24 მაისს სტამბულში სტარტს აიღებს 19 წლის წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
24 მაისს თურქეთის ქალაქ სტამბულში სტარტს აიღებს 19 წლის წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის მასპინძლებთან ერთად ქართველები, მოლდოველები, ბელარუსები და კვიპროსელები იბრძოლებენ.

შეჯიბრების ფავორიტია თურქეთის გუნდი, რომელიც ტურნირს საქართველოს ნაკრებთან (შუბლაძე, კაპანაძე, ქარჩილაძე, ჯახაია, ცანკაშვილი, რცხილაძე, ქართველიშვილი, კაკულია, ურუშაძე, ყაზახიშვილი, ჩიქვინიძე, გელაშვილი, სულაძე; მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე, მწვრთნელები - ნოდარ ჩხარტიშვილი და გელა ტუკვაძე) მატჩით დაიწყებს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ერთი საგზური თურქებისაა, რადგან, ჯერ ერთი, შინაური კედლების ფაქტორია გასათვალისწინებელი, მეორეც - ამ გუნდის ოთხმა წევრმა წლეულს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსინჯა ძალები.

მეორე საგზურისთვის, ფაქტობრივად, სამი თანაბარი ძალის გუნდი იპაექრებს - საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა. ჩვენმა ბიჭებმა მაისის დასაწყისში ბელარუსებს 9:8 აჯობეს პოლონეთში "სლოვიანკას თასზე". იმედია, ჩომახიძის შეგირდები ერთ დინებაში ორჯერ შესვლას მოახერხებენ.

25 მაისს, საღამოს, ჩვენები მოლდოვას დაუპირისპირდებიან, ზეგ დილით კი დასვენებულ სლავებს გაუწევენ მეტოქეობას.

ტურნირის კალენდარი კი ასეთია (ყველგან თბილისის დროა მითითებული):

24 მაისი. მოლდოვა - ბელარუსი (20.00), თურქეთი - საქართველო (21.30).

25 მაისი. საქართველო - მოლდოვა (20.00), კვიპროსი - თურქეთი (21.30).

26 მაისი. ბელარუსი - საქართველო (11.30), მოლდოვა - კვიპროსი (13.00).

კვიპროსი - საქართველო (20.00), თურქეთი - ბელარუსი (21.30).

27 მაისი. ბელარუსი - კვიპროსი (11.30), მოლდოვა - თურქეთი (13.00).

სტარტი თურქებთან მატჩით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა