ზაფხულის მომავალი ოლიმპიადა უალკოჰოლო უნდა გახდეს რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის

ზაფხულის მომავალი ოლიმპიადა უალკოჰოლო უნდა გახდეს რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის.

ასეთი ბრძანება მიიღო რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყნის მთავრობისგან.

ხელისუფლებას კარგად ახსოვს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების სავალალო გამოსვლა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, როცა ამ ქვეყნის სპორტსმენებმა დაგეგმილი 30-40 მედლის ნაცვლად 15 მედალი მოიგეს.

ამასთან, რუსულმა ნადიმებმა თავისი მასშტაბურობით გააოცა მთელი ვანკუვერი. მაგალითად, რუსული სანავთობო კომპანიის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ საღამოზე მუშაობდა ორი ბუტაფორიული ბენზინგასამართი სადგური, საიდანაც არაყი და ვისკი ისხმებოდა.

ბრიტანეთში მესამე დღეა, რაც ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა მიმდინარეობს, თუმცა უკვე არაერთ კურიოზს ჰქონდა ადგილი. ქალაქ გრეიტ-ტორინგტონში, მარშრუტის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ცეცხლი ჩაქრა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ჩირაღდანი მიმაგრებული იყო პარალიმპელი სპორტსმენის, დევიდ ფოლეტის ინვალიდის სავარძელზე.

საბოლოოდ თამაშების სიმბოლო სწრაფად შეცვალეს სარეზერვოთი, რომელიც სპეციალურად მიჰქონდათ ოლიმპიური კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილით. ესტაფეტა კი გაგრძელდა.

"ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება, - თავს იმართლებს ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრესსამსახური. - ცეცხლი ბევრი მიზეზით შეიძლება ჩაქრეს, მაგალითად, ძლიერი ქარის გამო".

ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ბრიტანეთში 19 მაისს დაიწყო. 70 დღის განმავლობაში ესტაფეტის 8000 მონაწილე დაახლოებით 13 ათას კილომეტრს დაფარავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უშანგი
ჩაქვრა კი არა, ჩაქრა... :)))
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა