საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ "აზერიფუტბოლის" გამოკითხვაში დამაჯერებლად გაიმარჯვა
აზერბაიჯანულ ვებგვერდ "აზერიფუტბოლზე" დასრულდა გამოკითხვა, თუ ვინ იქნებოდა 2011/12 წლების სეზონში აზერბაიჯანის საუკეთესო ფეხბურთელი.

ჩვენთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ ამ გამოკითხვაში გაიმარჯვა ბაქოს "ინტერის" 32 წლის მეკარემ გიორგი ლომაიამ, რომელმაც 180 ხმა (31%) მოაგროვა და უკან ჩამოიტოვა ლენქორანის "ხაზარის" კაპიტანი რახიდ ამირგულიევი (143 ხმა) და ბაქოს "ნეფთჩის" უზბეკი ლეგიონერი, აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბახოდირ ნასიმოვი (87 ხმა).

დაგვეთანხმებით, რომ მართლაც იშვიათი შემთხვევაა, როცა საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეკარე იმარჯვებს; თუმცა 32 წლის გიორგი ლომაიას იმდენად წარმატებული სეზონი ჰქონდა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობა, წესითა და რიგით, არც უნდა გაკვირვებოდა ვინმეს.

გასულ სეზონში ლომაიამ 29 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში და 18 ბურთი გაუშვა, რაც მართლაც მშვენიერი შედეგია (ლომაიამ მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა და ისიც დისკვალიფიკაციის გამო).

...თბილისის "კოდაკო", თბილისის "დინამო", თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "მერანი-91", რუსთავის "ოლიმპი", მოსკოვის "სპარტაკი", "ხიმკი", ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგია", იენის "კარლ ცაისი", ლვოვის "კარპატი" - 2009 წლამდე ლომაია ამ გუნდების ღირსებას იცავდა; 2009 წლის ზაფხულიდან კი ბაქოს "ინტერშია" და ამ გუნდთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა (2010 წელს) და "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებულიც (2011 წელს).

იმასაც შეგახსენებთ, რომ 1998 წლიდან 2010 წლამდე გიორგი ლომაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა და 45 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა