ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა რომში მეოთხე ადგილი დაიკავა

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა რომში მეოთხე ადგილი დაიკავა

ჩვენი გოგონების მეტოქეები ევროპის ზე 12-ის გათამაშების გუნდები იყვნენ
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა ახლახან იტალიის დედაქალაქ რომში წარმატებით იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩვენი გოგონების მეტოქეები ევროპის ზე 12-ის გათამაშების გუნდები იყვნენ.

ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი საქართველოს ქალთა ნაკრებმა ახალი ზელანდიის მაორებთან გამართა, რომელმაც საბოლოოდ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა. ასეთი მაღალი დონის გუნდთან ჩვენს მორაგბეებს არასდროს უთამაშიათ და, ცხადია, თავიდან ძალიან გაუჭირდათ. პირველ ტაიმში მეტოქემ ოთხი ლელო გაგვიტანა.

შესვენების შემდეგ "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" საგრძნობლად გააქტიურდნენ. მართალია, ახალზელანდიელებს ლელო ვერ დაუდეს, მაგრამ ამის საშუალება არც მოწინააღმდეგეს მისცეს.

მეორე მატჩი ჩვენმა გუნდმა მასპინძელთან, იტალიის ნაკრებთან გამართა, რომელიც ევროპის ელიტური თორმეტეულის წევრია. პირველ ტაიმში გოგონებს თამაში არ გამოუვიდათ და ორი უპასუხო ლელო მიიღეს - 0:10. მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მასპინძლები 14:10 დაამარცხეს.

"იტალიის ნაკრებთან გამარჯვებამ გოგონებს დიდი სიხარული მოჰგვარა. მათ საკუთარი ძალების ირწმუნეს და მომდევნო, არანაკლებ ძლიერი ყაზახეთის ნაკრების დასამარცხებლად მოტივაცია გაუჩნდათ" - გვითხრა საქართველოს ქალთა შვიდკაცა რაგბის ნაკრების მენეჯერმა ია ხურცილავამ.

იტალიის ნაკრებთან მატჩისგან განსხვავებით, ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან ჩვენმა გოგონებმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს და ორი ლელო გაიტანეს, რაზეც მეორე ტაიმში ყაზახებმა ასევე ორი ლელოთი გვიპასუხეს, თუმცა გარდასახვის გატანა ვერ შეძლეს და გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა - 14:10.

ჩვენმა გოგონებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და გზა ნახევარფინალისკენ გაიკაფეს. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებისგან ასეთ შედეგს თვით ტურნირის ორგანიზატორებიც არ ელოდნენ.

ნახევარფინალში მეტოქედ მეორე ჯგუფის გამარჯვებული, ძალზე ძლიერი რუსეთის ნაკრები შეგვხვდა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე ბევრჯერ მიუღწევია წარმატებისთვის და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს.

რუსებთან თამაშის დალაგება ჩვენმა გუნდმა ვერაფრით შეძლო. მით უფრო, რომ დაშავდნენ წამყვანი მოთამაშეები, გუნდის კაპიტანი ანა პოღოსიანი და ნანა კაშია. რუსებმა ექვსი უპასუხო ლელო გაგვიტანეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში უკრაინის ნაკრებთან ჩვენმა გოგონებმა დაშავებული წამყვანი მორაგბეების გარეშე იასპარეზეს. ცხადია, ამან გუნდის თამაშს დაღი დაასვა.

უკრაინელებთან ოთხი უპასუხო ლელოთი დავმარცხდით. სამწუხაროდ, მატჩის ბოლო წუთზე მძიმედ დაშავდა ელეონორა გიგილაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესი დაიზიანა და საოპერაციოა.

ერთი სიტყვით, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა ამ მაღალი დონის ტურნირზე დიდი გამოცდილება შეიძინა.

ჩვენი ნაკრები პირველი ივნისიდან საწვრთნელ შეკრებაზე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს, რომელიც 9-10 ივნისს ბელგიის ქალაქ გენტში გაიმართება. ჩვენი გუნდის მიზანი B დივიზიონიდან რანგით უფრო მაღალ, A დივიზიონში გადაბარგებაა. პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებს კი საშუალება მიეცემათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზონ.

საქართველოს ნაკრები: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ლელა გოქსაძე, ელეონორა გიგილაშვილი, ნანა გიორგაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, სალომე საღარაძე, ნანა კაშია, მარეხი მაისურაძე.

ქალთა შვიდკაცა რომში მეოთხეა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• rugby fan

რა სჰვიდქალა შენ ხომ არ უბერავ. ეგეთი სპორტის სახეობა არ არსებობს. თუ შენ მოიგონე. აბა რა ქართველი გქვია და მოიგონებდი, ვონმეს ჩამორჩებოდი განა?

• Qartveli

შვიდქალაა თქვე უბედურები შვიდკაცა კი არა

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა