სერბმა ჩოგბურთელმა დაასრულა მრავალწლიანი თანამშრომლობა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია Sergio Tacchini-სთან

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სათამაშო ფორმას იცვლის. სერბმა ჩოგბურთელმა დაასრულა მრავალწლიანი თანამშრომლობა სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანია Sergio Tacchini-სთან.

როგორც tennis.com იტყობინება, მხარეებმა მადრიდის "მასტერსის" შემდეგ, ერთობლივი შეთანხმების თანახმად, გააუქმეს მოქმედი ხელშეკრულება.

საფრანგეთის ღია პირველობაზე, რომელიც კვირას დაიწყება, ჯოკოვიჩი თავისი ახალი სპონსორის ფორმაში გამოწყობილი გავა კორტზე. ეს გახლავთ ცნობილი იაპონური კომპანია Uniqlo. ეს ფირმა უკვე დიდი ხანია, თანამშრომლობს საუკეთესო იაპონელ ჩოგბურთელთან კეი ნიშიკორისთან; აგრეთვე, 1998, 2002 და 2004 წლებში იაპონიის ოლიმპიური ნაკრებების ტექნიკური სპონსორი იყო.

თავად ჯოკოვიჩი კანის 65-ე კინოფესტივალს სტუმრობს და გუშინ ის თავის საცოლესთან - ელენა რისტიჩთან ერთად დაესწრო ფილმის პრემიერას, რომლის სახელწოდებაა - "კაზინოს გაქურდვა" (ინგლისური სახელწოდება - Killing Them Softly).

როგორც 23 მაისის ნომერში ვწერდით, ზემოთ ნახსენები კეი ნიშიკორი ვერ ითამაშებს როლან გაროსზე. იაპონელი ჩოგბურთელი "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირს მუცლის კუნთის დაზიანების გამო გამოაკლდა. ეს ტრავმა მან ბარსელონას ტურნირის დროს მიიღო.

23 მაისს გაირკვა, რომ ნიშიკორის ძირითად ბადეში სლოვაკი კაროლ ბეკი შეცვლის, რომელიც ATP-ის კლასიფიკაციაში 104-ე პოზიციას იკავებს.

საუკეთესო ფინელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 47-ე ჩოგანი იარკო ნიემინენი ამ ზაფხულს სამშობლოში საჩოგბურთო აკადემიას გახსნის. ჩოგბურთელის თქმით, მისი აკადემია ნიჭიერ მოთამაშეებს პროფესიული კარიერის სტარტისთვის მოამზადებს.

ნიემინენმა თავისი ამჟამინდელი დამრიგებელი იარმო აჰონენი აკადემიაში ფიზიკური მომზადების მწვრთნელად დანიშნა.

მიმდინარე სეზონში ნიემინენმა სიდნეის ტურნირი მოიგო. გასულ კვირას, რომის "მასტერსზე" ფინელი პირველ წრეში სამ სეტში დამარცხდა ამერიკელ სემ კუერისთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა