ძიუდოს აკადემიაში 23 მაისს შიდა სარეიტინგო შეჯიბრება დაიწყო, რომელშიც 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები მონაწილეობდნენ
ძიუდოს აკადემიაში 23 მაისს შიდა სარეიტინგო შეჯიბრება დაიწყო, რომელშიც 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრებაში არ გამოდის ეროვნული ნაკრების ლიდერთა ათკაციანი ჯგუფი, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა და ახლა თამაშებისთვის მზადების მიზნით კორეა-იაპონიაშია შეკრებაზე. ამის მიუხედავად, სარეიტინგო ტურნირი მაინც საინტერესო გამოდგა, რადგან სათადარიგო ფალავნების უმრავლესობა ჭიდაობდა.

60 კილოგრამში ლიცენზიანტების, ამირან პაპინაშვილისა და ბეთქილ შუკვანის არყოფნაში ლიდერად ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი გიორგი მესაბლიშვილი მოჩანდა, თუმცა არც ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ ოთარ კაიდარაშვილის, ჭაბუკებში ევროპის პრიზიორ ლუხუმ ჩხვიმიანის, ლაშა გიუნაშვილისა და კიდევ რამდენიმე ფალავნის შანსები ჩანდა ურიგო, მაგრამ ჩემპიონი გიორგი ბროლაშვილი გახდა.

ფინალში მან გიუნაშვილი დაამარცხა, ნახევარფინალში კი კაიდარაშვილს სძლია. ფინალამდე საკმაოდ ძნელი გზა განვლო გიუნაშვილმაც - ბექა ბექაურს, მესაბლიშვილსა და ჩხვიმიანს მოუგო.

66-ში ფავორიტებად სანდრო იაკობაშვილი და პაატა მერებაშვილი ჩანდნენ, თუმცა ფინალისკენ მათი სვლა იმერელმა ზურაბ შერვაშიძემ შეწყვიტა, რომელიც წინა წლებშიც გამოირჩეოდა კარგი ჭიდაობით.

მან მერებაშვილს მეორე წრეში მოუგო, იაკობაშვილს - ნახევარფინალში, მანამდე კი კიდევ ერთი საყურადღებო ფალავანი, მომავალი ბრინჯაოსმედალოსანი გიგა ბერიაშვილიც დაჯაბნა.

საბოლოოდ ეს გამარჯვებები არც შერვაშიძეს შერჩა, რადგან ფინალი თორნიკე თათარაშვილთან დათმო. თათარაშვილიც საკმაოდ პერსპექტიულია და ადრინდელი შეჯიბრებებიდან ისიც კარგად გვახსოვს. ამჯერად კი შერვაშიძეზე არანაკლებ ძნელი გზა განვლო - მინდია ლილუაშვილს, ტრისტან ფეიქრიშვილსა და გიორგი შოშიაშვილს მოუგო.

ფეიქრიშვილი საქართველოს შარშანდელი პრიზიორია და იმ წარმატებისთვის ნაკრებშიც მოხვდა, თუმცა მაშინ 60-ში გამოდიოდა, წლეულს კი წონა შეიცვალა. 60-იდანაა ამოსული მერებაშვილიც, თუმცა მისთვის უცხო არც 66-ია, რადგან გარკვეული პერიოდი აქაც უჭიდავია.

73-ში საქართველოს პირველობის ფინალი განმეორდა და იმავე შედეგითაც დასრულდა - ამბაკო ავალიანმა ზურაბ ნოზაძე დაამარცხა.

ნოზაძის გამოჩენა საქართველოს ჩემპიონატის მთავარ სიურპრიზად იქცა, სადაც ჩინებული ფიზიკური მომზადების ხარჯზე ოქროსთვის ბრძოლის უფლებაც მოიპოვა, თუმცა უფრო ტექნიკურმა ავალიანმა ამდენი აღარ დაანება. ავალიანი ამჯერადაც უპირატესობას ფლობდა და კვლავაც გაიმარჯვა.

24 მაისს ძიუდოს აკადემიაში დარჩენილი ოთხი წონის ფალავნები გამოვლენ.

კვარცხლბეკი

60 კგ. 1. გიორგი ბროლაშვილი (მცხეთა-თიანეთი), 2. ლაშა გიუნაშვილი (შიდა ქართლი), 3. გიორგი მესაბლიშვილი, ვახტანგ ჩიდრაშვილი (ორივე - კახეთი).

66 კგ. 1. თორნიკე თათარაშვილი (მცხეთა-თიანეთი), 2. ზურაბ შერვაშიძე, 3. დიმიტრი აზნარაშვილი (ორივე - იმერეთი), გიგა ბერიაშვილი (თბილისი).

73 კგ. 1. ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი), 2. ზურაბ ნოზაძე, 3. არსენ მაჭარაშვილი (ორივე - თბილისი), ზვიად კაპანაძე (შიდა ქართლი).

ფავორიტთა წარუმატებლობის დღე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის