდან ერთ-ერთის კანდიდატურას დუაიტ ჰოვარდი ითხოვს.

ვან განდის ხელმძღვანელობით "ორლანდო" ხუთჯერ გავიდა პლეი ოფში. 2008-09 წლების სეზონში "ჯადოქრებმა" ფინალში გააღწიეს, სადაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" დამარცხდნენ. წელს "მეჯიქი" პირველივე რაუნდში გამოეთიშა ბრძოლას. სულ სტენმა "ორლანდოს" მთავარი მწვრთნელის რანგში 259 მატჩი მოიგო და 135-ჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება ოტის სმიტს, ის "ორლანდოში" 2006 წლიდან მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა