სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მეკლდეურთა კლუბში კლდეზე ცოცვაში თბილისის პირველობა გაიმართა
ქართული ალპინიზმის ისტორიაში ბევრ ჩვენებურს ჩაუწერია სასახელო ფურცლები. ერთ-ერთი იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გრიგოლ გულბანი.

1951 წელს მან ალექსანდრე ნემსიწვერიძესთან, რამინ კვიციანთან და ლევან ახვლედიანთან ერთად უშბის ორივე მწვერვალზე სარეკორდო ასვლა განახორციელა. იმავე წელს აილამას ცენტრალური ბასტიონი დაიპყრო.

1952 წელს კავკასიონის ქედის დიდი ტრავერსისთვის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა. ორი წლის შემდეგ საბჭოთა ექსპედიციამ, რომლის შემადგენლობაში ქართველები, მათ შორის - გრიგოლ გულბანიც შედიოდა, პამირის მთიანეთში ორი 7000-იანი მწვერვალი დაიპყრო, მერე გულბანმა, ნემსიწვერიძემ, მაქსიმე გვარლიანმა და კირილ კუზმინმა ენგელსის პიკი დალაშქრეს, ხოლო ერთ-ერთ 7000-იან მწვერვალზე პირველასვლით ისარგებლეს და მას საქართველოში ალპინიზმის ფუძემდებლის გიორგი ნიკოლაძის სახელი დაარქვეს.

გრიგოლ გულბანის ხელმძღვანელობით გურამ თიკანაძემ, სოზარ და ჯოკია გუგავებმა რამდენიმე ტრავერსი მოაწყვეს კავკასიონის ქედზე, ლენტეხიდან შოვის გავლით თხილამურებით მამისონი განვლეს და ნალჩიკ-ვლადიკავკაზით ყაზბეგში ავიდნენ.

აქტიურ სპორტთან განშორების შემდეგ გრიგოლ გულბანმა მრავალი სპორტსმენი აღუზარდა ქართულ ალპინიზმს. მისმა ჯგუფმა სხვადასხვა მაღალმთიანეთიდან არაერთი დაღუპული მამულიშვილის ცხედარი (მათ შორის - გურამ თიკანაძისა) ჩამოასვენა.

მადლიერი შთამომავლობა სახელოვანი ალპინისტის სახელს არ ივიწყებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მეკლდეურთა კლუბში მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით კლდეზე ცოცვაში თბილისის პირველობა გაიმართა გრიგოლ გულბანის თასზე.

რთული ცოცვის კონკურსში პირველი ადგილი 18 წლის გიორგი გაბულდანმა დაიკავა, რომელმაც მემორიალური ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულ გუგა დაბრუნდაშვილს აჯობა.

ეს უკანასკნელი მეორე ადგილზე გავიდა სწრაფ ცოცვაშიც, სადაც ყველას გიგა ჯანხოთელმა სძლია. გოგონებში წარმატებით იასპარეზეს ანა შაქარაშვილმა და თამარ მელაძემ. რთულ ცოცვაში შარშანდელივით პირველი იყო მელაძე, მეორეზე შაქარაშვილი გავიდა, სწრაფში კი მათ ადგილები გაცვალეს.

სურათზე - გიორგი გაბულდანი

ღვაწლის არდავიწყება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
უდიდესი პიროვნება იყო. ასეთი ბუმბერაზი ადამიანების უკვდავყოფა ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
eka
ძალიან კარგია რომ ყურადღება ექცევა ასეთ ეროვნულ სახეობებს და ისიც რომ ღვაწლმოსილ სპორტსმენებს არ ვივიწყებთ
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა