ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტიტულს მეხუთედ მოიპოვებს ტურნირის რეიტინგფავორიტი
საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტიტულს მეხუთედ მოიპოვებს ტურნირის რეიტინგფავორიტი ბაადურ ჯობავა (2721), რომელიც კარგა ხანია, 2700-იანთა კლუბის წევრია.

22 მაისს მან თეთრი ფიგურებით პრინციპული შეხვედრა მოუგო 2010 წლის საქართველოს ჩემპიონ მერაბ გაგუნაშვილს. საამისოდ მას 61 სვლა დასჭირდა. ახლა იგი უახლოეს მეტოქეებს 1,5-1,5 ქულით უსწრებს და დარჩენილ ორ ტურში ჩემპიონობისთვის ნახევარი ქულაც ჰყოფნის.

მე-9 ტურში წარმატებით ითამაშა კონსტანტინე შანავამაც - თეთრებით ზურაბ ჯავახაძეს 66-ე სვლაზე აჯობა და 6,5 ქულით ლუკა პაიჭაძესთან (იგი დავით არუთინიანს დაუზავდა) ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

საქართველოს ჩემპიონ დავით ზარქუას გათამაშების ცხრილში უბრძოლველად ჩაეწერა ქულა, რადგან, როგორც გაუწყეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჯიბრებას გამოეთიშა ლევან ფანცულაია. ისევ წააგო ივერი ჭიღლაძემ - ამჯერად დავით ლომსაძესთან. ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ირაკლი ბერაძე და გიგა ყუფარაძე ყაიმზე შეთანხმდნენ.

ცხრა ტურის შემდეგ: ჯობავა - 8, პაიჭაძე, შანავა - 6,5-6,5 , ზარქუა, გაგუნაშვილი - 6-6, არუთინიანი - 4,5, ჯავახაძე, ბერაძე - 4-4, ყუფარაძე, ლომსაძე - 3,5-3,5, ფანცულაია - 1,5, ჭიღლაძე - 0 ქულა.

23 მაისს მე-10 ტურში ითამაშებენ: არუთინიანი - ლომსაძე, ყუფარაძე - ჭიღლაძე, ფანცულაია - ბერაძე, ჯავახაძე - ზარქუა, გაგუნაშვილი - შანავა, პაიჭაძე - ჯობავა.

ჩემპიონობას ნახევარი ქულა აშორებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა