22 მაისს ფიფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩვენთვის საყურადღებო პრესრელიზი გაავრცელა
22 მაისს ფიფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უმნიშვნელოვანესი პრესრელიზი გაავრცელა:

"22 მაისს ბუდაპეშტში მიმდინარე სხდომაზე ფიფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, ორგანიზაციის დებულების 79-ე მუხლის თანახმად, მის წევრ ქვეყნებს ნება დართო, რომ კოსოვოს ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები ჩაატარონ".

ფიფას დებულების 79-ე მუხლში ვკითხულობთ:

"ფიფას წერილობითი თანხმობის გარეშე კონფედერაციის ასოცირებული წევრების ფეხბურთელებსა და გუნდებს ეკრძალებათ თამაში და კონტაქტი იმ ფეხბურთელებსა და გუნდებთან, რომლებიც არ არიან კონფედერაციის წევრები".

კოსოვომ სერბეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, მაგრამ ადრე ფიფა კოსოვოს აღიარებას ერიდებოდა, რადგან ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი არ არის. ასევე იქცეოდა უეფაც.

ფიფას გუშინდელი გადაწყვეტილება ხომ არ არის სიგნალი აფხაზი და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისთვის? ამ კითხვით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მურად ანჯაფარიძეს მივმართეთ.

"არა მგონია, რომ კოსოვოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მსგავსი ვითარება იყოს. ჩვენს შემთხვევაში, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მხოლოდ ორიოდე გაუგებარმა სახელმწიფომ და რუსეთმა აღიარეს, კოსოვო კი - 50-ზე მეტმა ქვეყანამ.

ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები კოსოვოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ალბათ, ეს გაითვალისწინა ფიფამ და ამიტომაც დართო ბალკანელებს ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება.

როგორც ვიცი, კოსოვოს ნაკრებმა ადრე შვეიცარიულ კლუბთანაც ითამაშა.

მესმის, ჩვენს შემთხვევაშიც გარკვეული საფრთხე არსებობს, მაგრამ არა მგონია, რომ ფიფამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს იგივე უფლება დართოს, რადგან მათ საერთაშორისო ორგანიზაციები არც ცნობენ და არც თანამშრომლობენ.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის პერიოდში ამ საკითხზე რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტს, კოლოსკოვს ველაპარაკეთ და სწორედ მან გვითხრა, წარმოუდგენელია, რომ ისინი ფიფაში მიიღონო", - ამბობს ანჯაფარიძე.

ფიფამ კოსოვოს ნება დართო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა