რუსეთში გაზრდილი ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩიხრაძის ზაქათალას "სიმურგში" ჩაირიცხა
აზერბაიჯანში დამთავრდა სეზონი, დაიწყო მიდი-მოდი და ჩანს, რომ მომდევნო სეზონში ბაქოს "ინტერი" ქართველი ფეხბურთელების მასობრივი დისლოკაციის ადგილი იქნება.

როგორც ცნობილია, სეზონის დასრულების შემდეგ აგდამის "ყარაბახთან" კონტრაქტი აღარ გააგრძელა აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა გიორგი ადამიამ. "აზერიფუტბოლის" ცნობით, ეს გუნდის ხელმძღვანელობისთვის დიდი შოკი იყო. უკვე ვწერდით, რომ ადამიას "ინტერში" გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

იყო ალბათობა, კახა ცხადაძის გუნდში გადასულიყო კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - ნუგზარ კვირტია. 27 წლის ნახევარმცველი ბოლოს ბაქოს აზალ-ში თამაშობდა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელთან, ვაგიფ სადიგოვთან კონფლიქტის გამო კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.

სადიგოვი "სუმგაითთან" ქართველის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ ფეხბურთელმა მისი შენიშვნა იწყინა და აზალ-ი დატოვა.

მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კვირტიას ცხადაძე "ინტერში" იწვევდა. ამავე დროს, ქართველი ნახევარმცველით "რავანიც" დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ მან ქართველ მწვრთნელთან მუშაობა ამჯობინა, მაგრამ არა ცხადაძესთან, არამედ ზაქათალას "სიმურგში" გიორგი ჩიხრაძესთან.

აზერბაიჯანული გამოცემა "ექსტრატაიმის" ცნობით, უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება ტრანსფერი ფეხბურთელთან, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ჩემპიონატში მოასპარეზე ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ქართველს უწოდებს.

ამასობაში ევროპის ლიგაში გასულმა "ინტერმა" ქართველ მოთამაშეებთან კონტრაქტები გაახანგრძლივა. გიორგი ლომაიამ, ილია კანდელაკმა და ბაჩანა ცხადაძემ ერთწლიანი ხელშეკრულებები გააფორმეს. ვალერი აბრამიძეს კონტრაქტი კი მომავალ წელს უმთავრდება.

ნუგზარ კვირტია ქართველი გულშემატკივრისთვის უცნობი მოთამაშეა. ის თბილისშია დაბადებული, მაგრამ რუსეთშია გაზრდილი და მოსკოვის საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა.

14 წლისა საქართველოში ჩამოვიდა და 1999-2000 წლებში თბილისის "დინამოს" დუბლებში გამოდიოდა. 2001 წელს მოსკოვში დაბრუნდა და "ხიმკიში" ჩაირიცხა. მერე იყო კრასნოგორსკის "ზორკი" (2004–06), "რიაზანი" (2007), "ზელენოგრადი" (2008) და "ზნამია ტრუდა" (2009). აზალ-ში კი 2009 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა.

ვინ არის კვირტია? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა