საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი თავდამსხმელი 26 მაისს "ზესტაფონთან" მძიმე მატჩს მოელის
26 მაისს, საქართველოს თასის ფინალში, გორის "დილა" "ზესტაფონს" შეეცილება. "დილას" თავდამსხმელი რევაზ ბარაბაძე მძიმე მატჩის მოლოდინშია:

"შანსებს 50/50-ზე ვაფასებ. "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია, მაგრამ "დილაც" შეთამაშდა და ფინალში ჩვენი შანსებიც გაიზარდა.

შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რა მდგომარეობაშიც მეორე ეტაპის დასაწყისში ვიყავით. სხვათა შორის, ფეხბურთელების ტრავმები და დისკვალიფიკაციებიც ხელს გვიშლიდა და სასურველი შემადგენლობით ვერ ვთამაშობდით, ხან ვინ გვაკლდა და ხან - ვინ.

მართალია, ჩემპიონატის ბოლო ორი შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ფინალი წელიწადში ერთხელ იმართება და სეზონის საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ".

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი თავდამსხმელი მძიმე ტრავმებმა დატანჯა და ორი წელი გოლი არ ჰქონდა გატანილი. ბოლოს ეს სიხარული 2010 წლის 3 მარტს განიცადა, როდესაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "მიხეილ მესხზე" ესტონეთის ნაკრები დაამარცხა. პირველად სტუმრები სწორედ მან დაამწუხრა.

და აი, 24 წლის ფორვარდმა უგოლო სერია მარტვილში "მერანთან" შეხვედრისას შეწყვიტა, როდესაც მასპინძლებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა.

ცხადია, ამხელა პაუზის შემდეგ რეზო ძველებურად ეფექტურად ვეღარ თამაშობს, მაგრამ ფორმის აღდგენის იმედი აქვს.

"ესტონეთთან შეხვედრის შემდეგ არაერთი პრობლემა შემექმნა, რამდენიმე ტრავმა, ოპერაცია, ნერვიულობა და იმედგაცრუება გადავიტანე. ამიტომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი პატარა ბავშვივით გამიხარდა და საკუთარი ძალების რწმენა დამიბრუნდა.

იმედია, ახლა მაინც მოვახერხებ ფორმის აღდგენას და "დილას" დახმარებას. გუნდს თასის მოპოვებაში უნდა შევეშველო", - ამბობს ბარაბაძე.

რევაზ ბარაბაძე: იმედი დამიბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა